არქივი

სისხლიანი სახლები და შავი წვიმები

e254d9b68f77

1964 წლის ოქტომბრის ღამეს, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ მეტიუენში მცხოვრები მარტინების ოჯახის წევრებმა სახლის კედელზე სველი ლაქა შენიშნეს. მარტინები გაოგნდნენ, რადგან ძალიან თბილი ამინდი იყო და მილები ვერ გაიყინებოდა, შესაბამისად, ვერც გასკდებოდა. მეორე დღეს წყლის ნაკადი წამოვიდა და ოჯახმა იეჭვა, რომ რაღაც უცნაური ხდებოდა. მისტერ ფრენსის მარტინი ამერიკულ ფეხბურთს უყურებდა, როცა მოულოდნელად
ტკაცანის ხმა გაიგო, მერე კი სველი ადგილიდან წყლის ნაკადი წამოვიდა.
ამის შემდეგ ნამდვილი წყადიდობა დაიწყო. კედლებზე სხვადასხვა ადგილიდან და ჭერიდან წყალი ჩამოდიოდა.
უჩვეულო შხაპი
20 წამი გრძელდებოდა და ყოველ 20 ჭუთში მეორდებოდა.
წყალი იმდენად ბევრი იყო, რომოჯახი იძულებული გახდა, რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, მისის მარტინის დედასთან გადასულიყო… თუმცა ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია – ოჯახის საუბედუროდ, “ბოროტი წყლის შხაპი” მათ თან გაჰყვა და ძალიან მალე, ახალი თავშესაფრის ყველა ოთახი წყლით გაივსო.
ადგილობრივი წყალგაყვანილობის სამსახურებმა ორივე სახლი შეამოწმეს, თუმცა ყველა მილი მთელი აღმოჩნდა.
მარტინებს კარგად ესმოდათ, რომ მათ არ დაუჯერებდნენ და დასცინებდნენ. თუმცა მას შემდეგ, რაც სპეციალისტებმა საკუთარი თვალით იხილეს, როგორ გადმოდიოდა წყალი სრულიად მშრალი კედლებიდან,  ოჯახის წევრებს ტყუილში ვეღარავინ დაადანაშაულებდა. მაშინაც კი, როცა სახლში შემავალი ყველა მილი ჩაკეტეს, შადრევნები და ნაკადულები არ შეწყვეტილა.
მსგავსი მოვლენა ადრეც მომხდარა და მას შემდეგაც, თუმცა ახსნა ვერც ერთხელ ვერ უპოვეს. ტანაც, სხვადასხვა ადგილას სითხის შემცველობა
სხვადასხვაგვარი იყო.
და “უმტკივნეულო” წყლის შხაპებით როდი შემოიფარგლებოდა.
1985 წლის აგვისტოში 30 წლის მძღოლმა ჟან-მარკ ბელმერმა თავის ცოლთან ლუსისთან ერთად სამხრეთ საფრანგეთში მდებარე ახალ სახლში რემონტი გააკეთა. იანვარში სახლის ყველა კედელსა და სატუმრო ოთახის ხალიჩებზე პაწაწინა წითელი წვეთები გამოჩნდა. წვეთები მეორე დღესვე გაქრა, თუმცა ხუთიოდე თვეში კვლავ გამოჩნდა, თანაც უფრო ინტენსიურად.
მეორე დღესვე სახლს პოლიციის სამმართველოს სპეციალისტები ეტუმრნენ, რათა უცნაური მოვლენების მიზეზები გაერკვიათ. ისინი გაოგნდნენ, როცა მთელ სახლში  უკვე გამხმარი წითელი ლაქები  შენიშნეს, რომელიც ექსპერტიზის თანახმად სისხლი აღმოჩნდა. ანალიზებმა დაადასტურა, რომ ადამიანის
სისხლი იყო, მაგრამ რაკი გვამს ვერ მიაკვლიეს , გამოძიება ჩიხში მოექცა.
ორი წლის შემდეგ, 1987 წელს გაზეთებში გაჩნდა ცნობები კიდევ ერთი “სისხლიანი სახლის” შესახებ, ამჯერად ამერიკაში. მინი კლაიდ ვინსტონი, 70 წლის ატლანტელი ქალბატონი  დილაუთენია უჩვეულო ხმამ გააღვიძა – თითქოს ონკანიდან წყალი წვეთავდა. მან აღმოაჩინა, რომ კედლებიდან და ჭერიდან, ყველგან – სამზარეულოში, სარდაფში, მთელს სახლში – სისხლი წვეთავდა. თავის ქმართან უილიამთან ერთად მისის ვინსტონი ამ ექვსოთახიან აგურის სახლში უკვე 20 წელზე მეტ ხანს ცხოვრობდა და იმ ადგილას არასდროს მომხდარა ანომალიური მოვლენები.
როგორც ისტორიული წყაროები მოწმობენ, მსგავსი ხასიათის ყველაზე უჩვეულო მოვლენა გაცილებით ადრე, XX საუკუნის დასაწყისში დაფიქსირდა. 1919 წლის აგვისტოში ინგლისში,  ნორფოლკის ეკლესისს მღვდლის სახლში მოულოდნელად შავი წვიმა დაიწყო – ჭერიდან დაუმუშავებელი ნავთობი წვეთავდა. თავიდან იფიქრეს, რომ სახლის ადგილას ნავთობის საბადო
იყო, თუმცა მოგვიანებით შავი სითხე სრულიად მოულოდნელად უფრო მძიმე სუბსტანციად იქცა,
რომელშიც გაზოლინი აღმოაჩინეს და ბუნებრივი ახსნა-განმარტების ძიება შეწყვიტეს.
მეორე კვირას კიდევ უფრო ძლიერი წვიმები სხვა სახლში დაიწყო, თანაც სხვადასხვა შემადგენლობის სითხე მოდიოდა – მარილიანი წყალი, მეთილის სპირტი, ზეთი და მრავალი სხვა.
ერთ-ერთი ჩინოსანი, რომელიც ამ მოვლენების გამოსაძიებლად მღვდლის სახლში დადიოდა, ამბობდა, რომ ოთხი საათის განმავლობაში მხოლოდ ერთი ადგილიდან დაახლოებით ორი ვედრო სითხე ჩამოვიდა. ასეთი ადგილი  კი კედლებსა თუ ჭერზე უამრავი იყო. მალე სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა და სახლის
მფლობელი ჰიუ გაი იძულებილი გახდა სხვა ადგილას გადასულიყო. ერთ დღესაც კი იდუმალი წვილები
სამუდამოდ შეწყდა.

მსგავსი ამბები

Back to top button