კულტურა

ქალაქი ანაკლია

1nsbj
საქართველოში საკურორტო ზონებს კიდევ ერთ ქალაქი ემატება. ამიერიდან ანაკლია საკურორტო ქალაქი გახდება, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ჩასვლა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

საქართველოს რუკაზე ანაკლია, როგორც ახალი ტურისტული ქალაქი ისე იქნება დატანილი. ანაკლიის, როგორც ახალი საკურორტო ქალაქის შესახებ ვიზიტორებს იმის გაგების საშუალებაც ექნებათ, რომ ქვეყნის ამ ქალაქში განახლებული ინფრასტრუქტურა, ესპანელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული ბულვარი და უნიკალური საკურორტო ზოლია. ამას გარდა, საქართველოს ხელისუფლება ანაკლიაში დამსვენებლებთან ერთად ინვესტორებსაც ელოდება.

ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები, აკვაპარკი, იახტკლუბი, ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი საფეხბურთო მოედნები, ამფითეატრი და ევროპაში ყველაზე დიდი საფეხმავლო ხიდი, რომელიც ანაკლიას განმუხურთან აკავშირებს – ამ ყველაფრის ნახვისა და გამოყენების შესაძლებლობა მათ ექნებათ, ვინც დასასვენებელ ადგილად ანაკლიას აირჩევს.

ანაკლია საკურორტო ქალაქად სწორედ დღეს გამოცხადდა. ამის გამო ქალაქში უამრავი სტუმარია ჩასული.

დღეიდან პირველ ვიზიტორებს 11–სართულიანი სასტუმრო „ოქროს საწმისი“ მიიღებს. 5–ვარსკვლავიან სასტუმროში 106 ნომერია, მათ შორის აპარტამენტები VIP სტუმრებისთვის. სასტუმროში ფუნქციონირებს ორი ღია და დახურული აუზი, ფიტნეს კლუბი, რესტორანი, 250 კაცზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი და კაზინო.

ანაკლიაში ვიზიტორების რაოდენობა მცირე არც აქამდე იყო. „პრესა.ჯი“ ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე ესაუბრა ანაკლის სასტუმროების ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათთან სასტუმროს ნომრის დაჯავშნა მხოლოდ რამდენიმე კვირით ადრეა შესაძლებელი. დაინტერესებული პირები კი როგორც უცხოელები, ასევე ქართველებიც არიან.

ანაკლია — ზღვისპირა კურორტია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რომელიც აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდეობარეობს, მდინარე ენგურის შესართავთან.

ქალაქ ანაკლიის ეტიმოლოგია კი ლეგენდიდან მოდის. ლეგენდის თანახმად ამ ადგილას დედას (ანას) შვილი მოსტაცეს და გემით მიჰყავდათ, დედა კი ზღვის ნაპირას სასოწარკვეთილი მოთქვამდა. ხალხმა რომ გაიგო ქალის კივილი ერთმანეთს კითხეს – „რა ხდებაო“ „ანა რკიანს“-ო. მეგრულად „რკიანს“ სწორედ კივილს ნიშნავს. ლეგენდით ამ ადგილას „ანარკია“ (აკივლებული) ეწოდა, ვინაიდან ხშირი იყო ასეთი შემთხვევები. დღეს კი – „ანაკლია“ ეწოდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა ინიციატივით, ანაკლია საკურორტო ქალაქი გამხდარიყო, მოპირკეთებულიყო გზები და აშენებულიყო ახალი სასტუმრო. დღეს ანაკლია უკვე საკურორტო ქალაქია. თუმცა ანაკლიაში სარემონტო სამუშაოები და მშენებლობა ამით არ სრულდება. ანაკლიაში კიდევ რამდენიმე ახალი სასტუმროს აშენება იგეგმება, ვინაიდან ახალი საკურორტო ქალაქის ნახვის მსურველი ბევრია.

zckwc

es41n

4nofv

http://www.youtube.com/watch?v=Bt6UEmM5b4M

მსგავსი ამბები

Back to top button