არქივი

არტურ შოუკროსი

1c35b19cd866

ის ნადირობდა მეძავებზე ან საზოგადოების ყველაზე დაბალი ფენის წარმომადგენლებზე. მისი მსხვერპლები მანიაკის მიერ იყვნენ გაგუდულნი, შემდეგ კი დამახინჯებულნი. ამ ადამიანის მიერ ჩადენილმა დანაშაულებმა პოლიცია რამდენჯერმე ჩიხში შეიყვანა. იგი ატერორებდა მთელ ქალაქს. ხალხს ღამით დაძინების ეშინოდა. ეს ისტორია არის ამერიკის ერთერთი სერიული მკვლელის შესახებ, რომელიც თავისი სისასტიკით გამოირჩეოდა.

70152376e304
დოროთი ბლექბერნი

1988 წლის 15 მარტს 27 წლის დოროთი ბლექბერნი, როგორც ყოველთვის ქუჩაში სხეულით ვაჭრობდა. კლიენტმა მას მისცა 20 დოლარი და ავტოსადგომისკენ წაიყვანა. ორალური სექსის დროს დოროთიმ მას უკბინა, ისე რომ კლიენტს სისხლი წამოუვიდა, გაბრაზებულმა მამაკაცმა მეძავი გათიშა და უკაცრიელ ადგილისკენ წაიყვანა, სადაც მოკლა და გვამი მდინარეში გადააგდო. 1 კვირის შემდეგ სხეული იპოვნეს, ექსპერტებმა ვერანაირი სექსუალური ძალადობის კვალი ვერ აღმოაჩინეს. მეძავის მკვლელობამ საზოგადოების ყურადღება საერთოდ ვერ მიიპყრო.
1988 წლის სექტემბერში, ადგილობრივი მცხოვრები ჰექტორ მალდონადო, ცარიელ ბოთლებს აგროვებდა ჯენესის მდინარესთან, როდესაც იპოვა სკილეტი. არავითარი ტრავმა არ აღენიშნებოდა, თავის ქალა მთელი იყო, ასევე ძვლებიც. არც ტყვიისა და დანის კვალი შეინიშნებოდა. პოლიციამ პიროვნების დასადგენად მიმართა სასამართლო ანთროპოლოგს უილიამ როდრიგესს, მან აღმოაჩინა, რომ ენის ქვეშ მდებარე პატარა ძვალი იყო ჩატეხილი. ეს კი მხოლოდ დახრჩობის შემთხვევაში ხდება. როდრიგესმა ასევე მოახერხა და აღადგინა მსხვერპლის სახე. სურათი მაშინვე აჩვენეს ტელევიზიით და დაბეჭდეს გაზეთებში,იმ იმედით, რომ ვინმე იცნობდა.

74b38d2c6900
ანა სტეფანი

ასეც მოხდა, მეორე დღესვე დარეკა მამაკაცმა, რომელმაც სურათში საკუთარი ქალიშვილი ამოიცნო. 27 წლის ანა სტეფანი, 2 შვილის დედა. დის სიკვდილის შემდეგ ნარკოტიკებმა გაიტაცა, ცოტა ხანში პროსტიტუციითაც დაკავდა ფულის საშოვნელად. ადგილობრივ მეძავებში ხმა გავარდა, რომ მათზე მანიაკი ნადირობდა, მაგრამ ისეთი მეძავები, როგორიც პეტი აივსი იყო, ამან არ შეაშინა, მას ფული სჭირდებოდა და ამიტომ სამუშაოდ გავიდა. 1989 წელს მან თავის კლიენტი მდინარე ჯენესთან მიიყვანა (ზუსტად იმ ადგილას იპოვნეს 1 წლის წინ ანა სტეფანი). 4 კვირის შემდეგ პატის სხეული იპოვნეს ბავშვებმა.

1196ba79bbf3
პატრიცია ”პატი” აივსი

ზუსტად ამ მკვლელობის შემდეგ მიხვდა ერთერთი გამომძიებელი, რომ საქმე სერიულ მკვლელთან ჰქონდათ, მაგრამ უმრავლესობა მას არ დაეთანხმა და მუყაოს ყუთის ქვეშ დამალული პატი აივსის შემთხვევა უბრალო მკვლელობად ჩათვალეს. კორი უილიამსი (რეპორტიორი) გაესაუბრა მეძავებს. ერთერთმა მათგანმა მარია უელჩმა უთხრა მას, რომ ვიღაც ამ ქუჩიდან იტაცებდა და კლავდა გოგონებს. რამოდენიმე ხანში მარია უელჩთან ერთად გაქრა კიდევ ელიზაბეტ გიბსონი. კორი უილიმსმა გამოაქვეყნა სტატია, რომ ქალაქში არის სერიული მკვლელი და პოლიცია ამას უარყოფს.

f8c6aaee7030
მარია უელჩი

23be1ee07107
ელიზაბეტ ლიზ გიბსონი

როჩესტერი შიშმა მოცვა. პოლიცია კი ამ დროს ყველა საეჭვო პირს კითხავდა, მაგრამ უშედეგოდ. რამოდენიმე დეტექტივმა გადაწყვიტა მეძავებთან გასულიყო და პირადად გასაუბრებოდა მათ. შედარებით გამოცდილმა მეძავამა სახელად ბარბიმ, უთხრა, რომ ერთერთი მისი კლიენტი იყო ვინმე მიჩი, რომელიც ელიზაბეტ გიბსონთან ერთად ნახა გაუჩინარებამდე რამდენიმე საათით ადრე. სამწუხაროდ ბარბიმ მისი ნამდვილი სახელი და გვარი არ იცოდა და პოლიციას მეტი ვერაფერში დაეხმარა.
1989 წლის ბოლოსთვის იმავე მდინარესთან პოლიციამ კიდევ 6 ქალის გვამი აღმოაჩინა, დაკარგულად გამოაცხადეს 2 ადამიანი. მათ კი არაფერი ხელჩასაჭიდი არ გააჩნდათ. დასახმარებლად ფედერალურ ბიუროს მიმართეს. მათი ერთერთი აგენტი იყო ფრედ მაკრარი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ზოგადად მკვლელები დანაშაულის ადგილად ირჩევენ მათთვის კარგად ნაცნობ ან წინასწარ შერჩეულ ადგილებს. ის ფაქტი, რომ მკვლელი არ იყენებდა თოკს, მეტყველებდა იმაზე, რომ მანიაკი ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი იყო.

789e9d012032
ჯუნ სტოტსი

ჯენესის მდინარესთან იპოვნეს 4 კვირის წინ გაუჩინარებული ჯუნ სტოტსის გვამი. მისი სხეული სასტიკად იყო დამახინჯებული-ყელიდან ჭიპამდე იყო ჩაჭრილი. ეს საკმაოდ უჩვეული იყო, რადგან სხვა მსხვერპლებთან ასეთი რამ არ აღინიშნებოდა. სექსუალური ძალადობა არ ემჩნეოდა,მაგრამ მაკრარის სხვა რამ მოხვდა თვალში. მან შეამჩნია, რომ ჯუნის თავი დაღმართზე ედო, ამიტომ გრავიტაციის კანონის მიხედვით სისხლი ქვემოთ უნდა წამოსულიყო, რაც ასე არ იყო. მაკრარი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მანიაკი მკვლელობის ჩადენიდან რამოდენიმე ხანში დაბრუნდა დანაშაულის ადგილას და დაამახინჯა გოგონას სხეული.(მოგეხსენებათ გარდაცვალების შემდეგ სისხლი დედდება) .1989 წლის დეკემბერში გრეგ მაკრარიმ პოლიციას მკვლელის პროფილი წარუდგინა: თეთრი მამაკაცი, რომელიც ცხოვრობდა და მუშაობდა როჩესტერის რაიონში, მკვლელობის ერთერთ მოტივად მიიჩნევდა იმას, რომ მანიაკს არ შეეძლო ბოლომდე მიეყვანა სქესობრივი აქტი, შესაბამისად ამაში საკუთარი თავის ნაცვლად ადანაშაულებდა საწინააღმდეგო სქესს, იმის მიხედვით, თუ რა ადვილად შოულობდა მანიაკი მსხვერპლს, მაკრარი ვარაუდობდა, რომ ის მეძავების ხშირი სტუმარი იყო. მათ სულაც არ ეშინოდათ მის მანქანაში ჩაჯდომის, მაგრამ შემდეგ რაღაც მომენტში ეტყობა ისე არ მიდიოდა ყველაფერი, როგორც ჩაფიქრებული ჰქონდა და ამიტომ კლავდა მათ. მაკრარი დარწმუნებული იყო, რომ მკვლელი, როცა ახალ მსხვერპლს გაუსწორდებოდა, შემდეგ დანაშაულის ადგილას კიდევ დაბრუნდებოდა სხეულის დასამახინჯებლად.ამიტომ გააძლიერეს საჰაერო მეთვალყურეობა მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე.

9c64a9af730b
დარლინ ტრიპი

f201efc1fa29
ჯუნ სისერო

24 წლის დარლინ ტრიპი ნარკოტიკებმა გაიტაცა და ფულის გულისთვის მეძავობა დაიწყო. მიუხედავად მისი ოჯახის წევრების გაფრთხილებისა, დარლინი ამ საქმიანობას არ მოეშვა და რამოდენიმე დღეში გაქრა კიდეც.
დეტექტივებმა 17 დეკემბერს ელაპარაკეს ჯუნ სისეროს, რომელსაც არწმუნებდნენ, რომ ქუჩაში საშიშია მუშაობა და სახლში წასულიყო, მაგრამ მან არ დაუჯერა და ამ საუბრიდან რამოდენიმე საათში მკვლელმა ის მოკლა.
1990 წლის 3 იანვარს ვერტმფრენით მდინარის ტერიტორიას ათვალიერებდა დეტექტივი ჯონ მაკკაფი, როდესაც ხიდის ქვეშ სხეული შეამჩნია, იმავე წამს დაინახა მანქანა, რომელიც მდინარის ტერიტორიას ტოვებდა. დეტექტივიც მას გაყვა. ხიდის ქვეშ მყოფი სხეული ეკუთვნოდა ჯუნ სისეროს, ის 2 კვირის მკვდარი იყო. მაკკაფიმ სთხოვა საეჭვო მანქანასთან ახლოს მყოფ პოლიციელებს მისი გაჩერება. მძღოლი აღმოჩნდა ადგილობრივი მცხოვრები, ვიეტნამის ომის ვეტერანი არტურ შოუკროსი. მან თანხმობა განაცხადა პოლიციასთან გასაუბრებაზე. გაირკვა, რომ იგი ადრე 2-ჯერ დააპატიმრეს უოთერთაუნში პატარა ბავშვების მკვლელობისთვის.

f34f9884c9f4
ჯეიკ ბლეიკი

b61d5c803dc0
კარენ ენ ანჰილი
1972 წლის მაისში შოუკროსმა შეიტყუა 10 წლის ჯეიკ ბლეიკი ტყეში და მოკლა. 4 თვის შემდეგ, 4 სექტემბერს, 8 წლის კარენ ენ ანჰილი იმყოფებოდა უოთერთაუნში, როდესაც შოუკროსმა გოგონა ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი მოკლა, სხეული კი გადააგდო. შოუკროსს მიუსაჯეს 25 წელი ციხე, მაგრამ 15 წელში გაათავისუფლეს ციხის ფსიქიატრის რჩევით. 1987 წლის მარტში ის და მისი მეგობარი გოგონა როუზ უოლი დაასახლე როჩესტერში. (პირობით გათავისუფლებულტა კომისიამ), თავიდან კომისია ცდილობდა ისინი ბინჰემპტონში მოეწყო,მაგრამ ადგილობრივები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ფიზიკურად უსწორდებოდა მათ, როცა იგებდნენ შოუკროსის წარსულის შესახებ.ბოლობოლო კომისიამ ისინი როჩესტერში მოაწყო, თავიდან მოიშორა. როდესაც პედოფილი და მანიაკი საცხოვრებლად როჩესტერში გადმოვიდა, კომისიამ პოლიცისასაც კი არ შეატყობინა ამის შესახებ, არათუ მოსახლეობას!
მაკრარის შედგენილი მკვლელის პროფილი შოუკროსს იდეალურად შეეფერებოდა, მაგრამ ეს სულაც არ იყო საკმარისი ბრალის წასაყენებლად. პოლიცამ გამოიძახა ბარბი, რომელმაც დაინახა იგი ელიზაბეტ გიბსონთან ერთად, ბარბიმ ამოიცნო მასში ვინმე მიჩი, ვინც მეძავების კლიენტი ხშირად იყო. ბოლობოლო შოუკროსმა გიბსონის მკვლელობა აღიარა, შემდგომ კი დაიწყო ფოტოების ამოცნობა. გოგოებს, რომლებიც მისი მოკლული იყო ერთ მხარეს დებდა და რომლებიც არა, მეორე მხარეს.
სასამართლო გაიმართა 1990 წლის ნოემბერში, სადაც მან ეს ყველაფერი ვიეტნამის ომს დააბრალა, თუმცა გაირკვა, რომ ვიეტნამში იგი ვერანაირ გონებრივ ტრავმას ვერ მიიღებდა, რადგან ომიც კი არ უნახავს. იგი პასუხისმგებელი იყო ფორმაზე. საბოლოოდ არტურ შოუკროსი სცნეს დამნასავედ 12 მკვლელობაში და მიუსაჯეს 250 წელი ციხე.
ამ საქმის შემდეგ მკვლელის პროფილის შედგენამ კრიმინალისტიკაში საკაოდ დიდი ადგილი დაიკავა. რომ არა გრეგ მაკრარის პროფილი, ვინ იცის კიდევ რამდენ დანაშაულს ჩაიდენდა შოუკროსი.
2008 წლის ნოემბერში არტურ შოუკროსი მოკვდა, ისე რომ ერთხელაც არ უნანია რაც ჩაიდინა.

148c32151d46
არტურ შოუკროსი

ამ ”პოზიტიური” პოსტით გემშვიდობებით სექტემბრამდე:))))

tako85tako

ნერვებს ნუ მომიშლით და ყველაფერი კარგად გექნებათ:))))

მსგავსი ამბები

Back to top button