ტაქსი დრონი ამერიკაში
ამერიკის შტატ ნევადაში, რეალურ პირობებში დაიწყეს ერთადგილიანი უპილოტო დრონების დატესტვა.
მთავრობა იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში უპილოტო ტაქსი შემოვა ბრუნვაში და ის გახდება სატრანსპორტო სისტემის შეუცვლელი ნაწილი.
დრონის შექმნას აწარმოებს ჩინური კომპანია ეჰანგი. შტატების მთავრობამ ჩინურ კომპანიას შესთავაზა ექსკლუზიური პირობები, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მისი ამერიკაში წარმოება.
დრონ 184-ს ახლანდელი კონდიციით შეუძლია აიყვანოს ერთი მგზავრი ან ტვირთი ას კილოგრამამდე. ის ადის 200 მეტრამდე, მისი სიჩქალე იზრდება 100 კმ/სთ და შეუჩერებლად შეუძლია იმოძრაოს ჰაერში 23 წუთი. მისი დამუხტვა მამოძრავებელი ენერგიით ხდება 2-3 საათის განმავლობაში.
დრონის მართვა შესაძლებელია სპეციალური აპლიკაციის საშუალებით, პლანშეტიდან ან სმარტფონიდან. შესაძლებელია როგორც მიწიდან ასევე დრონიდან.
მას არ გააჩნია მექანიკური მართვის ელემენტები, რაც იწვევს გარკვეულ სკეპტიციზმსა და საფრთხის შეგრძნებას. დრონის დაახლოებითი ღირებულებაა 200 300 ათასი დოლარი.
https://www.youtube.com/watch?v=7n1qpDFM3Y8