გასართობისაკითხავისასარგებლო

კავშირი ზოდიაქოებსა და მითოლოგიას შორის ..

ალბათ ბევრს გაინტერესებთ ძველი ბერძნული მითი თქვენი ზოდიაქოს შესახებ ..

გასაოცარი წარმოსახვა ჰქონდათ ძველ ბერძენბს ..
ყოველ უღრუბლო და უმთვარო ღამეს ცის თაღი ათასობით ვარსკვლავითაა მოჭედილი .. ზოგი ანდამატივით ბრწყინავს, ზოგი ძლივს მოჩანს .. მაგრამ ყველა მათგანი ისე ციმციმებს, გეგონებათ მუსაიფობენო .. ურიცხვი ცნობისმოყვარე აკვირდებოდა თანავარსკვლავედებს ცივილიზაციის გარიჟრაჟზე ..
ვარსკვლავთკრებულებთან დაკავშირებულ მითებსა და ლეგენდებში ჩაქსოვილია ზოგადკაცობრიული იდეალები .. სიკეთე და სათნოება .. ვარსკვლავიან ცასთან დაკავშირებული მითები და ლეგენდები ყოველთვის იყო ხელოვნების ოსტატთა შთაგონების უკვდავი წყარო .. ამ პოსტში შემოგთავაზებთ თანავარსკვლავედებს რომლებიც ყველასთვის ცნობილია .. რომლებიც ზოდიაქური თანავარსკვლავედების სახელითაა ცნობილი ..

ვერძი – ( ლათ. Aries )
მითოლოგია მოგვითხრობს ვერძის ტრაგიკულ ამბავს ..
ოდესღაც ბეოტიაში ქ. ორქომენში კაპადონის ტბის სანაპიროებზე ქართა დემონის ეოლიოსის შვილი ათამანტი მეფობდა .. ცოლად ჰყავდა ღრუბელთა ქალღმერთი ნეფელე. ორი შვილი გაუჩნდათ, ვაჟი ფრიქსე და ქალი ჰელე ..
ჭკვიანი ლამაზი ბავშვები უზრუნველად იზრდებოდნენ, მაგრამ მალე უბედურება დაატყდათ, ათამანტმა ნეფელე გააგდო და ცოლად შეირთო თებეს პირველი მეფის ასული, ინო – მაცდური და ავი ქალი .. ინომაც ორი შვილი აჩუქა ათამანტს და როგორც ყველა დედინაცვალი მუდამ იმას ფიქრობდა როგორ დაესაკუთრებინა ტახტი თავისი შვილებისთვის .. მემკვიდრედ ხომ უფროსი შვილები ითვლებოდნენ .. რაც დრო გადიოდა ინოს გერები უფრო და უფრო ეჯავრებოდა .. გადაწყვიტა როგორმე თავიდან მოეშრებინა და ასეთი რამ მოიფიქრა .. ინომ ერთხელ გაზაფხულზე ყველა ორქომენელი ქალი დაიბარა და უთხრა რომ თუ მათი ქმრები სათეს ყანეს გამოყოფდნენ და შემდეგ ხორბლის თესლს მოხალავდნენ და ისე დასთესდნენ არნახულ მომავალს აიღებდნენ .. ქალებმაც დაუჯერეს .. იმ წელს ორქომენში ნამცეცი მოსავალი არ მოსულა, დაიწყო შიმშილობა . ხალხს გაუჭრდა .. მეფემ გადაწყვიტა რჩევა აპოლონის წინასწარმეტყველ პათიასთვის ეკითხა .. გააგზავნა შკრიკები. მაგრამ ვიდრე შიკრიკები დელფოში გაეშრებოდნენ ინომ ისინი საჩუქრებით აავსო დაუყვავა და შკრიკებმაც ინოც დანაბარები გადასცემ მეფეს. “ორქომენის ყანბიდან მოსავალს ვერ მოიწევთ, ვიდრე ფრიქსეს და ჰელეს მსხვერპლად არ შესწირავთო” .
ათამანტი მწუხარებამ მოიცვა, მაგრამ რაღას იზამდა .. ინოს სიხარულს კი საზღვარი არ ჰქონდა.ჰელე და ფრიქსე ვითომ სასეირნოდ წაიყვანეს სამსხვერპლოზე. იქ ყველაფერ იმზად იყო. ის იყო ჰელე და ფრიქსე ქურუმთან უნდა მიეყვანათ, ერთი მუხის უკან გამოჩნდა ვერძი, ყელზე და კისერზე ოქროსფრად მოციმციმე საწმისი ჰქონდა შემოვლებული, ეს ვერძი ქალღმერთმა ნეფელემ გამოაგზავნა შვილების გადასარჩენად. ვერძი მორჩილად მიუახლოვდა ბავშვებს, თითქოს დაალაპარაკება სწადიაო, ალერსიანად შეხედა, მერე მათ წინ მუხლი მოიყარა. ფრიქსეც მივიდა და ზედ დააჯდა, იგივე გაიმეორა ჰელემაც. ვერძი წამოდგა და ბავშვებიანად გაიქცა, მერე მკვირცხლად შეხტა და ჰაერშ აფრინდა . სულ უფრო და უფრო მაღლა მიფრინავდა ვერძი. ჰელეს შეეშინდა თვალთ დაუბლენდა, ხელები გაუშვა, ფრიქსემ მისი დაჭერა ვერ მოახერხა და ჰელე ზღვაშ ჩავარდა. ამიტომ ეწოდა ჰელესპონტი ანუ ჰელეს ზღვა (ახლანდელი დარდანელის)
ვერძმა კი ფრიქსე ჰელიოსის შვილ აიეტთან წაიყვანა რომელიც შრეულ კოლხიდაში მეფობდა. აიეტმა შვილივით მიიღო ფრიქსე და თავის იქალიშვილიც მიათხოვა. მერე კი ვერძის ნება აღასრულა და იგი მეხთამტყორცნელ ზევსს მსხვერპლად შესწირა, მისი საწმისი კი ყველაზე უფრო მაღალ მუხაზე დაკიდა, რომელსაც მცველად უზარმაზარი დაუძინებელი დრაკონი მიუჩინა.
ვერძი კი რომელმაც ფრიქსე გადაარჩინა ღმერთებმა ხომლად აქციეს და ცარგვალზე დაამკვირდეს .

კურო – (ლათ. Taurus )
ძველ ბერძნებმა თავიანთი მდიდარი პოეტური ფანტაზიით კუროს თანავარსკვლავედიც საინტერესო მითს დაუკავშIრეს .
ფინიკიის ქალაქ სადონის მეფე აგენორს, ჰყავდა ულამაზესი ქალიშვილი სახელად ევროპა, მას სილამაზით დედამიწაზე ტოლი არ ჰყავდა და უკვდავ ქალღმერთებს ადარებდნენ. ლაღი და უდარდელი ევროპა მთელი დრე მეგობრებთან ერთად დასეირნობდა.
ერთხელ ღამით ევროპამ უცნაური სიზმარი ნახა, ვითომ აზიად წოდებული ხმელეთი და მეორე დიდი მიწა ქალებად გადაიქცნენ და დაობდნენ. აზია უფრო ხნიერიიყო, მეორე ნორჩი. ევროპას დასაკუთრება უნდოდათ. ბოლოს აზია დამარცხდა.
ევროპა ვერ გაერკვია რას მოასწავებდა სიზმარი. გავიდა რამდენიმე დრე და ცუდი არაფერი მომხდარა. ევროპამ ისევ განგრძო ჩვეული დროსტარება. ერთხელაც მეგობრებთან ერთად სეირნობდა, ყვვავილებს აგროვებდა, იცინოდა.. ნათელი ოლიმპოს სიმაღლიდან დიდმა ზევსმა მოჰკრა თვალი ევროპას და მოიხიბლა. მაშIნვე გადაწყვიტა მისი მოტაცება. ზევსისთვის ეს საქმე ძნელი არ იყო. მაშIნვე გადაიქცა თოვლივით ქათქათა კუროდ და აგენორის ჯოგს შეერია.
უდარდელად დაეხეტებოდნენ ქალიშვილები, უცებ ევროპა მეგობრებს ჩამოშOრდა რომ იორდასალამის ტოტი მოეტეხა. ამ დროს მიუახლოვდა მას თეთრი ხარი და ისეთი ალეერსიანი თვალებით შეხედა ევროპა მაშინვე მოინუსხა მისი სილამაზით და მოფერება დაუწყო . თვინიერმა ხარმა მის წინაშე დაიჩოქა, ევროპაც ზურგზე მოევლო მას თან იცინოდა.. უეცრად ნებიერი ხარი მაღლა აფრინდა, ევროპა შეძრწუნდა და ტირილით მოუხმო მეგობრებს, თან ხარს რქებზე ეჭიდებოდა.. ზღვიდან ამოსული ნერეიდები სიმღერით მიჰყვებოდნენ ხარს, თვით ღმერთი პოსეიდონი ზღვის ღმერთების თანხლებით მიჰყვებოდა და სამთითით აწყნარებდა ტალღებს, რომ მის ძმას, მეხთამტყორცნელ ზევსს მშვიდად ეცურა..
დიდხანს იცურეს და ბოლოს გამოჩნდა კუნძულ კრეტას ნაპირები .. აქ კი ზევსი ევროპას მთელი თავისი ღვთაებრივი სიდიადით გამოეცხადა..
ევროპა ზევსის ცოლი გახდა, სამი შVილი ეყოლა.
კუროს თანავარსკვლავედი მოგვაგონებს ზევსის მოქმედებას. ევროპა კი ისეთი ზნეკეთილი იყო ხლახს თავი მალევე შეაყვარა.. მის საპატივცემულოდ ეწოდა მთელ კონტინენტს ევროპა .. [ ისე ზევსი რა ბაბნიკი იყო :D ]

მარჩბივი (ტყუპები) – ( ლათ. Gemin )
მითოლოგიამ ტყუპი ძმების საკვირველ მითში ძმური სიყვარულსი ამბავი ჩააქსოვა.

სპარტის მეფე ტანდარეოსს ჰყავდა მეუღლე ლედა, რომლის სილამაზე ყველას აოცებდა. თავისი სიტურფით მან ზევსიც კი მოხიბლა, ზევსმაც გადაწყვიტა როგორმე სპარტის დედოფალს დაუფლებოდა. თავის მეუღლეს, დიდ ქალღმერთ ჰერას რომ ვერ გაეგო, თეთრ გედად იქცა და ლედას საწოლი ოთახის ფანჯარაში შეფრინდა.
ზევსისგან ლედამ ორი შვილი შვა. ვაჟი პოლიდევკე და ქალღმერთი ელენე, რომელიც შემდეგ ტროას ომის მიზეზი გახდა. მერე ტანდარეოსისგანაც ორი შვილი შეეძინა, ვაჟი კასტორი და ქალი კლიტემნესტა. თავის შვილს პოლიდევკეს ზევსმა უკვდავება მიანიჭა მაგრამ კასტორი მოკვდავი დარჩა. გაიზარდა ორი ძმა და ორივე სახელოვანი გმირი გახდა. ტყუპი ძმები მუდამ ერთად იყვნენ და არასდროს შOრდებოდნენ ერთმანეთს. კასტორსა და პოლიდევკეს (პოლუქსს) ორი ბიძაშვილი ჰყავდათ.. ერთხელ წაიჩხუბნენ და იდასმა თავისი შუბით კასტორი განგმირა. პოლუქსი იდასს სამკვდრო სასიცოცხლოდ შეება, მაგრამ ვერცერთი ვერ ერეოდა, ერთმანეთს.. მაშIნ ზევსმა ისარი სტრყორცნა და მძლავრი იდასი დამარცხდა. პოლუქსს კი არაფერი დაემართა. მაშIნ პოლუქსი მივიდა ძმის ცხედართან და მწარედ ატირდა.. სიარული დასრულდა მისთვის. ბოლოს ზევსს მიმართა უკასტოროდ სიცოცხლე აღარ მინდა და ჰადესის სამეფოში გამიშვიო. შეეცოდა ზევსს შვილი და უთხრა ან იყავი ოლიმპოს მთაზე უკვდავი ან ერთი დღე ჰადესტან გაატარე ერთი დღე ოლიმპოზეო. უყოყმანოდ აირჩია მეორე ხვედრი. ამიტომ არიან ძმები განუყრელნი. კასტორისა და პოლუქსის ურთიერთგაგება სამუდამო ძმური სიყვარულის სიმბოლოდ იქცა. დიდმა ზევსმა ძმები ვარსკვლავებად აქცია და დაზე დაამკვიდრა თანავარსკვლავედებს შორის .


კირჩხიბი
– ( ლათ. Cancer )
ბერძენთა მდიდარმა ფანტაზიამ კირჩხიბის თანავარსკვლავედი დააკავშირა მითიური გმირის, ჰერაკლეს ერთერთ გმირობასთან. ევრისთევსმა გმირს ლერნეს საზარელი ჰიდრის მოკვლა რომ დაავალა, გველეშაპის მისაშველებლად ჭაობის სიღრმიდან უზარმაზარი კიბორჩხალა ამოძვრა და ჰერაკლეს ფეხებშI წაეტანა, ნაგრამ ჰიდრა ვერ იხსნა, თვითონ კი იოლაოსმა მოკლა. ჰერამ ჰერაკლესადმი სიძულვილი იმითაც გამოხატა რომ კიბორჩხალა ვარსკვლავთკრებულად აქცია და ცაზე დაამკვიდრა ..

ლომი – ( ლათ. Leo )
ბერძენთა მითოლოგიამ ლომის ვარსკვლავთკრებული დაუკავშIრა ნემეის საზარელ ლომსა და ჰერაკლეს ერთერთ გმირობას.. ტიფონმა და ექიდნამ თავიანთი ნაშიერი ლომი ნემეის მალობლად მთებშI გაუშვეს. ურჩხულ ლომი აოხრებდა აყვავევულ მხარეს. არსდად იმ მიდამოში სიცოცხლე არ ჭაჭანებდა.. ნემეას ძრავდა ურვისა და გოდებსი ხმა. ევრისთევსსაც ესმოდა ჩივილი და ჰერაკლეს სწორედ იმ ლომის მოკვლა დაავალა.
ჰერაკლესაც დრო რომ არ დაეკარგა მაშIნვე მთებში გაეშურა. ნანახით გაოცებული ჰერაკლეს განთიადისას ლომის საზარელი ღრიალი შემოესმა. მაშინვე მის ბუნაგს მიაკვლია. ორი გამოსასვლელიდან ერთი გმირმა ქვებით ამოქოლა და მერესტან კლდეს ამოფარებული ჩასაფრდა. მალე ბუნაგიდან უზარმაზარი ლომი გამოძვრა. ჰერაკლემ მაშინვე ისრები დააყარა თუმცა მისი ტყავი რკინაზე მაგარი იყო და ისრებს კლდესავით ისხლეტტდა.. მაშIნ ჰერაკლე ლომს ხელდახელ შეებრძOლა, ჯერ კობლით გააბრუა და შემდეგ მძლავრი მკლავები შემოაჭდოდა მოგუდა. ნადირი მხარზე გაიდო და მიკენშI ჩაიტანა ევრისთევსთან. როცა ევრისთევსმა თვალი მოჰკრა ლომს იგი შეძრწუნდა, მაგარამ არ შეშინებია ლომის, იგიგ ხომ მკვდარი იყო, ევრისთევსი შეაძრწუნა ჰერაკლეს ძლიერებამ ..
ლომის თანავარსკვლავედი მოგვაგონებს ჰერაკლეს გმირობას რითაც მან ხალხს არნახული უბედურება ააცილა..

ქალწული – (ლათ. Virgo )
ბერძნულ მითოლოგიაში ქალწულის თანავარსკვლავედი განასახიერებს დემეტრეს – ნაყოფიერებისა და მიწის ქალღმეთს, რომელმაც ხალხს მიწის დამუშავება ასწავლა .. დემეტრეს ზევსისგან ჰყავდა ქალიშვილი, სახელად პერსეფონე.. პირმშვენიერი ქალიშვილი ყველა მნახველს აჯადოებდა. გადიოდა დღეები იზრდებოდა პერსეფონე და მშვენდებოდა. ყოვლისშემძლე ზევსი კი დაპირდა თავის ძმას, ჰადესს რომ პერსეფონეს მიათხოვებდა .. დადგა დანაპირების აღსრულების დრო .. ჰადესმა პერსეფონე მოითხოვა. ერთხელ როცა პერსეფონე სეირნობდა ჰადესმა სთხოვა გეას დახმარებოდა პერსეფონეს მოტაცებაშI. გეას წყალობით პერსეფონეს მახლობლად ისეთი ყვავილი გაჩნდა რომ მსგავსი არავის არაფერ იენახა .. მოჯადოებული პერსეფონეც მიუახლოვდა ყვავილს და ის იყო მოწყვეტას აპირებდა მიწა გაიხსნა, შავი რაშებით ამოქვესკნელდა მრისხანე ჰადესი და პერსეფონე ეტლშI ცაისვა.. ვერავინ მოასწრო დანახვა სად გაუჩინარდა პერსეფონე .. დარდმა და მწუხარებამ მოიცვა დემეტრე ..
ხეს ფოთოლო დაცვივდა, უკვე აღარაფრი ხარობდა, გახმა ბალახი, დაჭკნა ყვავილები, დედამიწა დაიმშა, ქალაქი და სოფელი გოდებდა.. მეათე დღეს სხივოსანმა ჰელიოსმა გაანდო დემეტრეს ქალიშვილის ადგილსამყოფელი .. დემეტრემ განაცხადა სანამ ჰადესი შვილს არ დამიბრუნეს ოლიმპოზე არ დავბრუნდებიო.. ზევსმაც უბრძალა ჰადესს დაებრუნებინა პერსეფონე .. მაგრამ ჰადესმა წამოსვლი წინ პერსეფონეს ბროწეული შეაჭამა – ქორწინების სიმბოლო ..
ზევსმა კი ასე გადაწყვიტა, წელიწადის ორ მესამედს პერსეფონე დედასთან გაატარებდა, ხოლო წლის სამ მესამედს კი თავის ქმართან..
ქალიშვილის დაბრუნებას დემეტრე ისე გაახარა კვლავ ააყვავა დედამიწა..
და როცა ცაზე ქალწულის თანავარსკვლავედი გამოჩნდა ხალხმა ის მასინცე დემეტრეს დაუკავშირა რომელსაც ხელშI თავთავი უჭირავს და ბედნიერია იმით რომ შვილი ისევ გვერდით ჰყავს ..

 

 

სასწორი – ( ლათ. Libra )
ძველი ბერძნები ზოდიაქურვარსკვლავთკრებულს სასწორს უკავშირებენ სამართლიანობის ქალღმერთ – დიკეს . მაღალ ოლიმპოზე ზევსმა ღმერთებდა და ადამიანებს კანონები დაუწესა. მათი დაცვა კი მკაცრად მოეთხოვებოდა ხალხს . ზევსმა ეს საქმე თავის თანაშემწეს, ქალღმერთ თემიდას დაავალა, თემიდაც ოლიმპოზე სათათბიროდ იწვვევდა ღმერთებს, როგორც დედამიწაზე იკრიბებოდა კაცთა სამსჯავრო. მისი მიზანი იყო კანონების დაცვა.
ზევისისა და თემიდას უკვდავი ასული, სამართლიენობის ქალღმერთი დიკე, დედამიწაზე დაიარებოდა სასწორით ხელშI და კანონებს იცავდა. სადაც უსამართლობას დაინახავდა მამას მოახსენებდა, და ზევსისც მკაცრად სჯიდა კანონის დამრღვევს .
ქალღმერთი დიკე ყოველგარი უსამართლობისა და ძალადობის მტერი იყო . თავის ისასწორით ზუსტად წონიდა სამართალსა და უსამართლობას.

მორიელი (ღრიანკალი) – ( ლათ. Scorpius )
სამწუხაროდ ღრიანკალზე მწირი ინფორმაციაა, თუმცა იმას შემოგთავაზებთ რაც სხვა მითში მაქ წაკითხული. იქ არის ღრიანკალზე პატარა ლეგენდა ..
ჰელიოსს კლიმენესაგან ჰყავდა ვაჟი რომელსაც ფაეთონი უწოდეს .. ერთხელ ფაეთონის დეიდაშვილმა ეპაფემ მას უთხრა რომ ის ჰელიოსის შვილი კიარა ჩვეულებრივი მოკვდავი იყო .. გულდამწვარმა ფაეთონმაც მამამისს დამამტკიცებელი საბუთი მოსთხოვა .. მამამისმაც უთხრა რომ ნებისმიერ სურვილს შეუსრულებდა.. გაუხარდა ფაეთონს .. მაშინვე მოსთხოვა მზის ეტლი, რომ ცის კაბადონი ერთხელ თვითონაც გადაესერა. ჰელიოსს ამის გაგონებაზე გუნება წაუხდა.. მაგრამ ფაეთონმა თავისი არ დაიშალა . არ შეეძლო ჰელიოსს ფიცის გატეხვა და ეტლი შვილს ათხოვა . ფაეთონი მაშინვე ეტლშI ჩაჯდა და სადავეები აიღო. რაშები მსუბუქად მიჰქროდნენ, გზა და კვალი დაკარგეს რადგან ეტლს სუსტი ხელი მარტავდა, ამ დროს გზაზე უზარმაზარი ღრიანკალი შემოეფეთათ, მომარჯვებული ნესტრით, შეშინებულ ფაეთონს კი სადავეები ხელიდან გაუვარდა, ცეცხლოვანი ეტლი დედამიწაზე დაეშვა და უშრეტმა ხანძარმა დაუყოვნებლივ ფერფლად აქცია ყოველივე. .
ღრიანკალს მეორე “დამსახურებაც” აქვს. მან დაგესლა მითიური მონადირე
ორიონი. .


მშვილდოსანი
( ლათ. Sagittarius )
ვარსკვლავეთის ძველ ატლასებშI და რუკებზე მშვილდოსნის ადგილას დახატულია მითიური კენტავრი ქირონი. მშვილდი აუღია და უნდა ესროლოს ღრიანკალს, რომელმაც ორიონი დაგესლა.
ქირონი კენტავრთა შორის ყველაზე უფრო ბრძენი იყო. ის მითიურ გმირთა მასწავლებლად ითვლება. პელიონის მთებშI ერთ დიდ გამოქვაბულში ცხოვრობდა.. დაფნისა და მირტის ტყეებში დადიოდა და ოქროს ქნარზე უკრავდა. თავის მოასწავლეებს ასწავლიდა სიკეთესა და სიბრძნეს. მოჯადოებულივით უსმენდნენ აღმზრდელები მასწავლებელს. კენტავრი ქირონი მრეროდა მიწის წიაღზე, რაც ადამიანს სარჩოსა და ძალას აძლევს, მღეროდა სამკურნალო მცენარეებზე, მშვიდობაზე, შრომისმოყვარეობაზე, სიმამაცზეზე.. ასე გადასცემდა ქირონი თავის ქებულ მოწაფეებს სიბრძნეს.. ქირონი მშვილდოსნობასაც ასწავლიდა მოსწავლეებს. ისინიც ნანადირევით ახარებდნენ. ჰერაკლემ წინ ორი დიდი ირემი დაუდო, პელევსს ორი არჩვი მოეკლა, ორფევსს კი ცოცხალი ვაცი მოჰყავდა .. ქირონი ქოჩორზე ხელს გადაუსმევდა და აქებდა მოწაფეებს.. მოვიდოდა ასკლეპიოსიც (ესკულაპი), სამკურნალო ბალახებს მოიტანდა და ქირონს ეტყოდა რომ ამ ბალახით გველის ნაკბენი განკურნა .. რომ მისი სურვილი იყო ხალხისთვის ემკურნალა.. ქირონი ასკლეპიოსის მონათხრობმა ძლიერ გაახარა .. ბრძენმა ქირონმა იცოდა ყოველი მოსწავლის ბედი და ამიტომ თავიანთი მოწოდების შესაბამისად ამეცადინებდა.. ამიტომაც კვებავდა ქირონი აქილევსს დათვის ძვლის ტვინითა და ლომის ღვიძLით. ასწავლიდა შუბის ზუსტად მიზანში სროლას. ასევე ქირონის ხელში გაწვრთნილი იაზონი სათავეში ჩაუდგა შორეულ კოლხეთს ოქროს საწმისის მოსაპოვებლად მიმავალ არგონავტებს, ქირონის მოწაფე იყო სახელოვანი მომღერალი ორფეოსიც..
გარდაცვალების შემდეგ ღმერთებმა ბრძენი კენტავრი ქირონი ვარსკვლავთკრებულად აქციეს და ცად აამაღლეს, მადლობის ნიშნად იმისთვის რომ საბერძნეთის სახელოვან გმირებს ასწავლიდა, ზოგი ზევსის შვილიც კი იყო ..


თხის რქა
– ( ლათ. Capricornus )
მითოლოგია მოკლედ მოგვითხრობს : ტხის რქა ეპიანედან მომდინარეობს. თხა დაიბადა ზევსთან ერთად და იდას მტებში, კრეტაზე, ერთადვე იზრდებოდნენ. ზევსმა რომ მამა კრონოსს ძალაუფლებისთვის ომი გაუმართა, თხაც ეხმარებოდა. როცა ტახტი ხელთ იგდო, ზევსს არ დავიწყებია მის იდახმარება. მადლობის ნიშNად ცაშI მოათავსა და ხომლად აქცია.

მერწყული ( წყლის საქანელი) – ( ლათ. Aquarius )
მერწყულის ხომლი მითოლოგიამ წარღვნასთან დააკავშIრა..
სპილენძIს საუკუნეში ადამიანები დაუნდობლად ცხოვრობდნენ და არც ღმერთების პატივისცემა ჰქონდათ. ამან განარისხა ზევსი და მათი დასჯდა წარღვნით გადაწყვიტა .. ადამიანებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ . იცოდა მხოლოდ ორმა ადამიანმა, დევკალიონმა და პირამ .. დევკალიონი პრომეთეს ვაჟი იყო და ყოველდღე კავკასიონზე დაღვრემილი გასცქეროდა მამამისს. . სწორედ პრომეთემ უტხრა ზევსის ჩანაფიქრის შესახებ და გააფრთხილა ყველაფერი მოიმარაგეო .. დევკალიონმა გემი ააშენა, აავსო საგზლით და ზევსმაც დედამიწას ღვარცოფი დაატეხა.. წყალმა ყველაფერ იწალეკა .. დაფარა ქალაქები, გოარები და მთები.. ბოლოს დედამიწაზე გადმოვიდნენ დევკალიონი და პირა .. თანდათანობით კი წყალმაც დაიკლო .. ერთ დღეს ცოლ ქმარს ჰერმესი ესტუმრა. ზევსს გამოეგზავნა, მისი სიკეთისთვის სამაგიერო უნდა მიეზღო.. დევკალიონმაც არ დააყოვნა და დედამიწაზე მხოლოდ სიცოცხლის დაბრუნება სთხოვა .. ზევსმაც დააბარა რომ დედამისი ძველბი უკუღმა გადაეყარათ და სიცოცხლე გაჩნდებოდა.. დიდხანს იფიქრა დევკალიონამ და მიხვდა რომ დედა დედამიწა იყო და ძვლები კი ქვები.. როცა ქვები უკუღმა გადაყარეს მათ უკან ხალხი გაჩნდა.. მერწყულის ხოლმი მოგვაგონებს დევკალიონის ამბავს რომელმაც რომეთეს რჩევით დედამიწაზე სიცოცხლე დააბრუნა ..


თევზები
– ( ლათ. Pisces )
ერთი ძველისძველი ლეგენდა მოგვითხრობს ..
ყოველ დილით ზღვის ტალღებს ამოჰყვებოდნენ ხოლმე ულამაზესი ნერეიდები. ზღვის ღმერთის – ნერევსის ქალიშვილები.. მათი სიცლის ხმაზე ზღვის ტალღების ხმა მიუმდებოდა.. აგერ მშვენიერი გალატეა პეპელას ასდევნებია .. თავის დებს ჩამოშორდა. ამ დროს გამოჩნდა ახალგაზრდა აკიდი, სიმეთიდას მშვენიერი და ტანადი ვაჟი. ორივე მოინუსხა ერთმანეთის სილამაზით. ასე შეიყვარეს ერთმანეთი. ყოველდღე ნახულობდნენ ერთმანეთს და მახლობელ გამოქვაბულშI შედიოდნენ განმარტოებით.. მაგრამ მარტო აკიდს როდი უყვარდა მშვენიერი გალატეა .. მის ისიყვარულით იწვოდა საშინელი ბუმბერაზი ციკლოპი, რომელსაც ყველა ცოცხალი არსება გაურბოდა.. ერთ დღეს ბუმბერაზსს სიშმაგემ მოუარა და გამოქვაბულს მიაშურა. მისი სხეულის სიმძიმისგან მიწა იძრა. შიშით გულგახეთქილი გალატეა და აკიდი მაშIნვე ზღვაში გადაეშვნენ, იქ თევზებად იქცნენ და დანავარდობდნენ ზღვის წიაღში, სიყვარულის ნიშნად გრძელი ბაფთით გადაბმულები.. ]]

მართალია არ აღიარებენ მაგრამ იყო რაღაც ვარაუდები მე13 ზოდიაქოს შესახებ .. ამიტომ თუ დაგაინტერსებთ შემიძლია მასზეც მოგაწოდოთ ინფორმაცია ))

გველისმჭერი ( ლათ. Serpentarius, Ophiuchus )
შუქის ღმერთს აპოლონს კორონიდასთან ჰყავდა ვაჟი, რომელსაც ასკლეპიოსი დაარქვეს .. შვილი მამასავით ოქროსთმანი და ლამაზი იყო . .ბედნიერი ოჯახი ჰქონდა აპოლონს .. კარგა ხანი აღნიშნავდნენ ოლიმპოს მთაზე მის დაბადებას . ერთ დრესაც აპოლონი ხალხში წავიდა და დატოვა შვილი ცოლთან. თეთრი ყორანი ყოველდღე აწვდიდა ინფორმაციას ოჯახის შესახებ, ერთ დღესაც მოატყუა და ბრაზით ანთებულმა აპოლონმა კორონიდა მოკლა ..
ცოლის სიკვდილის მერე ასკლეპიოსი (ესკულაპი) ქირონთან წაიყვანა .. ქირონმა იცოდა მიოსი მოწაფის ბედი და ცდილობდა ესწავლებინა მისთვის ბალახთა და ყვავილტა სადუმლოებანი ..
წამოიზარდა ასკლეპიოსიც. მრავალი ბალახის გამოყენება ისწავლა და არა მარტო სნეულებს არჩენდა, მკვდრებსაც აცოცხლებდა.. თანდათან შეწყდა ბნელეთის სამეფოში სულების გაგზავნა .. ჰადესი ამ ამბავმა ძლიერ განარისხა და თავის ძმას მიმართა.. ზევსმაც მეხი კრა ასკლეპიოსს და დიდი მკურნალი ისრით განგმირა ..
მწარედ დაიტირა ხალხმა უდიდესი მკურნალი ასკლეპიოსი. უგებდნენ ტაძრებს აგროვებდნენ იმავე ბალახებს, მსხვერპლს სწირავდნენ ასკლეპიოსს და შემწეობას სთხოვდნენ .. მტელს ქვეყნიერებაზე ხატავდნენ ასკლეპიოსს გველდახვეული ფიალით ხელშI. ასე იქცა გველი მედიცინის სიმბოლოდ. გავიდა ხანი და ზევსი მიხვდა ასკლეპიოსის ნამოღვაწარს.. გადააქცია იგი გველმჭერის ხომლად და ცაზე მოათავსა ღრიანკალის გვერდით, ოღონდ ორიონისგან დაშOრებით, რათა გმირი ვერ გაეცოცხლებინა.. როცა ორიონ იჩადის გველმჭერი ამოდის, ისე რომ იგი თავის პაციენტს ვერ ხედავს…

წყარო:  ბონოვის “მითები და ლეგენდები თანავარსკვლავედებზე”

იმედია დაგაინტერესათ..
მადლობთ ყურადღებისთვის ))

P.S
დამატყდა თითები იმედია არ გამაკრიტიკებთ ეს რა ზღაპრებიაო  :დ

თეგები

Misa

I Once Gave Up Anime, It Was The Most Terrifying Weekend Of My Life.. : ]

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close