ბევრი ადამიანისთვის ნუდიზმი საკმაოდ უარყოფით ემოციას იწვევს და ნუდისტები მითუმეტეს რაღაც ზიზღის გრძნობას აღძრავენ. ფართო მასებისთვის ნუდიზმი (მეორენაირად ნატურალიზმი) ერთ-ერთი ყველაზე არასწორად გაგებული ცხოვრების გზაა, რომელსაც ყოვლად შესაზიზღი ადამიანები შეუდგნენ.ასევე დიდ ანტიპათიას იწვევს ნუდისტური კურორტები ,სადაც სექსუალური აქტი არავის გაუკვირდება, მაგრამ ფართოდ გავრცელებული აზრის მიუხედევად ნუდისტები ყველა კურორტზე არ კავდებიან სექსუალური აქტით. პირიქით, არის ადგილები, სადაც მკაცრადაა აკრძალული სექსუალური აქტიურობა,აღვირახსნილ მონაწილეს კი ნუდისტური კლუბიდან აგდებენ და უკან აღარასდროს მიიღებენ.ასევე ამდენი ტიტველი სხეულის დანახვისას, შეიქმნა აზრი, რომ ნუდისტები სექსუალურ სტიმულაციას განიცდიან , მაგრამ ხშირად, ამდენი სიშიშვლე სულაც არაა სექსუალური სტიმული.
სექსუალური აღგზნების შანსი ნუდისტურ ადგილებზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე პლაჟზე ან საცურაო აუზზე, სადაც საცურაო კოსტუმებით დადიან,სადაც იციან რომ ბოლომდე არავინ გაშიშვლდება და ცდილობენ გამოიცნონ ზოგი “პარამეტრი” რადგან ამ შემთხვევაში დამალულია ის, რაც ყურადღებას იპყრობს.ამ პოსტში კი იხილავთ 17 თებერვლის ფოტომასალას, სადაც 900 მეტრიან ნუდისტური პლაჯს ხაზზე გამოეფინნენ შიშველი ადამიანები და Sydney Skinny-ს სახელით გამართეს კიდევ ერთი ნუდისტური გაცურვა :)