არქივი

ფაქტები მსოფლიოს ქვეყნების შესახებ

656fa4fa03b4

1. ანდორის არმია სულ ოფიცრებისგან შედგება. მას ძირითადად ცერემონიული დანიშნულება აქვს.

2. ინდოეთს ძროხებისთვის ცალხე კანონი აქვს (:D)

3. ცნობილია დაახლოებით 5000 ენა დედამიწაზე. (ზუსტი რიცხვის თქმა შეუძლებელია, რადგან მათი შემსწავლელები ხშირად ვერ
თანხმდებიან სხვადასხვა ენებია თუ ერთი მეორის დიალექტია.

4. მსოფლიოში მხოლოდ ორი ისეთი ქვეყანაა რომლებიდანაც ოკენის სანაპირომდე მისაღწევად ორი საზღვრის გადაკვეთა მოგიწევთ. ერთი არის ლიხტენშტეინი, ხოლო მეორე უზბეკეთი.

5. ყველაზე მოკლე სახელმწიფო ჰიმნი იაპონიას აქვს. ის მხოლოდ 4 სტრიქონიანია. იორდანიისა და სან-მარინოს ჰიმნები ასევე 4 სტრიქონიანია. ყველაზე გრეძელი კი ბერძნულია 158 სტრიქონით.

6. ტაილანდმა, ლაოსმა და კამბოჯამ გააკეთეს გოლფის მინდორი მათ საერთო საზღვარზე. თითო ქვეყნის ტერიტორიაზე 9 ბურთის ორმო. ეს ადრე დანაღმული ტერიტორია იყო.

7. “ირანი” ნიშნავს “არიელების მიწას” (ქალთევზების კი არა რასა იყო ეგეთი :D)

8. ირანს ადრე ერქვა, პერსია, პართია ან მედია. დასახელებას დინასტიის გვარი განსაზღვრავდა.

9. ინდონეზია 17 000 კუნძულს მოიცავს.

10. ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური პრეზიდენტი კიმ ილ-სუნგია, მიუხედავად იმისა რომ ის 1994 წელს გარდაიცვალა.

11. ინდოეთი მსოფლიოში მერე ყველაზე მრავალმოსახლებიანი ქვეყანაა. იქ მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ხოლო მესამე ყველაზე მრავალმოსახლეობიან ქვეყანა აშშ-ში ინდოეთის მოსახლეობის რაოდენობის 30%-ც კი არ ცხოვრობს.

12. ახალ ზელანდიაში ერთ ადამიანზე 4 ცხვარი მოდის.

13. სამხრეთ ამერიკაში გაიანა ერთადერთი ქვეყანაა რომლის ოფიციალური ენაც ინგლისურია.

14. უგანდის მოსახლოების ნახევარი 14 წელზე ქვემოთაა.

15. რუსეთი შეიძლება ითქვას დააარსეს მონებით მოვაჭრე ვიკინიგებმა, რომლებიც 9 საუკუნეში სკანდინავიასა და ბიზანტიას შორის მიმოდიოდნენ.

16. ფოლკლენდის კუნძულებზე 2000 ადამიანია, ხოლო ცხვარი 700 000. ანუ ერთ ადამიანზე 350 ცხვარი მოდის…

17. ერთადერთი ქვეყანა რომლიც სახელწოდების გამოთქმაც შეიცვალა კენიაა.

18. პაპუა ახალ გვინეაში 800ზე მეტ ენაზე ლაპარაკობენ.

19. ისლანდიაში განათლება ყველას აქვს მიღებული. სკოლას რომ დაამთავრებ სამსახურს ვერ იშოვი თუ 3 ენა მაინც არ იცი.

20. პორტუგიალიასა და ინგლისს არასოდეს უომიათ ერთმანეთთან. ეს არის ალბათ ყველაზე დიდხნიანი დაურღვეველი მშვოდობა.
(850 წელი)

21. იმ ქვეყნებს შორის რომლის ფართობის 1000 კვადრატულ კილომეტრს აღემატება, ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ბანგლადეშია. 1 კვ/კმ-ზე აქ 1075 ადამიანი ცხოვრობს.

22. ლიბერია დაარსეს ამერიკისაგან გათავისუფლებულმა ტყვეებმა.

23. სურინამის მოსახლეობის 23% კათოლიკეა, 25% პროტესტანტი, 20% მუსულმანი და 27% ინდუსი.

24. თურქეთმა მეცხრამეტე საუკუნეში 7 ომი წააგო. (ომი და არა ბრძოლა). ხოლო მეოცეში 6.

25. 2002 წელს ვატიკანში, სადაც მხოლოდ 455 ადამიანი ცხოვრობს 397 თავდასხმა და 608 სისხლის სამართლის დანაშაული მოხდა. მათი უმეტესობა ტურისტებმა ჩაიდინეს.

26. სინგაპურის ყველაზე დიდი ქვეყანაა რომელშიც ფერმები არაა. ფერმები არაა ასევე ვატიკანში, ნაურუსა და მონაკოში.

P.S. ესეთი პოსტები თუ მოგწონთ ძაან ბევრი მაქვს მარა მეტი ვერ დავდე ცხოვრებაში პირველად შუადღეზე დავიძინე :D

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button