საკითხავისასარგებლო

ადმირალი ნახიმოვი

8aea5d978d87

პაველ სტეპანოვიჩ ნახიმოვი გამოჩენილი რუსი ადმირალი დაიბადა 1802 წლის 23 ივნისს რუსეთის ქალაქ Вяземский уезд-ში თავადის ოჯახში.

მოღვაწეობა:
1813 წელს მან განცხადება შეიტანა საზღვაო კათედის კორპუსში, მაგრამ ბევრი მსურველის გამო მისი მიღება მხოლოდ 2 წლის შემდეგ მოხერხდა.

1818 წელს ლაზარევის სამსახურში იდგა,

8971734a7ca6

1821-25 წლებში მან დედამიწას შემოუარა ფრეგატ “კრეისერით”. ამ მოგზაურობის დროს მან ლეიტენანტის წოდება მიიღო.

1827 წელს თავი გამოიჩინა ნავარიის ბრძოლაში, როდესც მეთაურობდა საბრძოლო ხომალდ “აზოვს” კვლავ ლაზარევის სამსახურში, რომელიც ადმირალ გეიდენის ესკადრაში იყო. კარგი მუშაობისთვის მან მიიღო წმ. გიორგის მეოთხე კლასის ორდენი და გახდა კაპიტან-ლეიტენანტი.

719beb9ca3e6

1828 წელს გახდა კორვეტ “ნავარინის” მეთაური. ეს გემი მანამდე თურქების იყო, მაგრამ რუსებმა ჩაიგდეს ხელში. მას “ნასაბიჰ საბაჰი” ეწოდებოდა.

1828-29 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის დროს, კორვეტის მეთაურობისას, რუსული ესკადრის შემადგენლობაში ბლოკავდა დარდანელის სრუტეს.

fc060e1e239a

1830 წლიდან კრონშტადტში დაბრუნებისას, ბალტიის ზღვისპირეთის სამსახურში ჩადგა და კვლავ კორვეტს მეთაურობდა

1831
წელს დაინიშნა ფრეგატ “პალადის” მეთაურად.

1834 წლიდან მსახურობდა შავი ზღვის ფლოტში გადავიდა და მეთაურობდა საბრძოლო ხომალდ “სილისტრიას”.

1845 წელს მიიღო კონტრ-ადმირალის წოდება და დაინიშნა გემების ჯგუფის მეთაურად.

1852 წელს გახდა ვიცე-ადმირალი, და თაინიშნა ფლოტის დივიზიის მეთაურად.

1853-56 წლებში, ყირიმის ომის დროს, შავი ზღვის ფლოტის ესკადრის მეთაურობისას, ნახიმოვმა შტორმულ ამინდში აღმოაჩინა და დაბლოკა თურქეთის ფლოტის მთავარი ნაწილი სინოპში და ითავა რა ოპერაციის ჩატარება, 18 ნოემბერს გაანადგერა ისინი სინოპსის ბრძოლაში. მან მიიღო წერილი თვით იმპერატორისგან, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ბრწყინვალედ შესრულებული სამუშაოსთვის მან მიიღო წმ. გიორგის მეორე ხარისხის ორდენი.

1854-55 წლებში სევასტოპოლის დაცვის დროს ის სტრატეგიულად მიუდგა ქალაქის დაცვას. სევასტოპოლში ნახიმოვი კი იყო ფლოტისა და პორტის მეთაური, მაგრამ 1855 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ რაც ფლოტი ჩაიძირა, მან თავი თავზე აიღ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილის დაცვა და კარგად გაართვა თავი დავალებას. ის მეზღვაურებსა და ჯარისკაცებში დიდი კეთილგანწყობითა და პატივისცემით სარგებლობდა, რომლების მას “მამა-მფარველს” უწოდებდნენ.

41451a30b52f

1855 წლის 28 ივნისს ერთ-ერთი მოწინავე თავდაცვითი ოპერაციის ჩატარების დროს სასიკვდილოდ დაიჭრა თავში Малахов курган-ზე.

1855 წლის 30 ივნისს ნახიმოვი გარდაიცვალა.
ის დაკრძალულია სევასტოპოლში, ვლადიმერის ტაძრის აკლდამაში.

be4dd494587c

ჯილდოები:

1825 – წმ. ვლადიმერის სახელობის 4-ე ხარისხის ორდენი, ფრეგატ “კრეისერზე” მგზავრობისათვის

1827 – წმ. გიორგის სახელობის 4-ე ხარისხის ორდენი, ნავარიის ბრძლაში თავის გამოჩენისათვის.

6f4761e49cfa

1830 – წმ. ანას სახელობის 2-ე ხარისხის ორდენი.

1837 – წმ. ანას სახელობის 2-ე ხარისხის ორდენი იმპერატორის გვირგვინით, გულმოდგინე და შესანიშნავად შესრულებული სამსახურისათვის.

682ed83403b9

1842 – წმ. ვლადიმერის სახელობის 3-ე ხარისხის ორდენი. გულმოდგინე და შესანიშნავად შესრულებული სამსახურისათვის.

1846
– ნიშანი 25 წელი უმწიკვლო მუშაობისათვის.

1847 – წმ. სტანისლავის სახელობის 1-ლი ხარისხის ორდენი.

b1643031708a

1849 – წმ. ანას სახელობის 1-ლი ხარისხის ორდენი.

1851
– წმ. ანას სახელობის 1-ლი ხარისხის ორდენი იმპერატორის გვირგვინით.

9547b678d14f

1853 – წმ. ვლადიმერის სახელობის 2-ე ხარისხის ორდენი, კარგად ჩაბარებული 13-ე დივიზიისა.

1853 – წმ. გიორგის სახელობის 2-ე ხარისხის ორდენი, სინპში მოპოვებული გმარჯვებისათვის

8ca5f1d13038

1855 – თეთრი არწივის ორდენი, სევასტოპოლის დაცვისას თავის გამოჩენისთვის.

1b2096c2cc0a

ნახიმოვი დაჯილდოვდა ერთროულად 3 ორდენით: რუსული – გიორგის, ინგლისური – აბანოს
და ბერძნული – გადამრჩენელის.

ნახიმოვის სამახსოვროდ

1959 წელს სევასტოპოლში აღიმართა სკულპტორ ტომსკის გაკეთებული ადმირალ ნახიმოვის ძეგლი. მან შეცვალა შრედერისა და ბილდერლინგის ძეგლი, რომელიც ჩამოხსნეს 1928 წელს
დეკრეტის თანახმად: “მეფისა და მისი მსახურების ძეგლების ჩამოხსნის შესახებ”

4cfbcbe703c3

II მსოფლიო ომის დროს შეიქმნა საბრძოლო-საზღვაო ნახიმოვის სახელობის სასწავლებელი.

1944 წელს საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს მიერ შეიქმნა ნახიმოვის სახელობის 1-ლი და 2-ე ხარისხის ორდენებე, ნახიმოვის მედლები. ნახიმოვის მედალი:

82a705d2a0cc

1946 წელს რეჟისორმა ვ. პუდოვკინმა გადაიყო მხატვრული ფილმი “ადმირალი ნახიმოვი”. ადმირლის როლი შეასრულა მსახიობმა ალექსეი დიკიმ.

ტომსკში, სმოლენსკში და ზაგორიანსკში არსებობს ნახიმოვის ქუჩა, ხოლო მოსკოვში პროსპექტი.

კამეროვის მარჯვენა სანაპიროს ყველაზე გრძელი ქუჩა აგრეთვე ატარებს ადმირლის სახელს.

ადმირლის დასაფლავებაზე არა მარტო რუსებმა, არამედ მათმა მტრებმაც პატივი მიაგეს მათ და არც ერთი ტყვია არ უსვრიათ. მათ დროშები ჩამოხსნეს და წუთიერი დუმილით პატივიც
მიაგეს მას.

გემები

ნახიმოვის სახელს მრავალი საბრძოლო ხომალტი თუ ლაინერი ატარებდა:

“ნახიმოვი” – რუსული სატვირთო ორთქლმავალი (დაიღუპა 1897ში)

“ადმირალი ნახიმოვი” – რუსული ბრონირებული კრეისერი (დაიღუპა 1905ში)

9badc97d7f55

“წითელი უკრაინა” – ყოფილი “ადმირალი ნახიმოვი”, მსუბუქი “სვეტლანას” ტიპის კრეისერი (დაიღუპა 1941ში)

54008ac84b2d

“ადმირალი ნახიმოვი” – საბჭოთა “სვერდლოვის” კლასის კრეისერი (გაფუჭდა 1961ში)

“ადმირალი ნახიმოვი” – ყოფილი “ბერლინი III”, საბჭუდა სამგზავრო გემი (დაიღუპა 1986ში)

32eb9b27adc1

“ადმირალი ნახიმოვი” – დიდი საბჭოდა წყალქვეშა გემების ჩამძირავი გემი (გაფუჭდა 1991ში)

“ადმირალი ნახიმოვი” – ყოფილი “კალინინი”. პროექტ 1144-ის ატომური სარაკეტო კრეისერი (მოდერნიზაციაზეა)

ebcbc57f1185

გეოგრაფია

ნახიმოვის ტბა ვიბორგსკის რაიონში

6f2c940d2281

Нахимовское – სოფელი რომელმაც სახელი 1952 წელს, ნახიმოვის 150 წლის იუბილეზე მიიღო.

მუზეუმები

სმოლენსკის ადმირალ ნახიმოვის სახელობის ახალგაზრდული ცენტრ-მუზეუმი.

ხმელიტის ნახიმოვის სახელობის მუზეუმი.

მონეტები:

1992 წელს გამოშვებული 1 რუბლიანი.

aaf434bf6314

2002 წელს გამოშვებული 3 რუბლიანი.

3d2ee8288fae

ასევე არსებობს ნახიმოვის უამრავი მარკა. შეიძლება იცოდეთ ბევრი აგროვებდა. აი ისინიც:

6ec9adde3c04

bcabb179730b

27266ec4964a

bae9886ab0c8

c16653015612

P.S. იდეისთვის მადლობა Vakhtango-ს. 2-ჯერ წამეშალა ეს პოსტი თავი დავაკალი. იმედია მოგეწონათ. დაწერეთ რაზე გინდათ და შევეცდები დავდო.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close