გასართობისაკითხავისურათები

ვარსკვლავები-მულტფილმებიდან

ჩვენთვის ცნობილ მულტიპლიკაციურ ფილმებს არანაკლებ ცნობილი ადამიანები ახმოვანებენ.აი,რამდენიმე მათგანიც.
სულ მალე კინოთეატრებში შედგება ახალი მულტფილმის პრემიერა,რომლის მთავარ პერსონაჟსაც ცნობილი მომღერალი კეტი პერი ახმოვანებს.მთავარი გმირი მერლინ მონროს ძალიან ჰგავს.”თავს მულტფილმის მოსიარულე გმირად ვგრძნობ”-განაცხადა მომღერალმა.

კამერონ დიასის ხმით საუბრობს შეუდარებელი ფიონა,პრინცესა “შრეკიდან”.

ანჯელინა ჯოლიმ გაახმოვანა ვეფხვი მულტფილმიდან”კუნგ-ფუ პანდა”.მსახიობის ამ გარდასახვით მისი შვილები კმაყოფილნი დარჩნენ.”როდესაც ჩემი შვილები კინოთეატრში წავიყვანე.ისინი მთელი საღამო იცინოდნენ,.მათ ძალიან მოეწონათ მულტფილმი”-ამბობს მსახიობი.

მსახიობმა ენნ ჰეტვეიმ თავისი ხმა მოარგო პერსონაჟს სახელად”ჯუელ” მულტფილმიდან “რიო”.მან ასევე გაახმოვანა პერსონაჯები “სიმპსონებში”.

ელლენ დედჯერენესმა გაახმოვანა დორი მულტფილმიდან”ნემო”,რომელიც ეკრანებზე 2003 წელს გამოვიდა.ხოლო დორის პერსონაჟი ხალხმა მაშინვე დაიმახსოვრა და შეიყვარა.

კინოსაგის”ჰარი პოტერის” გმირმა მსახიობმა ემმი უოტსონმა კი თავისი ხმა “ათხოვა” პრინცესა პიას მულტფილმიდან”დესპეროს თავგადასავალი”

ჯადი პინ კერ სმიტის ხმით საუბრობს გლორია მულტფილმიდან”მადაგასკარი” და “მადაგასკარი-2”.

ჯენიფერ ენისტონმა გაახმოვანა პერსონაჟი მულტფილმიდან”რკინის გოლიათი”რომელიც ეკრანებზე 1999 წელს გამოვიდა მაშინ მსახიობი ჯერ კიდევ თამაშობდა სერიალ”მეგობრებში”.

მაილი სირუსის ხმით საუბრობს პერრი მელტფილმიდან”ვოლტი” და არამხოლოდ საუბრობს არამედ ჯონ ტრავოლტასთან დუეტში მღერის კიდეც.

ქუინ ლატიფმა კი გაახმოვანა მამონტი ელლი მულტიპლიკაციური ფილმიდან”გამყინვარების პერიოდი”
სულ ეს იყო….
ჩემი პოსტების ნახვა შეგიძლიათ ბმულზე:
http://ucnauri.com/blog/lik-lik03

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close