საკითხავი

ფაქტები ტექნოლოგიიდან

შემობრძანდით და იხილეთ თუ რა არის აქ! – და გადაიხარხარა მან ბოროტად! :D

160 მილიონი ელექტრონული ფოსტა იგზავნება ყოველდღიურად, მათ შორის 97% სპამია.

1000–დან 9 კომპიუტერი დავირუსებულია სპამით.

სპამერი ღებულობს მხოლოდ 1 პასუხს 12 მილიონ გაგზავნილ მეილზე.

twitter – ის მომხმარებელს მილიონი follower–ით ტვილიონერი ეწოდება.

მსოფლიოში 1 მილიარდზე მეტი კომპიუტერი და 2 მილიარდზე მეტი ტელევიზორი გამოიყენება.

მსოფლიოში 4 მილიარდზე მეტი მობილური ტელეფონი გამოიყენება. დაახლოებით 3 მილიონი მობილური იყიდება ყოველდღიურად.

პირველი მობილური ვირუსი, Cabir.A 2004 წელს გამოჩნდა.

2008 წლის შემდეგ ვიდეო თამაშების გაყიდვები ფილმების გაყიდვებს აჭარბებს.

Amazon უფრო მეტ ელექტრონულ წიგნს ყიდის ვიდრე დაბეჭდილს.

Facebook–ს 500 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი ყავს.. დაახლოებით 100 მილიონით ნაკლები ვიდრე QQ–ს (ჩინური სოციალური ქსელი).

დაახლოებით 1.8 მილიარდი ადამიანი იყენებს ინტერნეტს. აქედან, დაახლოებით 450 მილიონი ლაპარაკობს ინგლისურად.

გუგლმა 2008 წლის 25 ივლისს მეტრილიონე უნიკალური ვებ მისამართი (URL) დააინდექსა. ვარაუდობენ, რომ არსებული გვერდების მხოლოდ 20%–ს შეადგენს.

ერთი გუგლის ძიება 0,2 გრამ ნახშირიჟანგს გამოიმუშავებს. როგორც წესი, ერთი ძიება სასურველ შედეგს ვერ იძლევა, ამიტომ ერთი ძიება დაახლოებით იმდენივე CO2–ს გამოყოფს რამდენსაც ჩაიდნის ადუღება.

გუგლში ყოველდღიურად დაახლოებით 1 მილიარდი ძიება ხდება, გამოიმუშავება რა 200 ტონა ნახშიროჟანგი.

საშუალო ამერიკული ოჯახი იყენებს 10.6 მეგავატ ელექტროენერგიას ყოველწლიურად.

გუგლი იყენებს 15 მილიარდ კილოვატ ელექტოენერგიას ყოველწლიურად, უფრო მეტს ვიდრე ქვეყნების უმრავლესობა.

ელექტროენერგიის უმეტესობას ის საკუთარი მზის ენერგიის პანელებიდან (solar panels) იღებს.

პირველი მობილური ტელეფონი 1973 წლის 3 აპრილს გამოიგონა მარტინ კუპერმა.

Motorola DynaTAC 8000X იყო პირველი მობილური, რომელიც გაყიდულ იქნა აშშ-ში.

YouTube–ზე ვიდეოების დაახლოებით 20% პროცენტი ეხება მუსიკას.

ადამიანები ყოველთვიურად დაახლოებით 15 მილიარდ ვიდეოს ნახულობენ.

Flickr ჰოსტავს დაახლოებით 5 მილიარდ ფოტოსურათს, Facebook კი 15 მილიარდს.

 

წყარო   –  www.icode.ge

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close