არქივი

უძველეს ხალხთა რიტუალები (ნაწილი III)

7551de26c3e4
ვაგრძელებ პოსტების სერიას. წინა ნაწილები ძველ ეგვიპტურ და შუმერულ რიტუალებს მივუძღვენი, ხოლო ამ ნაწილში მოგითხრობთ აქამენიდური და სასანიდური პერიოდის სპარსების რიტუალებზე, რომელიც ძირითადად ზოროასტრულ რელიგიასთან იყო დაკავშირებული…

 

ძველი ირანისა და ავესტის ენის გამოკვლევის შედეგად, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ზოროასტრი (სპარსულად ზარტოშტი) დაიბადა ფარვარდინის თვის ხორდად რუზში (26 მარტი), ძველი წელთაღრიცხვით 1768 წელს, ზოგიერთი ისტორიკოსი ფიქრობს, რომ ზოროასტრი დაიბადა დაახლოებით 680 წელს ძველი წელთაღრიცხვით, მაშინ როცა პლატონი ზოროასტრის დაბადების თარიღად დაახლოებით 6000 წელს ასახელებდა.ზოროასტრიზმი ასწავლის ბეჯითად მუშაობას: ყველა მაზდეანის მოვალეობა იყო თავისი წვლილი შეეტანა ადამიანთა განვითარებაში, თავისი სარგებლიანი და კონსტრუქციული მუშაობის მეშვეობით. ის ასწავლიდა, რომ სიზარმაცით ხელი არ შეეშალათ კაცობრიობის განვითარებაში. სიზარმაცე, მათხოვრობა, უკან წევს ცხოვრებას და ამიტომ ისინი აკრძალული იყო. ზარტოშტის რელიგია ასწავლის თავისუფალი აზრის ქონის და მისი სამართლიანად და თავისუფალად გამოთქმის შესაძლებლობას. ზოროასტრი არ აიძულებდა ხალხს მისი რელიგიის მიღებას (ზოროასტრი და სპარსი შაჰების პოლიტიკა ერთმანეთში ნუ აგერევათ), მაგრამ სთხოვდა მოსმენას, გაითვალისწინებდა თუ არა ამ თხოვნას ესა თუ ის ადამიანი მთლიანად მასზე იყო დამოკიდებული და თუ არ გაითვალისწინებდა ამისთვის ჯოჯოხეთში არ მოხვდებოდა.უძველესი ირანელები ფიქრობდნენ, რომ ადამიანებს ერთად უნდა ემუშავათ და ელხინათ, მაგრამ ეს ორი საქმე ერთმანეთში არ უნდა არეოდათ. მათ სჯეროდათ, რომ ტირილი იყო ცოდვა. ისინი ცდილობდნენ, რომ ჰქონოდათ დღესასწაულები მთელი წლის განმავლობაში. ყოველ თვე, როცა თვის და დღის სახელი ერთმანეთს დაემთხვეოდა ძველი სპარსები დღესასწაულს აღნიშნაცდნენ. ეს დღესასწაულები და შესაბამისად თვეები იყო:
2026cfa25039
1.  ფარვარდინგანი ან ფრუდოგი: ამ დღეს ხდებოდა გარდაცვლილი ადამიანების მოხსენიება. სიტყვებს ფარვარდინს და ფრავაჰარს ერთი ფუძე აქვს და ნიშნავს სულს, რომელიც ბინადრობს ყველა ადამიანში და ცხოველში წინამძღოლობისთვის და დაცვისთვის. ამ დღეს ზოროასტრელები მიდიოდნენ სასაფლაოზე და იხსენებდნენ გარდაცვლილების ლოცვასთან ერთად. ირანელი ზოროასტრელები ამ დღეს უწოდებდნენ ფრუდოგს. ინდუსებსაც აქვთ მსგავსი ცერემონია, რომელსაც პიტარას უწოდებენ.


9a54fe5c7880
2. ჯაშნ-ე-არდიბეჰეშთგანი: არდიბეჰეშთ, (ეს არის ავესტური სიტყვა აშავაჰიშტა) წარმოადგენს სისუფთავეს, სიწმინდეს და კეთილდღეობას. ამ დღეს სვალდებული იყო ცეცხლის დაცვა.


0f4e7c17f7f7
3. ჯაშნ-ე-ხორდადგანი: ეს მომდინარეობს ავესტური სიტყვიდან ორვატატადან, რომელიც ნიშნავს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. ამ დღეს სავალდებული იყო წყლის ნებისმიერი ფორმით დაცვა, იქნებოდა ეს წყალი მდინარის, ტბის თუ ზღვის.


6b3064f6a3c5
4. ჯაშნ-ე-თირგან: ამ დღის წინა დღეს ხალხი წმენდდა თავიანთ სახლს, ხოლო თირგანის დღეს, ხალხი ატარებდა ახალ ტანსაცმელს და აბრეშუმის ქსოვილს მკლავზე. დღესასწაული გრძელდებოდა ათი დღის განმავლობაში. თირგან ავესტურად არის თეშთარი, რომელიც ნიშნავს ნათელ დასაწყისს. ავესტის ენის მეცნიერებმა ეს სიტყვა გადმოთარგმნეს, როგორც მდინარის ვარსკვლავი და ვარაუდით ეს უნდა იყოს სირიუსი.
არსებობს ლეგენდა, რომ ირანელებსა და თურანებს შორის ბრძოლის დროს, მანუჩეჰრის სამეფოში, ფიშდადის მეფემ, აფრასიაბმა, გაიმარჯვა ომში და ალყა შემოარტყა მანუჩეჰრის ძალებს. ისინი შეთანხმდნენ, რომ ვინმე უნდა ასულიყო დამავანდის მთაზე და იქიდან ისარი უნდა ესროლა, სადაც ისარი ჩამოვარდებოდა, ის ადგილი გახდებოდა საზღვარი ორ ქვეყანას შორის. ეარაში, სახელგანთქმული მშვილდოსანი, ავიდა დამავანდის მთაზე და ისროლა ისარი, რომელიც დაეცა ხეს, მდინარე გეჰუნის ახლოს და სწორედ ამ გამარჯვებისა და შეთანხმების შემდეგ ირანელებმა დაიწყეს ჯაშნ ე-თირგანის აღნიშვნა.
მეორე ლეგენდის თანახმად, შვიდი წლის განმავლობაში არ მოსულა წვიმა ან თოვლი და იყო დიდი შიმშილობა, ფიროზის მეფობის დროს, რომელიც იყო ანუშირვანის შთამომავალი, თირგანის თვეში თირგანის დღეს მოვიდა წვიმა და დაწესდა დღესასწაული.


0515bc93eba8
5. ჯაშნ-ე-ამორდადგანი: მცენარეებისა და ბოსტნეულის ღვთიურ დაცვასთან დაკავშირებული დღესასწაული.


e86ba3531eaa
6. ჯაშნ-ე-შაჰრივარგანი: ავესტის ენაზე შაჰრივარი არის ხაშატა ვერია ანუ ანგელოზი, რომელიც იცავს მინერალებს.

7. ჯაშნ-ე-მეჰრგანი
dd0018551fab
8. ჯაშნ-ე-აბანგანი: აბანი ნიშნავს წყალს, ამ დღეს ხალხი მიდიოდა მდინარის, ჩანჩქერის, ზღვისა და ოკეანის ახლოს და უყვებოდნენ წყალს აბზურის ლოცვას.


b9d7a6fc61c7
9. ჯაშნ-ე-აზარგანი: აზარ ნიშნავს ცეცხლს.
458686f36336
10. ჯაშნ-ედაეგანი: დაე ან დატოშუ ნიშნავს შემოქმედს და ავესტურ ლიტერატურაში ამ ეპითეტით მოიხსენიებენ აჰურა მაზდას.


27f6ebad57e7
11.  ჯაშნ-ე-ბაჰმანგანი: ავესტურად ბაჰმან არის ვოჰიმან, რაც ნიშნავს კრთილ ფიქრს ან გონებას. ამ დღეს ზოროასტრელთა წარმოდგენით სიკეთის ანგელოზი იცავდა სასარგებლო ცხოველებს და ადამიანებიც ვალდებულნი იყვნენ დაეცვათ ისინი.


1b5f66b9431d
12.  ჯაშნ-ე-სფანდარმაზდი: ამ დღეს ანგელოზი იცავდა დედამიწას და ადამიანებიც ვალდებულნი იყვნენ დაეცვათ მცენარეები და ცხოველები.

 

ამ 12 დღესასწაულის გარდა არსებობდა კიდევ 4 დღესასწაული:

1. ჯაშნ-ე-ნოვ-როზი

2. ჯაშნ-ე-მეჰრეგანი

3. ჯაშნ-ე-სადეჰი

4. გაჰანბარსი ან ექვსი სეზონის ფესტივალი

ნოვ-რუზის დღესასწაული (ახალი წელი): ეს დღესასწაული იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაული, რომელიც აღინიშნებოდა უძველესი დროიდან. გადმოცემით ნოვ-რუზი დააწესა ლეგენდარულმა მეფემ ჯემშიდმა. ფირდოუსი ამბობდა: “ნოვ-რუზი იწყება გაზაფხულის პირველ დღეს- ორმუზდის დღეს- ფარვარდინის თვეში.” ძველ დროში დღესასწაული უნდა აღნიშნულიყო ერთი თვის განმავლობაში. დღეს კი, ის ირანში 13 დღის განმავლობაში აღინიშნება. ომარ ხაიამი თავის წიგნში ნოვ-რუზის შესახებ წერდა- “მზე თავის ციკლს 365 დღეში ასრულებს და ყოველ ოთხ წელიწადში ამ დღეებს ემატება კიდევ ერთი დღე. მეფე ჯემშიდმა შეიტყო ამის შესახებ, დაარქვა ამ დღეს ნოვ-რუზი და დააწესა დღესასწაული.”
ნოვ-რუზის დღეს ყველა ზოროასტრელი ლოცულობდა და მადლობას უხდიდა აჰურა მაზდას. ამის შემდეგ, ისინი ესალმებოდნენ და ბედნიერებას უსურვბდნენ ერთმანეთს. ისინი ერთმანეთს აძლევდენენ ტკბილეულს და ვარდის წყალს.
თუ რომელიმე მაზდეანის ოჯახში იყო  გარდაცვლილი, სხვა მაზდეანობის მიმდევარი ოჯახები ვალდებულნი იყვნენ წასულიყვნენ და გამოეხატათ გულწრფელი სამძიმარი. შემდეგ ყველანი ერთად ატაშ-ბაჰრამში, ადერაინში ან დარ-ე-მეჰრში ლოცულობდნენ და მადლობას უხდიდნენ აჰურა მაზდას. ამის შემდეგ ზოროასტრელები ერთმანეთს ბედნიერ ახალ წელს უსურვებდნენ.
8dbef4ec7a46

მეჰრგანის დღესასწაული აღინიშნებოდა მეჰრის თვეში. ის იყო ერთ-ერთი დიდი დღესასწაული ძველ სპარსეთში, რომელიც უტოლდბოდა ნოვ-რუზის დღესასწაულს. სასანიდ შაჰებს ჰქონდათ საჯარო შეხვედრები ამ დღეს. გადმოცემის თანახმად, ამ დღეს, მეფე ფარედუნმა  გაიმარჯვა ომში ზაჰაკის წინააღმდეგ. ეს დღესასწაული გრძელდებოდა 6 დღე.
სადეჰის დღესასწაული ეძღვნებოდა ცეცხლის აღმოჩენას. ფირდოუსი თავის წიგნში შაჰნამე (მეფეთა წიგნი) წერდა: “ერთ დღეს მეფე ჰუშანგი წავიდა სანადიროდ. ადგილზე, მან დაინახა გველი, რომელსაც ესროლა ქვა. ქვა მოხვდა კლდეს, რამაც გამოიწვია ნაპერწკალი და გადავიდა ბუჩქზე, რასაც თავისთავად ცეცხლი გაუჩნდა. ამის შემდეგ მეფე ჰუშანგმა ამ დღეს დააწესა დღესასწაული.”
გაჰანბარი არის მადლიერება. ძველ სპარსეთში იყო ექვსი გაჰანბარი. ეს სიტყვა შედგება ორი ნაწილისაგან: გაჰან ნიშნავს დროს, სეზონს და ბარ ნიშნავს ხილს, მოსავალს და საჯარო შეხვედრებს.  ავესტა (მაზდეანთა წმინდა წიგნი, ეს წიგნი დაწერილია ენაზე, რომელსიც ასევე ავესტა ეწოდება. ეს ენა უკვე აქამენიდთა ეპოქაში მკვდარი იყო) მოგვითხრობს, რომ აჰურა მაზდამ 365 დღე ანუ ერთი წელიწადი დაყო ექვს სეზონად და ამ სეზონების განმავლობაში ეტაპობრივად შექმნა სამყარო.

 

ეს ექვსი სეზონი იყო:

1. მედიოზარემ გაჰანბარი

2. მედიოშემ გაჰანბარი

3. ფეთიშაჰიემ გაჰანბარი

4. აიათრემა გაჰანბარი

5. მედჰარიმ გაჰანბარი

6. ჰამასფათმაედაია გაჰანბარი

 

1. მედიოზარემ გაჰანბარი (სეზონი) იყო შუა გაზაფხულზე (30 აპრილი- 4 მაისი). ამ პერიოდში აჰურა მაზდამ შექმნა ცა.

2. მედიოშემ გაჰანბარში (29 ივნისი- 3 ივლისი) აჰურა მაზდამ შექმნა წყალი.

3. ფეთიშაჰიემ გაჰანბარში (12-16 სექტემბერი) აჰურა მაზდამ შექმნა დედამიწა.

4. აიათრემა გაჰანბარში (12-16 ოქტომბერი) აჰურა მაზდამ შექმნა მცენარეები და ბოსტნეული.

5. მედჰარიმ გაჰანბარში (31 დეკემბერი- 4 იანვარი) აჰურა მაზდამ შექმნა ცხოველები.

6. ჰამასფათმაედაია გაჰანბარში (16-20 მარტი) აჰურა მაზდამ შექმნა ადამიანი.

ყველა ამ პერიოდში ცეცხლთაყვანისცემლები მადლობას სწირავდნენ აჰურა მაზდას და ლოცულობდნენ.

 

სამგლოვიარო რიტუალები

239fe8b0b009
ძველ სპარსეთში, როცა მაზდეანი გარდაიცვლებოდა, მას დაუყონებლივ დაუხურავდნენ თვალებს და ხელებს დაუკრეფდნენ მკერდზე. გარდაცვლილის სხეულს აცმევდნენ თეთრ ტანსაცმელს და გადაყავდათ დასაკრძალავად განკუთვნილ ადგილას, სადაც ბანდნენ წყლით  და საპნით და წელზე უკეთებდნენ კოშტის. ორი მობედი დადგებოდა გარდაცვლილის სხეულის პირისპირს და უყვებოდნენ აჰნოვადგაჰს.

 

დაკრძალვის რიტუალი

40aa3a23c59f
ზოგიერთ ზოროასტრელს (უფრო მეტად ინდოეთის მაზდეანებს) სჯეროდა, რომ, როცა ადამიანი გარდაიცვლებოდა იგი დაბრუნდებოდა ახალი სხეულით, ამიტომ ისინი გარდაცვლილს თან ატანდნენ ტანსაცმელს, საჭმელს, გარდა ამისა კლავდნენ ცხენს ან სხვა ცხოველს და მარხავდნენ გარდაცვლილთან ერთად. მაგრამ ზოროასტრელების უმრავლესობას არ სჯეროდა რეინკარნაციის. მათი აზრით გარდაცვლილის სხეული მალევე უნდა დაეკრძალათ. სწორედ ამიტომ გარდაცვლილი ადამიანის სხეულს, რომელიც ცხოვრობდა ზღვასთან ან ოკეანესთან ახლოს აგდებდნენ წყალში. გარდაცვლილი ადამიანის სხეულს, რომელიც ტყესთან ახლოს ცხოვრობდა წვავდნენ. ქალაქ კახურაში გარდაცვლილებს წვავდნენ.  სამხრეთ ირანის ქალაქის ჰარაჰვაითის მცხოვრებლები გარდაცვლილებს მარხავდნენ.  ჩრდილოეთ და დასავლეთ სპარსეთში ჰქონდათ დახმაჰები ანუ მდუმარების კოშკები, სადაც დებდნენ გარდაცვლილებს.

ზოროასტრელები დაკრძალვის დროს ამ ლოცვებს კითხულობდნენ:

1. ვედარდაგან პატეტი

2. აჰნოვადგაჰ- სასაფლაოზე

3. სორუშ იაშთი- სამი პირველი დღის განმავლობაში

4. მეოთხე დღის გამთენიისას მობედები ამბობდნენ საჭირო ლოცვებს ავესტიდან

5.  ჯერ ყოველ მეათე დღეს, შემდეგ ყოველ თვე და შემდეგ ყოველ წელს სრულდებოდა რელიგიური რიტუალები.

 

ქორწინება

e51ac96b4096
ძველ სპარსეთში ქალი და მამაკაცი განიხილბოდა, როგორც ერთმანეთის თანასწორები. ქალს ჩვეულებრივ შეეძლო ემუშავა მამაკაცებთან ერთად. ქალს შეეძლო ესწავლა ცხენზე ჯირითი, ბრძოლა და ნადირობა, მიეღო მონაწილეობა ომში და ნადირობაში. ქორწინება იყო წახალისება და კაცს შეეძლო მხოლოდ ერთი ცოლი ჰყოლოდა. არაბთა დაპყრობების შემდეგ, კი ეს ყველაფერი შეიცვალა.

ზოროასტრზიმმა თავის აყვავების ხანას სასანიდების დროს მიაღწია, მისი მიმდევრები მილიოინობით იყვნენ (მათ შორის საქართველოში) ისლამის ექსპანსიის პერიოდში ზოროასტრზიმი დევნილ რელიგიად გამოცხადდა და მისი მიდევრების რიცხვმა იკლო. დღეს, ზოროასტრიზმი ძირითადად გავრცელებულია ირანსა და ინდოეთში, გაძლიერებულია მონოთეისტური იდეები.

მსგავსი ამბები

Back to top button