არქივი

შთამაგონებელი ისტორია

47f4574ebf8e
საინტერესო ისტორიაა…საწამლავი

1deaa18e9977

ერთი გოგონა გათხოვდა და ქმრის ოჯახში დაიწყო ცხოვრება. ოჯახში ქმართან ერთად მისი დედა ცხოვრობდა.
ძალიან მალე გოგონამ აღმოაჩინა, რომ ის და მისი დედამთილი ერთმანეთს ვერ ეგუებოდნენ და მათი ხასიათები და შეხედულებები რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. გოგონას აღიზიანებდა დედამთილის საუბარი და მოქმედებები და დედამთილიც ასეთივე დამოკიდებულებას იჩენდა მის მიმართ.

გავიდა კვირეები და თვეები, სიტუაცია კი თანდათან უფრო უატანელი ხდებოდა, გოგონა და დედამთილი გამუდმებით ჩხუბობდნენ და კამათობდნენ.

და გოგონამ გადაწყვიტა როგორმე მოეგვარებინა ოჯახური კონფლიქტი და მამამისის ახლო მეგობარ ფსიქოლოგთან მივიდა.
ფსიქოლოგმა მოუსმინა გოგონას პრობლემებს და უთხრა:

– თუ გსურს, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს შემპირდი, რომ ყველაფერს გააკეთებ, რასაც კი გეტყვი.

– ძალიან კარგი – უთხრა იმედმოცემულმა გოგონამ ფსიქოლოგს.

ფსიქოლოგი მეორე ოთახში გავიდა და იქიდან წამლების პატარა კოლოფთან ერთად დაბრუნდა.
– სხვა გამოსავალი არ არსებობს: ან ასე უნდა გააგრძელო, ანდა უნდა მოწამლო შენი დედამთილი, თუმცა სწრაფი მოქმედების საწამლავით,რომ მოკლა სხვებს ეჭვს გაუჩენ და ამიტომაც ამას გაგატან. ყოველ სადილზე საჭმელში გაურიე, ნელ-ნელა ჯანრმთელობა შეერყევა და დროთა განმავლობაში გარდაიცვლება – უთხრა მას ფსიქოლოგმა.

გოგონა დაფიქრდა,ამის გაკეთება არ სურდა, თუმცა არც ასე სურდა ცხოვრების გაგრძელება და დასთანხმდა.

– ახლა კი იმისათვის, რომ შენმა დედამთილმა რაიმე ეჭვი არ შეიტანოს შენში, ეცადე, რაც შეიძლება მეგობრულად, თბილად და სიყვარულით მოექცე მას. აუსრულე ყველა სურვილი და ახირება, ნუ შეეკამათები და ნუ ეჩხუბები. ცოტახანი მოითმინე ეს ყველაფერი და მალე შენი ტანჯვაც დასრულდება – მისცა საბოლოო რჩევა-დარიგება ფსიქოლოგმა გოგონას.

გავიდა დღეები, კვირეები და თვეები, გოგონა კი ზუსტად ისე იქცეოდა, როგორც ფსიქოლოგმა დაარიგა. სადილზე დედამთილის საჭმელში საწამლავს ურევდა, შემდეგ კი იმისათვის,რომ მას რაიმე ეჭვი არ შეჰპარვოდა მთელი დღის განმავლობაში მოთმინებით იკავებდა სიბრაზეს და თბილად და სიყვარულით, საკუთარი დედასავით ექცეოდა მას.

6 თვის შემდეგ სახლში სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა, გოგონამ ისწავლა, თუ როგორ შეიძლებოდა დაეძლია სიბრაზე და ეკონტროლებინა საკუთარი თავი. და აღმოაჩინა, რომ მას უკვე აღარ აღიაზიანებდა დედამთილთან ურთიერთობა და აღარანაირი პრობლემა აღარ ჰქონდა მასთან. ასევე შეამჩნია ისიც, რომ დედამთილის დამოკიდებულებაც შეიცვალა მის მიმართ და უფრო თბილი და ადვილად საურთიერთობო ადამიანი გახდა. და უფრო მეტიც იგი იმდენად აღფრთოვანებული იყო გოგონას საქციელით, რომ ხალხშიც კი ამაყობდა თავისი რძლით.
ცოტა ხანში დედამთილსა და რძალს დედა-შვილისაგან ვეღარაფრით გაარჩევდით. გოგონას ქმარი კი უბედნიერესი კაცი იყო ამქვეყნად, მხოლოდ იმის გამო, რომ ოჯახს ბედნიერი იერი დაუბრუნდა.

როდესაც გოგონამ ეს გაანალიზა, მწარე სინდისის ქენჯნამ შეაწუხა, შეწყვიტა დედამთილის საჭმლის მოწამვლა და ფსიქოლოგთან მივიდა იმ თხოვნით, რომ რაიმე ისეთი წამალი მიეცა, რომელსაც შეეძლებოდა მისი დედამთილი სიკვდილისაგან ეხსნა.
– ნუ სწუხარ ჩემო კარგო – ღიმილით მიუგო მას ფსიქოლოგმა. მე შენთვის საწამლავი არ მომიცია. მხოლოდ ვიტამინები მოგეცი, რომელიც მისი ჯანრთელობისათვის სასარგებლო იქნებოდა.

საწამლავი კი მხოლოდ შენს გონებაში იყო – შენს დამოკიდებულებაში მის მიმართ.

წყარო: www.4motivi.com

მსგავსი ამბები

Back to top button