გასართობისაკითხავისასარგებლო

კანიბალები და ვამპირები


ამ პოსტში მინდა მოგიყვეთ კანიბალებზე და ვამპირებზე. შესაძლოა ზოგიერთ მათგანზე რაღაც ინფორმაცია უკვე დევს, მაგრამ მე მაინც ჩემებურ ხედვასაც შემოგთავაზებთ. წინასწარ გეუბნებით, რომ ქვემოთ მოყოლილი ისტორიები სუსტი გულის და განსაკუთრებით კუჭის მქონე ხალხისთვის არ არის განკუთვნილი!


არმინ მაივისი


ბერნდ ბრანდესი

2001 წელი, გერმანია, როდენბერგი. 41 წლის არმინ მაივისმა სადილად დაპატიჟა ბერნდ ბრანდესი, რომელიც ინტერნეტში გაიცნო. მენიუში შედიოდა: წითელი ღვინო, ხილი, სადილი კი იყო ბრანდისის ხორცი. მაივისმა მოკლა, შემდეგ კი დაანაკუწა ბრანდისი და მომდევნო რამოდენიმე თვის განმავლობაში იკვებებობოდა იმით. ტრაპეზისთვის ყოველ ჯერზე განსაკუთრებულად ემზადებოდა, ყოველთვის შესაფერის ღვინოს არჩევდა. რა იწვევს ადამიანში სურვილს მოკლას მეორე ცოცხალი არსება გაუგებარია, მაგრამ კანიბალიზმი-ეს ყოველგვარ საზღვრებს სცილდება. თუმცა ფსიქიატრები შეეცადნენ გარკვეულიყვნენ ამ საკითხშიც. კანიბალიზმი ყველაზე საშინელ დანაშაულად ითვლება, რადგანაც ცივილიზებული მსოფლიოს ნორმებს პირდაპირ ეწინააღმდეგება. არმინ მაივისმა გზა კანიბალიზმისაკენ ბავშვობიდან აირჩია. 1969 წელს არმინ მაივისს ჯერ კიდევ მშვენიერი ბავშვობა ჰქონდა, თამაშობდა და ერთობოდა ძმებთან ერთად, მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვალა. მას შემდეგ რაც მარვინი 6 წლის გახდა, მამამ ოჯახი მიატოვა, მალე მისი ძმები მამასთან გადაბარგდნენ. არმინი სასოწარკვეთილი იყო, რადგან დედამისი საკმაოდ მკაცრი ქალი ბრძანდებოდა და ბავშვს აიძულებდა მთელი ბინძური სამუშაო შეესრულებინა. ამასთან, უშლიდა მეზობლის ბავშვებთან თამაშს და აიძულებდა სკოლაში ევლო ტრადიციული ბავარიული შორტებით, 70-იან წლებში კი ეს ჩასაცმელი დიდი ხნის წინათ გავიდა მოდიდან. რა თქმა უნდა თანაკლასელები დასცინოდნენ არმინს, შესაბამისად არ ჰყავდა მეგობრები. დროთა განმავლობაში მაივისს ჩამოუყალიბდა საკმაოდ მძიმე ხასიათი. ის ამტვრევდა თოჯინებს ნაწილებად და წვავდა ცეცხლში. უკვე პატარა ასაკშივე გაუჩნდა მას ფანტაზიები თუ როგორ შეიძლებოდა დაენაწევრებინა ადამიანის სხეული, ინტერესდებოდა როგორი გემო ექნებოდა მის ხორცს. მაივისი გაიზარდა, მაგრამ დედა მაინც აკონტროლებდა მას. პაემნებზეც კი დაყვებოდა. ამის გამო მაივისს არ ჰყავდა შეყვარებული. მარტოობამ იძულებული გახადა ურთიერთობა ინტერნეტის მეშვეობით დაემყარებინა ხალხთან. ნელნელა მან აღმოაჩინა,რომ ჰომოსექსუალური იყო. ის საათობით ეძებდა ახალგაზრდა, ფიზიკურად ძლიერ მამაკაცს, რომელთანაც ჯერ დაწვებოდა, შემდეგ კი შეჭამდა.
1999 წელს, როდესაც მაივისი იყო 37 წლის, დედამისი მოკვდა. როგორც იქნა თავი თავისუფლად იგრძნო და ბავშვობის ოცნების განხორციელებას შეუდგა. ინტერნეტში გამოაქვეყნა განცხადება და მოხალისე მსხვერპლის გამოხმაურებას ელოდა. იმეილში გამოყენებული ჰქონდა სიტყვა-ანტროპოფაკი-ძველ ბერძნულად კანიბალი. ფსიქიატრების აზრით მაივისს უბრალოდ ხალხთან ურთიერთობა აკლდა და სურდა რომელიმე მათგანი მისი ნაწილი გამხდარიყო.პირდაპირი მნიშვნელობით.
2 წლიანი ძიების შემდეგ მის განცხადებას გამოეხმაურა 43 წლის ბერნდ ბრანდესი.(უნდა ავღნიშნო, რომ მას დაახლოებით 430 პასუხი მიუვიდა, მაგრამ რატომ მაინცდამინც ის არავინ იცის.)მისი პასუხი ასეთი იყო: ”I hope you’ll find me tasty”, ”იმედია გემრიელად ჩამთვლი”.
2001 წლის 9 მარტს ბერნდ ბრანდესი ესტუმრა მაივისს თავისი ნებით, ასევე თავის ნებით მიიღო ძილის წამალი და ხველების სიროფი და გაითიშა. მაივისმა ჯერ აკოცა თავის მოხალისე მსხვერპლს, შემდეგ კი ნაკუწებად აქცია. 20 კგ. ხორცი საყინულეში შეინახა. რამოდენიმე თვე ეყო. ხოლო დამთავრების შემდეგ დაიწყო მორიგი მსხვერპლის ძიება. 5 თვის შემდეგ ინტერნეტში გამოაქვეყნა განცხადება, თან ჩატებში ყვებოდა თუ რა გააკეთა. ვიღაცა ნორმალურმა წაკითხვისთანავე პოლიციაში დარეკა. მაივისი დააპატიმრეს. ჩხრეკისას ადამიანის ნარჩენები და მკვლელობის ვიდეო ამოიღეს. კადრები ისეთი სისასტიკით გამოირჩეოდა, რომ გამომძიებლები, რომლებიც ამ საქმე უძღვებოდნენ, მისი ნახვის შემდეგ ფსიქოლოგებს მიმართეს.2006 წელს მაივისს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.


ჯეფრი დამერი

ჯეფრი დამერი ამერიკაში ყველაზე ცნობილი კანიბალი იყო. მილოუკი, ვისკონსისნის შტატი. 1978 წელს 17 წლის ჯეფრი უნებლიე მოწმე იყო მისი მშობლების მტკივნეული გაყრისა. ზუსტად იმ წელს მან მანქანაში ჩაისვა უცნობი და მოკლა. ახსნა იმით, რომ არ უნდოდა სადმე გაეშვა. მომდევნო 13 წლის განმავლობაში დამერმა გააუპატიურა, მოკლა და შეჭამა დაახლოებით 15 მამაკაცი. ხანდახან ნარჩენებს მაცივარში ინახავდა. მსხვერპლის სხეულებს კი უცნაურ პოზებში ტოვებდა, სამკუთხედის ფორმას აძლევდა…1991 წლის 22 ივნისს დამერს ერთერთი მსხვერპლი გაექცა. პოლიციამ გაჩხრიკა მისი სახლი და საშინელი სურათი ნახა. აღმოაჩინეს ადამიანის ნარჩენები, რამოდენიმე თავი და ნახევრადგახრწნილი გვამები მჟავიან ჭურჭელში. მსხვერპლების ზუსტი რიცხვი უცნობია. დამერს მთლიანობაში 937 წელი მიუსაჯეს, მაგრამ 2 წლის შემდეგ ერთერთმა პატიმარმა სიცოცხლეს გამოასალმა. დამერის შესახებ გადაღებულია ფილმი ”Dahmer”, რეჟისორია დეივიდ ჯეიკობსონი, სამწუხაროდ ეს ფილმი არ მაქვს ნანახი,ვერ გეტყვით როგორია.


ეს კი ინტერვიუ ჯეფრი დამერთან, თითქოს ამინდზე საუბრობდესო, ისეთი მშვიდია. ინგლისური ვინც იცით მოუსმინეთ.


რიჩარდ ჩეიზი

1978 წელს კალიფორნიის შტატში მოკლეს ორსული ქალი საკუთარ სახლში. გვამი სისხლისგან მთლიანად დაცლილი იყო. 1 თვის შემდეგ კიდევ იპოვნეს 3 გვამი, აქაც სისხლის გარეშე, რამოდენიმე ორგანოც აკლდათ. მალე პოლიციამ დააკავა 27 წლის რიჩარდ ჩეიზი, მან ყველაფერი აღიარა, მაგრამ ირწმუნებოდა, რომ ადამიანის სისხლის გარეშე მოკვდებოდა. როგორც ყველა მანიაკს, ჩეიზსაც თავისი დემონები ყავდა თავში.
დაიბადა 1950 წლის 30 მაისს საკრამენტოში. საკმაოდ კარგ რაიონში, მაგრამ უბედურ ოჯახში. მამა ძალიან მკაცრი ყავდა, ხოლო დედა ფსიქიურად გაუწონასწორებელი. ორივე, დედაც და მამაც, შინაგან დისკომფორტს პატარა რიჩარდზე ანთხევდნენ. დედა აიძულებდა შვილს საჭმელი ძალით ეჭამა. რიჩარდის საქციელში ანომალიები შეიმჩნეოდა. ის აწამებდა ცხოვლებს, კლავდა, ანაკუწებდა მათ გვამებს და მარხავდა ეზოში. ეს უკვე აშკარა გამოვლინება იყო მისი სადიზმისა და წინამორბედი იმ საქციელისა, რაც მომავალში ჩაიდინა.
ჩეიზის ზრდასთან ერთად პროგრესს განიცდიდა მისი ფსიქიური დაავადებაც. მან დაიწყო ნარკოტიკების მიღება. ამის შედეგად მას ეგონა, რომ ვიღაც გამუდმებით უთვალთვალებდა, ეგონა, რომ ყველას მისთვის ზიანის მიყენებდა უნდოდა. თავის დასაცავად საკუთარი სახლის კარებზე და ფანჯრებზე ფიცრები დააჭედა. ფსიქიატრებსაც კი მიმართა, მაგრამ მათ ვერ შეძლეს მისი დახმარება.
მას ეჩვენებოდა, რომ დედამისი ნაცისტებთან იყო შეკრული და მისი მოწამვლა უნდოდა, ამ შხამის ზემოქმედების ქვეშ კი მისი სისხლი ორთქლდებოდა და ძალების აღსადგენად კლავდა ცხოველებს და სვამდა მათ სისხლს. ერთხელ მან ვენაშიც კი შეიყვანა კურდღლის სისხლი და მოხვდა საავადმყოფოში. სადაც დაუსვეს დიაგნოზი-შიზოფრენია და სომატური ბოდვა. სომატური ბოდვის დროს პაციენტები ძირითადად ხედავენ და გრძნობენ რაღაც არარეალურს, ხშირ შემთხვევებში დაუჯერებელ დაავადებებს, რიჩარდ ჩეიზს სჯეროდა, რომ მისი მოწამლული სისხლი ორთქლდებოდა. ეს მისი მანია იყო. 6 თვის შემდეგ ჩეიზი გამოწერეს საავადმყოფოდან. ფსიქოლოგებმა ჩათვალეს, რომ რიჩარდი არც საკუთარი თავისთვის და არც გარშემო მყოფთათვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. საავადმყოფოდან გამოწერისთანავე, რამდენიმე დღეში ჩეიზს მიყავდა სახლში ცხოველები, რომლებიც შემდგომ აღარავის უნახავს. შიზოფრენია ნელნელა კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა. ამაზე ნაროკოტიკებმა უდიდესი გავლენა მოახდინა. ჩეიზი ატყობდა, რომ ცხოველების ორგანოები და სისხლი აღარ შველოდა და ახალი გზის ძიებას შეუდგა.
1977 წლის 22 დეკემბერს ჩეიზმა ესროლა თავის პირველ ადამიან-მსხვერპლს.მის თავში მობინადრე ხმები დაჟინებით მოითხოვდნენ მორიგ მსხვერპლს. 1 თვის შემდეგ წინა შემთხვევისგან,პოლიციამ ჩეიზის სახლთან ახლოს კიდევ 3 გვამი აღმოაჩინა. ერთერთი მათგანი იყო დანაწევრებული და სისხლისგან დაცლილი. ქალი მსხვერპლი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სიკვდილამდე და სიკვდილის შემდგომაც გაუპატიურებულ იქნა.დანაშაულის სისასტიკემ პოლიციის თანამშრომლები შეძრა. გამოძიებაში ჩაერთო ფედერალური ბიურო. მეზობლებმა მათ მოუყვეს ჩეიზის უცნაური ჰობის შესახებ, თან დანაშაულის ადგილას ხელის და ფეხის მკაფიო ანაბეჭდი იყო დატოვებული. ასე რომ რიჩარდი დააპატიმრეს და ბრალი 6 მკვლელობაში დასდეს. ჩეიზს მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა, მაგრამ 1 წელიც არ იჯდა ციხეში, მან მიიღო ფსიქოტროპული წამლების ჭარბი დოზა და თავი მოიკლა.


როდერიკ ფერელი

ფლორიდა, იუსტისი, 1996 წლის ნოემბერი. 17 წლის ჯენიფერ ლივ ვენდოლფმა სახლში მოკლული მშობლები აღმოაჩინა. მათი გვამები ისე იყო დამახინჯებული, ვერც კი იცნობდი. რამოდენიმე დღეში პოლიციამ დააკავა მოზარდების ჯგუფი ამ მკვლელობისათვის. ისინი ვამპირიზმით იყვნენ გატაცებულნი და ლიდერად ჰყავდათ გაუწონასწორებელი 16 წლის როდერიკ ფერელი. მან დანაშაული დაყოვნებლივ აღიარა და განაცხადა, რომ ვამპირია.
1980 წელს, ფლორიდაში დაიბადა. მშობლები ორივე არასრულწლოვანი ყავდა.ის სხვადასხვა სახლებში იზრდებოდა, ეწეოდა მოხეტიალე ცხოვრებას. როდერიკი ამტკიცებდა, რომ მისი ნათესავები სატანისტები იყვნენ და ბავშვობაში ესწრებოდა სატანისტურ რიტუალებს, რომლებზეც ხალხს მსხვერპლად სწირავდნენ.
ფერელი ნელნელა ფანტაზიის სამყაროში იძირებოდა, თამაშობდა სხვადასხვა თამაშებს ვამპირებზე, კითხულობდა წიგნებს ზებუნებრივ ძალებზე, ხშირად დადიოდა სასაფლაოებზე და ყველას ეუბნებოდა, რომ მისი სული შორეული წარსულიდან იყო. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მას თანამოაზრეები გამოუჩნდა. ისინი ”ვამპირობანას” თამაშობდნენ, სვამდნენ ერთმანეთის სისხლს. ჰიზერ ვენდერმა, მისმა ერთერთმა თანამოაზრემ, როგორღაც საუბარში ახსენა, რომ მშობლები ძალიან ზღუდავენ. 1996 წლის 25 ნოემბერს ფერელი და მისი მეგობრები მივიდნენ რიჩარდ ვენდოლფის სახლში, ოჯახის უფროსს ტელევიზორთან ეძინა, ფერელმა მას ლომი 20-ჯერ ჩაარტყა, შემდეგ კი სცემა და მოკლა მისი ცოლიც. დაკითხვისას მან აღიარა, რომ მკვლელობის მომენტში გრძნობდა ადრენალინის მოზღვავებას.
1998 წლის თებერვალში ნაფიცმა მსაჯულებმა სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს ფერელს, მაგრამ შემდეგ ის სამუდამო პატიმრობით შეცვალეს. სულ რამოდენიმე წლის წინ აღებულ ინტერვიუში ფერელი იხსენებს იმ წელს, როდესაც მკვლელობა ჩაიდინა. სულაც არ ნანობს. დღემდე სჯერა რომ ვამპირია.

ეს კი ინტერვიუ როდ ფერელთან.აქაც ინგლისურის ცოდნა აუცილებელია.

კიდევ ბევრი კანიბალი მკვლელი ან ვამპირი არსებობდა ან არსებობს დღესაც(იმედია აღარ), მაგალითად ჩიკატილო, ალბერტ ფიში, ისეი საგავა და ასე შემდეგ, მაგრამ ამათზე თუ არ ვცდები უნდა იდოს პოსტები საკმარისად, ამიტომ არაფერი დამიწერია,

თეგები

tako85tako

ნერვებს ნუ მომიშლით და ყველაფერი კარგად გექნებათ:))))

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close