არქივი

ბროდმურის სულით ავადმყოფთა ციხე

060ad5d96452
მე პირადად ყოველთვის მაინტერესებდა რა ბედი ეწეოდა იმ მანიაკებს, რომელთაც ფსიქიატრიულში უწევდათ დარჩენილი სიცოცხლის გატარება. ასეთი ფსიქიატრიული დაწესებულება უამრავია მთელს მსოფლიოში, მაგრამ მე ყველაზე მეტად ბროდმურის საავადმყოფომ დამაინტერესა, რადგან იქ ცნობილი ფილმის ”კრავთა დუმილის” მთავარი პერსონაჟის ჰანიბალ ლექტორის პროტოტიპი ცხოვრობდა.

ბრიტანეთში არის ბროდმურის სულით ავადმყოფთა ციხე, სადაც ათეული წლების განმავლობაში იყვნენ და არიან გამომწყვდეული მანიაკები. ამ ციხის მთლიანი ფართობია 215 000 კვადრატული მეტრი. ამჟამად იქ იმყოფება 260 მამაკაცი, თუმცა თავიდან გათვლილი იყო 400 მამაკაცზე და 100 ქალზე. 1948 წელს ბროდმურის ციხემ სახელი ოფიციალურად შეიცვალა და სულით ავადმყოფთა საავადმყოფო ეწოდა. პაციენტის გაქცევის შემთხვევაში ირთვება 20 წუთიანი ზარი, რომელიც ესმით მეზობლად მდებარე კოლეჯში (მე თუ მკითხავ ასეთ დაწესებულებასთან ათასობით კილომეტრის დაშორებით კოლეჯი კი არა მოსახლეობაც არ უნდა იყოს). ამ ზარის გაგებისთანავე ისინი ვალდებულნი არიან ჩაკეტონ ბავშვები კოლეჯში და გარეთ არ გამოუშვან, სანამ პოლიცია გაქცეულს ეძებს.

3f02ef3062f0
ბროდმურის საავამყოფო

40212c8a8f8d
ჯონ სტრაფენი

აქ უამრავი სულით ავადმყოფი დამნაშავე იმყოფებოდა მრავალი წლის მანძილზე. მე მინდა რამოდენიმე მათგანის მოკლე ისტორია მოგიყვეთ. შევეცადე ამერჩია სხვადასხვა ტიპის მანიაკები.

ფსიქოპატი მკვლელი– ზემოთხსენებული გაქცევის საწინააღმდეგო სისტემა შეიქმნა მას შემდეგ, რაც 1952 წელს გაიქცა მკვლელი ჯონ სტრაფენი. მან მეზობელ სოფლამდე მიაღწია და დაახრჩო 5 წლის გოგონა ლინდა ბოუერი. მანიაკის უცნაური საქციელი მოსახლეობამ მალევე შეამჩნია და პოლიციამ ის საავადმყოფოში დააბრუნა.სტრაფენი ფსიქოპატი მკვლელის კატეგორიას განეკუთვნება. 21 წლის ასაკში მან მოკლა 5 წლის ბრენდა ჰოდარდი, რომელიც ყვავილებს აგროვებდა სახლთან ახლოს. სტრაფენმა იგი ტყეში შეიტყუა და დაახჩო. 21 წლის ასაკში იგი უკვე 10 წელი ფსიქიატრების ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. ამ ინცინდენტიდან რამოდენიმე დღეში კინოში იგი ხვდება 9 წლის სესილ ბედსტოუნს. მან ბავშვს დაპირდა უფრო საინტერესო ფილმს განახებო და შედარებით მიყრუებულ ადგილზე გაიტყუა.სადაც მოკლა. შემდეგ მიირთვა ჩიფსები და დასაძინებლად წავიდა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. როდესაც პოლიციამ გააღვიძა, მას მართლა გულწრფელად გაუკვირდა, რადგან არ თვლიდა, რომ რაიმე განსაკუთრებული ჩაიდინა. მოგვიანებით დაკითხვაზე აღიარა, რომ მკვლელობის მოტივი იყო გაეგო თუ რამდენად ეფექტურად მუშაობდა პოლიცია. თავიდან მკვლელს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მაგრამ ადვოკატი დაჟინებით მიუთითებდა სასამართლოს თავისი კლიენტის შეურაცხადობისკენ და შედეგად სიკვდილით დასჯა გააუქმეს. სტრაფენი მოკვდა ბროდმურში 2006 წელს, ის 77 წლის იყო, მან ციხეში 55 წელი გაატარა.

უუიღბლო კილერები :)
ამდაგვარი ციხის აშენების იდეა გაჩნდა 1800 წელს, მას შემდეგ რაც ვინმე ჯეიმს ჰედფილდი თავს დაესხა მეფე გეორგ 3-ს სამეფო თეატრში. იგი მაშინვე სულით ავადმყოფად გამოაცხადეს და პარლამენტმა მიიღო კანონი ”Criminal Lunatics Act”, ასეთ დამნაშევეთა რიცხვს განეკუთვნებოდა ეპილეპტიკები, გაუწონასწორებელი პირები, ამორალური, რელიგიურად ფანატიკური ხალხი და მრავალი სხვა. ბროდმურის საავადმყოფოს პირველი მკვიდრი იყო დედოფალ ვიქტორიას პოტენციური მკვლელი. არავინ იცის რას ფიქრობდა 18 წლის ედვარდ ოქსფორდი, როდესაც 1840 წელს ესროლა დედოფალს და პრინც ალბერტს. ორივე ნასროლი მიზანს ასცდა, მაგრამ ოქსფორდი გიჟად აღიარეს. 1867 წლამდე იგი ბროდმურში იყო გამოკეტილი, შემდეგ მას თავისუფლება შესათავაზეს ქვეყნის დატოვების პირობით, რაზეც იგი მაშინვე დასთანხმდა და ავსტრალიაში გადავიდა საცხოვრებლად. ოქსფორდი 1900 წლამდე გარდაცვალებამდე იქ მუშაობდა მღებავად.

მორიგი უიღბლო კილერი და ბროდმურის მკვიდრი გახდა როდერიკ მაკლინი. ის ცდილობდა მოეკლა დედოფალი 1882 წელს, როდესაც ვიქტორია გამოდიოდა უინძორის რკინიგზის სადგურიდან. მან ესროლა დედოფალს, მაგრამ ააცილა. მეორე შანსი არ მიეცა, რადგან იქვე მდგომმა სკოლის მოსწავლეებმა ქოლგებით ჩაქოლეს. მაკლინი გარდაიცვალა ბროდმურში 40 წლიანი პატიმრობის შემდეგ.

ბროდმურში ხშირად იმყოფებოდნენ ქალი მკვლელები, ძირითადად ბავშვების. უმეტეს შემთხვევაში მშობიარობის შემდგომი დეპრესიით დატანჯულები. მაგალითად, 1899 წელს სუზანა ბრედლი გადახტა მდინარეში თავის 8 თვის ბავშვთან ერთად, მანამდე კი ქმარს დაუტოვა წერილი, სადაც ეწერა: ”მე არ ვარ მზად დედობისთვის”, ქალი გადაარჩინეს, მაგრამ ბავშვი ვეღარ.3 წლის შემდეგ ბრედლი გარდაიცვალა ფილტვების ანთებით.

26acbe5e39fb
გრეჰემ იანგი

განსაკუთრებით საშიში მანიაკი– ბროდმურის საავადმყოფოში სწავლობდნენ საშიში მანიაკების ფსიქიკასაც.როგორიც იყო მაგალითად გრეჰემ იანგი. მან მოკლა დედინაცვალი და 2 კოლეგა. გრეჰემი დაიბადა 1947 წელს ნისდენში. 14 წლის ასაკში ისე გაიტაცა საწამლავების დამზადებამ, რომ მათ ახლობლებზე ცდიდა. თვითონაც იღებდა პატარა დოზებით. პოლიციამ ყურადღება მიაქცია მას შემდეგ, რაც იანგმა ფსიქიატრს მიმართა. მას 15 წელი მიუსაჯეს ბროდმურის კლინიკაში. გათავისუფლების შემდეგ დასახლდა ბოვინგტონში. მუშაობა დაიწყო ფოტოსტუდიაში. (იგი კლიენტებს ჩაის სთავაზობდა, ეს იყო მისი სამუშაო). სულ რაღაც რამოდენიმე თვის განმავლობაში იანგმა მოწამლა 70 ადამიანი, აქედან 2 გარდაიცვალა. პარალელურად აწარმოებდა ამ ცდების შესახებ ჩანაწერებს. პოლიციამ დაიწყო გამოძიება, მისი მსხვერპლები გახდნენ კოლეგები- ბობ ენგლი და ფრედ ბიგსი. იანგი არც კი მალავდა რომ გატაცებული იყო საწამლავებით. მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ბროდმურის საავადმყოფოში. გრეჰემ იანგი გარდაიცვალა 42 წლის ასკაში გულის შეტევით.

4e2bba97deba
კენეტ ერსკინი

8b331b4d37e8
პიტერ სეტკლიფი

მეგობრობა სიგიჟის ზღვარზე–როგორც წესი, მანიაკები თავს მარტო უფრო კომფორტულად გრძნობენ, მაგრამ ბროდმურის კლინიკის ისტორიაში არის შემთხვევა, როცა ორი ფსიქოპატი-მკვლელი დამეგობრდნენ. სერიული მკვლელი კენეტ ერსკინი დაეხმარა ე.წ. იორკშირელ მფატრავს პიტერ სეტკლიფს, როდესაც თანამესაკნე ამ უკანასკნელის გაგუდვას ცდილობდა. ერსკინი ”სექსუალური ფსიქოპატი” იყო, მის ანგარიშზე 7 მკვლელობა ირიცხება, თუმცა შესაძლოა მათი რიცხვი გაცილებით მეტია. იგი იზრდებოდა სხვადასხვა ბავშვთა სახლებში. 1987 წლიდან კი დაიწყო მკვლელობატა სერია. ის ნეკროფილი იყო და დაიჭირეს როცა რიგითმა მსხვერპლმა სიკვდილამდე მოასწრო სახანძრო ღილაკზე დაჭერა. ერსკინს მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა, 40 წლის შემდეგ გასაჩივრების უფლებით. ექიმების დასკვნით, მისი გონებრივი განვითარების დონე შეესაბამება 7 წლის ბავშვის განვითარებას. მასზე დღემდე თავდასხმას აწყობენ სხვადასხვა პატიმრები, მაგალითად, 1998 წელს ახალი წლის ღამეს, ერთერთი მათგანი ცდილობდა ერსკინი ცოცხლად დაეწვა. პიტერ სეტკლიფის სესახებ კი შემდეგ პოსტში მოგიყვებით.

93f38f781593
დანიელ გონსალესი

ბროდმურელი ფრედი კრუგერი–მიუხედავად გაზრდილი უსაფრთხოების ზომებისა, ბროდმურში პატიმრები სიცოცხლეს მაინც ასრულებენ თვითმკვლელობით. პერსონალს დღემდე ახსოვს 26 წლის დანიელ გონსალესი, რომელიც კლინიკაში მოხვდა მას შემდეგ, რაც 2004 წელს 3 დღის განმავლობაში კლავდა ხალხს ფრედი კრუგერის სტილში. მან დანით მოკლა 4 და დაჭრა 2 ადამიანი. მანიაკმა აღიარა, რომ უნდა გადააჭარბოს ცნობილი ჰოლივუდური ფილმის ”საშინელება თელების ქუჩაზე” მთავარი გმირის მსხვერპლების რაოდენობას. ფსიქიატრმა შიზოფრენიის დიაგნოზი დასვა. მას მეთვალყურეობდნენ 24 საათის განმავლობაში. 3-ჯერ სცადა გადაეღრღნა საკუთარი ვენები, მაგრამ არ დააცალეს. 2007 წელს კი იგი აღმოაჩინეს მკვდარი საკუთარ სისხლში მოცურავე. მან ვენები დისკის ნატეხით გადაიხსნა.

f3e23e51063a
უილიამ ჩესტერ მინორი

გაგიჟებული ინტელექტუალები–ბროდმურის ყველა მკვიდრი გონებაჩამორჩენილი როდია, ზოგიერთ მათგანს უმაღლესი განათლებაც კი აქვს მიღებული. მათ შორის არის ამერეიკელი ქირურგი უილიამ ჩესტერ მინორი, რომელიც საიმონ ვინჩესტერის წიგნის პერსონაჟის პროტოტიპია. წიგნის სახელია: ”the surgeon of crowthorne”. ჩესტერი ამერიკიდან ბრიტანეთში გადმოვიდა საცხოვრებლად. 1871 წელს კი ესროლა ლუდის ბარის თანამშრომელს. როგორც შემდგომ გაირკვა, ექიმი პარანოიით იტანჯებოდა. პარანოია კი მას ამერიკაში მომხდარი სამოქალაქო ომის შემდეგ დაემართა. ბროდმურში მან 38 წელი დაჰყო და საკმაოდ დიდი ბიბლიოთეკა შეჰქმნა. მან ასევე ოქსფორდის უნივერსიტეტისთვის დაწერა ლექსიკონი. მრავალწლიანმა სექსუალურმა დაუკმაყოფილებლობამ თავისი გაიტანა და ქირურგმა დანით მოიჭრა გენეტალიების რაღაც ნაწილი, შემდეგ დაწვა, შეიხვია და პერსონალს დაუძახა. ექიმი გადარჩა.

9807aabe65a7
რობერტ მოდსლი

ნამდვილი ჰანიბალ ლექტორის ისტორია
რობერტ მოდსლი-ეს არის ჰანიბალ ლექტორის პროტოტიპი, მან 3 წელი გაატარა ბროდმურში. მოდსლი დაიბადა 1953 წელს ლივერპულელი მძღოლის ოჯახში. მამა ხშირად სცემდა შვილს, რაც რა თქმა უნდა მის ფსიქიკურ მდგომარეობაზე აისახა. ბავშვობიდან ფსიქიატრიულის პაციენტი იყო. 1973 წლიდან მოდსლიმ სხეულით ვაჭრობა დაიწყო, ერთხელ ერთერთმა კლიენტმა მას გაუპატიურებული ბიჭების სურათები აჩვენა, ამან მოდსლი გააღიზიანა და კლიენტი გაგუდა, რის შემდეგაც მოხვდა ბროდმურის კლინიკაში. მას იქ ”ლურჯს” ეძახოდნენ, იმ გაგუდული მსხვერპლის სახის ფერის გამო. მაგრამ ყველაზე საშინელი დანაშაული მან საავადმყოფოს კედლებში ჩაიდინა. 1977 წელს ის და კიდევ ერთი მანიაკი ერთერთ ოთახში ჩაიკეტნენ და ერთი მძევალიც აიყვანეს. 9 საათის განმავლობაში მოდსლი აწამებდა ამ პედოფილს (მძევალს), ბოლოს გაგუდა და მისი სხეული დაკიდა, ისე, რომ პოლიციელებს ავარიული ლუქიდან დაენახათ. ბოლოს, როდესაც დაცვა ოთახში შემოვარდა, მათ საშინელი სურათი დაინახეს: მოკლულის თავის ქალა შუაზე იყო გადახსნილი და მასში კოვზი იდო. ტვინის რაღაც ნაწილი აღარ იყო. პოლიციამ ვერ მოახერხა მისი პოვნა. არსებობს ვარაუდი, თითქოს მოდსლიმ ის შეჭამა, თუმცა ეს არ უღიარებია. ამის შემდეგ კანიბალმა მოდსლიმ კიდევ ერთი ზედმეტსახელი მოიპოვა–კოვზი. მანიაკმა ყველაფერი აღიარა, რის შემდეგაც გადაიყვანეს უეკფილდის ციხეში. იქაც ჩაიდინა რამოდენიმე დანაშაული, ამიტომ მოათავსეს კარცერში, რომელიც ორმაგი, გამჭვირვალე მინით იყო გაკეთებული. ზუსტად ისეთი როგორიც ფილმში ”კრავთა დუმილშია”. მოდსლი დღემდე ცოცხალია. სასეირნოდ მას 6 კაცი დაჰყვება, რომლებიც თვალს არ აშორებს.

tako85tako

ნერვებს ნუ მომიშლით და ყველაფერი კარგად გექნებათ:))))

მსგავსი ამბები

Back to top button