გართობაუცნაური

ნაფიცი ქალწულები ანუ სამუდამო ქალიშვილობა

31f65ede11bd
გამიკვირდა როდესაც ქალიშვილობასთან დაკავშირებით ჩვენზე გაცილებით უარესი ტრადიცია აღმოვაჩინე, ეს ალბანეთში ხდება, უფრო სწორად ხდებოდა.. და სხვათაშორის არც ისე შორეულ პერიოდში, იმიტომ რომ მათი ერთი თაობა ახლაც ცოცხალია. მოკლედ სჯობს გავეცნოთ ერთ ძალიან საინტერესო ტრადიციას, რომელიც კიდევ კარგი უკვე ნელ–ნელა დავიწყებას ეძლევა.

ალბანეთის გარკვეულ ნაწილებში, განსაკუთრებით კი ჩრდილოეთში თითოეულ ოჯახში მოქმედებს ეთიკის კოდექსი, რომელსაც კანუნს უწოდებენ. კანუნი სულაც არა ეხება კონკრეტულ რელიგიას, მისი მიმდევრები შეიძლება იყვნენ ქრისტიანები,მუსლიმანები და ა.შ. მაგრამ კანუნი თითოეული მათგანისთვის წმინდად ითვლება. კანუნის მიხედვით ოჯახი პატრიარქალურია, მემკვიდრეობა მთლიანად გადაეცემა მამაკაცს, ის განაგებს ქონებას, და ქალი როდესაც თხოვდება აუცილებლად ქმრის ოჯახში გადადის საცხოვრებლად. ქორწინებაც მოწყობილია, ხშირად დაბადებისთანავე ხდება, ან მანამდეც, ან კიდევ ყმაწვილობაშივე.

ალბანური კანუნის მიმდევრებისთვის კაბა ადამიანის სქესის განმსაზღვრელი სიმბოლოა. აქ ორი სქესი არსებობს, ქალი და მამაკაცი,რომელიც ერთმანეთისგან ჩაცმულობით განირჩევა. კაცებს აცვიათ შარვლები, უკეთიათ მაჯის საათები და ახურავთ ქუდები. ქალებს აცვიათ კაბები, უკეთიატ წინსაფარი, ახურავთ თავშალი და ზოგგან პირბადესაც ხმარობენ. თუკი ქალს აცვია შარვალი, ის ითვლება და აღიქმება მამაკაცად, ხოლო ქალს,რომელიც ხდება მამაკაცი, ეწოდება virgjinesha, ნაფიცი ქალწული.

რატომ ხდებიან ქალები მამაკაცები?

როგორც უკვე გავიგეთ ასეთ ქალებს ნაფიცი ქალწულები ჰქვიათ, იმიტომ რომ ისინი მართლაც დებენ ფიცს, იღებენ აღთქმას კანუნის წესების მიხედვით, რომ გახდნენ კაცები. ფიცის დადების დღიდანვე ქალი მამაკაცი ხდება (ძირითადად ადრეულ ასაკშივე ხდება აღთქმის დადება), ქალი იწყებს მამაკაცივით ჩაცმას, დადის მამაკაცურად, ლაპარაკობს მამაკაცურად, მუშაობს მამაკაცივით, ოჯახიც და გარშემომყოფებიც ექცევიან ისე,როგორც მამაკაცს. ის ვერასოდეს ვერ იქორწინებს და მთელი ცხოვრება მარტოხელამ უნდა გაატაროს. ასევე კანუნის მიხედვით ქალი შესაძლოა ზოგიერთ გარემოებაში მამაკაცად გადაიქცეს, მაგალითად აქამდე აღვნიშნეთ რომ ხშირად ბავშვებს დაბადებისთანავე ნიშნავენ ან პატარაობაში. თუ ქალი უარს განაცხადებს წინასწარ შერჩეულ საქმროსთან ქორწინებაზე, იგი ვეღარ გათხოვდება ვერავისზე. გაუთხოვარმა ქალმა კი რა უნდა ქნას? რით ირჩინოს თავი,როდესაც ქონება მამაკაცის ხელშია, ჰოდა ისიც იძულებულია ნაფიც ქალწულთა რიგებს საკუთარი ნებითვე შეუერთდეს. მეორე გარემოებად შეგვიძლია მივიჩნიოთ თავად ქალის ოჯახი. როდესაც ოჯახს არ ჰყავს ვაჟი, და სულ გოგონები ჰყავს, შესაძლოა თავადვე აიძულონ გოგონა გახდეს ნაფიცი ქალწული. ამას რა თქმა უნდა თავისი მიზეზები აქვს, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ვაჟი ოჯახის მმართველია, მხოლოდ მამაკაცებს გადაეცემათ მემკვიდრეობით ოჯახის სიმდიდრე, თუკი ვაჟი არ ჰყავთ მთელი მემკვიდრეობა დიდი რისკის ქვეშ დგება, რადგანაც ან რომელიმე გოგონას ქმრის ოჯახი მიიტაცებს უკანონოდ, ან კიდევ რომელიმე ნათესავი. ასე რომ არ მოხდეს ოჯახი თავადვე მოუწოდებს გოგონას გახდეს კაცი.

ნაფიცი ქალწულის პასუხისმგებლობები
როცა ნაფიცი ქალწული ოჯახის სათავეში ჩასადგომ ასაკს მიღწევს, მას გარკვეული პასუხისმგებლობები უჩნდება, მაგალითად მონიტორინგი და ზედამხედველობა უნდა გაუწიოს ოჯახის სიმდიდრეს და შემომავალ თანხებს. უნდა დაიცვას ოჯახი კონფლიქტებისგან და სისხლიც აიღოს თუ საჭიროა. და უნდა იყოს სტუმართმოყვარე, სხვათაშორის სტუმართმოყვარეობა ძალიან მნიშვნელოვანი რამაა კანუნის მიმდევართათვის.

682375285813

ქამილ სტემა


ქამილი ერთ-ერთი ნაფიცი ქალწულია, მას ახლაც კარგად ახსოვს ის დღე როდესაც ფიცის დადება გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ იმის შემდგომ 80 წელზე მეტი გავიდა.

,,მამაჩემი გარდაიცვალა და ამით ჩემი ოჯახის კარიც დაიხურა,იმიტომ რომ სახლში მეტი მამაკაცი არ გვყავდა. ასე რომ შევიჭერი თმა, მივიღე ფიცი და დახურული კარიც გაიხსნა.. ხალხი პატივს მცემს და ხელსაც მართმევს,ისევე როგორც კაცებს. მაგრამ როცა ჩემი ხმა ესმით და სახეზე მაკვირდებიან, ხვდებიან რომ ქალი ვარ. ”

56584da7b9de

ქამილი მამაკაცთა საზოგადოებაში თავს მშვენივრად გრძნობს, ხუმრობს კიდევაც თავის ნაფიც ქალწულობაზე და ფიქრობს, რომ ძალიან კარგი ცხოვრება აქვს, არაფრით არაა უკმაყოფილო.

424e45032dfa

დიანა რაკიფი, 56 წლის


დიანა 8 წლის იყო,როდესაც ნაფიცი ქალწული გახდა. იგი ამაში იმდროინდელ ყოფას ადანაშაულებს და ფიქრობს რომ კაპიტალიზმმა და დემოკრატიამ დაუნგრია ცხოვრება. იგი წარმოშობით ერთ-ერთი სოფლიდანაა,რომელიც ალბანეთში,კოსოვოს საზღვართან მდებარეობს. როდესაც მისი 3 ძმა გარდაიცვალა, ოჯახი იძულებული გახდა დიანა ნაფიც ქალწულად გაეშვათ. 12 ბავშვიან ოჯახში დიანა ყველაზე უფროსი იყო, მან მართლაც იკისრა თავის თავზე მამაკაცის მძიმე მისია და ფიცი დადო. დიანა ამბობს,რომ ქალების ცხოვრება იმ პერიოდში არც ისე დალხინებული გახლდათ, სამაგიეროდ ნაფიცი ქალწულები იძენდნენ თავისუფლებას, მაგრამ ეს თავისუფლება სულაც არ გახლდათ ტკბილი, რადგანაც მძიმე ,,ხარკის” წყალობით იყო მოპოვებული. მათ ეკრძალებოდათ ყველანაირი სექსუალური კავშირი, ეკრძალებოდათ ქორწინება და ეკრძალებოდათ საკუთარი პიროვნების გამოჩენა, ანუ ქალობა!
დიანა ჯარში 6 წლის განმავლობაში ასწავლიდა ქალებს ბრძოლას, მას უკვე ძალიან აქვს გამჯდარი მამაკაცური მანერები, ლაპარაკშიც, ქცევაშიც, ამჟამად კი დაცვად მუშაობს.

ამბობენ რომ ამჟამად მხოლოდ 30-40 ნაფიცი ქალწულია შემორჩენილი.. ძველად თურმე ფიცის დარღვევის შემთხვევაში მათ სიკვდილით დასჯა არ აცდებოდათ, ახლა კი ამით რა თქმა უნდა არავინ ემუქრება,მაგრამ ტრადიციას იმდენად აქვს გამდგარი ფესვები მათ გულებში,რომ მაინც არ არღვევენ..

უყურეთ ვიდეოს:

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button