კაკაოს ცხიმი

კაკაოს ნაყოფი

კაკაოს ცხიმს კაკაოს ხის ნაყოფებისგან ღებულობენ. ცხიმი შეიცავს გლუკოზას, ეთეროვან ზეთს, ვაშლის მჟავს, ლიმონის მჟავას, მთრთილავ ნივთიერებებს, მიკრო- და მაკრო ელემენტებს (K, P, Mn, Fe, Cu), მჟაუნის მჟავას, მყარ ცხიმს 50-55%, ნახშირწყლებს, პურინულ ალკალოიდებს, სახამებელს, ფერმენტებს, ფიტოსტერინს, ფრუქტოზას, ღვინის მჟავას, ცილებს და სხვ. კაკაოს თესლში, მეტად მნიშვნელოვანია პურინული ჯგუფის ალკალოიდების არსებობა. ალკალოიდების ჯამში – 2–3%, თეობრომინზე მოდის 0,75– 1,16% კოფეინზე – 0,35%. ცხიმი შედგება ოლეინის (43%), სტეარინის (34%), პალმიტინის (25%), ლინოლის (2%), ლაურინის და არაქინის მჟავების ტრიგლიცერიდებისაგან. ცხიმის იოდის რიცხვია 27-42, გამყარების ტემპერატურა 20-270, მჟავური რიცხვი 2, 25.

როგორც ალბათ უკვე იცით კაკაოს ცხიმს კანის მოვლისთვის დიდი გამოყენება აქვს. კერძოდ, ატენიანებს კანს, გამოიყენება როგორც აქერცვლის საწინააღმდეგო საშუალება, კვებავს კანს. ფორებს არ ხსნის მაგრამ არბილებს მათ და კანი უფრო ნაზი და რბილი ხდება. მისი გამოყენება მიზანშეწონილია დაბანის შემდეგ.

გახსნილი ნაყოფი

კაკაოს ცხიმი

გთავაზობთ კანის გამწმენდი კრემის დამზადების რეცეპტს კაკაოს ცხიმის გამოყენებით.

დაგვჭირდება:  კოსმეტიკური პარაფინი – 15 გრამი
კაკაოს ცხიმი – 15 გრამი
გასტერილებული ზეითუნის ზეთი – 45 მლ/ლ.
ვაზელინის ზეთი (თხევადი პარაფინი) – 25 მლ/ლ.

ყველა ინგრედიენტი ერთად მოათავსეთ, დადგით წყლის აბაზანაზე და ურიეთ სრულ გადნობამდე. ეცადეთ, ორთქლი ჭურჭელში არ ჩავიდეს. მიიყვანეთ ადუღებამდე (არ უნდა ადუღდეს), გადმოდგით და ურიეთ სრულ გაცივებამდე. შენახვის ვადა – რამდენიმე თვე (ბნელ, გრილ ადგილას).
ეს კრემი ასრულებს როგორც ნიღბის, ისე გამწმენდის როლს.  არ შეიცავს წყალს და ამიტომ არ შედის ფორებში.

 

დამცავი კრემი მშრალი კანისათვის, შეგიძლიათ წაისვათ ზემოდან დამცავი კრემის შემდეგ.

დაგვჭირდება:  50 გრამი სპერმაცეტი, 40 გრამი თაფლის სანთელი, 30 გრამი სტეარინი, 30 გრამი კაკაოს ცხიმი, 5 გრამი თეთრი თიხა, 1 გრამი ქინაქინა ან სალოლი, 300-350 მილილიტრი წყლის აბაზანაზე გადადუღებული ზეითუნის ზეთი, 100-150 მილილიტრი 5-პროცენტიანი ბორაქსის ხსნარი.

დაფხვნილი სპერმაცეტი, გახეხილი სანთელი, კაკაოს ცხიმი და ზეთის ნაწილი მოათავსეთ ერთ ჭურჭელში, დადგით წყლის აბაზანაზე და მიიყვანეთ გადნობამდე. გადმოდგით და აცალეთ, მთლიანად გაცივდეს (მაცივრის გარეშე). შემდეგ მონაცვლეობით შეაზილეთ სტეარინი, თეთრი თიხა და სალოლი; ზეთი და ბორაქსის ხსნარი – წვეთ-წვეთობით. სანამ ამ მასაში შეაზელთ, ცალკე ჭურჭელში კარგად ასრისეთ სტეარინი, სალოლი და თეთრი თიხა და მერე შეურიეთ ძირითად შემადგენლობას. კრემის მოზელის დროს ეცადეთ, ხელი ერთი მიმართულებით ამოძრაოთ. მიქსერი არ გამოიყენოთ!

 

მადლობა ყურადღებისთვის…..

 

წყარო: forum.ge და google :)


ავტორი: k@x@

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2014 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC