გასართობისაკითხავისასარგებლო

ჯია მარია კარანჯი


ჯია კარანჯი ჩემი უსაყვარლესი მოდელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ იგი ჩემს დაბადებამდე მოღვაწოებდა. მე უბრალოდ არ შემიძლია არ ავღნიშნო მისი სილამაზე და ხიბლი. იგი ერთერთი პირველი სუპერმოდელი იყო. (ჰონორარი 10 000 აშშ დოლარამდეც კი აღწევდა), ჯია გამოსახული იყო ისეთ წამყვან ჟურნალებზე, როგორიცაა ამერიკული ვოგი, ფრანგული ვოგი, იტალიური ვოგი, კოსმოპოლიტანი და სხვა ცნობილი ჟურნალები.კარანჯი არის ერთერთი იმ ცნობილი ქალბატონების სიიდან, რომლის გარდაცვალების მიზეზიც გახდა შიდსი.

ბავშვობა და კარიერა

ჯია კარანჯი 1960 წლის 29 იანვარს დაიბადა ფილადელფიაში, იტალო-ამერიკელის ჯო კარანჯისა და ირლანდიელ-უელსელი კეტლინ კარანჯის ოჯახში. მამამისს პატარა სასადილოების ქსელი ჰქონდა. როდესაც ჯიას 11 წელი შეუსრულდა დედამისმა ოჯახი მიატოვა.ამან პატარა ჯიაზე ძალიან იმოქმედა, ამ პერიოდში მას ძალიან აკლდა მშობლების სითბო და ალერსი. 17 წლის ასაკში საცხოვრებლად გადავიდა ნიუ იორკში, სადაც წარმატებას მალევე მიარწია.
ნიუ იორკში იგი შეამჩნია ყოფილმა მოდელმა ვილგელმინა კუპერმა, რომელსაც სამოდელო სააგენტო ჰქონდა. ჯია ცნობილი გახდა არამარტო გარეგნობის გამო, არამედ მას შესანიშნავად გამოსდიოდა სხვადასხვა როლების შესრულება. ჯიას რისკი ძალიან უყვარდა. 1978 წლის ოქტომბერში ფოტოგრაფმა კრის ვონმა მას შესთავაზა შიშველი სურათების გადაღება, რაზეც კარანჯი სიამოვნებით დასთანხმდა. ეს ფოტოსესია იმ დროისათვის ყველაზე სკანდალური იყო. 1979 წლისათვის იგი უკვე სხვადასხვა ცნობილი ჟურნალების გარეკანზე გვხვდებოდა. კოსმოპოლიტენის გარეკანის სურათი, სადაც ჯია ყვეთელ საცურაო კოსტუმშია გამოწყობილი, აღიარებულია მის ყველაზე საუკეთესო ფოტოდ.

თანდათანობით ჯია ნარკოტიკებს მიეძალა. თავიდან კოკაინით დაიწყო, შემდეგ, 1980 წელს ვილგელმინა კუპერის ფილტვის კიბოთი გარდაცვალების გამო-კარანჯი ჰეროინზე გადავიდა.ჯიას თქმით, ნარკოტიკები ყველაფრის დავიწყებაში ეხმარებოდა. თავიდან ფოტოსესიებზე დაგვიანებებით დაიწყო, შემდეგ კი საერთოდ აღარ ცხადდებოდა მათზე.2 წლიანი თავბრუდამხვევი კარიერის შემდეგ კარანჯისთან მუშაობა აღარავის არ სურდა, ამიტომ მას მოდიდან წასვლა მოუწია.

პირადი ცხოვრება

ჯია კარანჯი ლესბოსელი იყო, როგორც მისი მეგობრები იტყოდნენ “წმინდა ლესბოსელი”. იგი საკმაოდ თვითდაჯერებული ადამიანი იყო და ყოველთვის დარწმუნებული იყო, რომ ნიუ იორკში როცა არ უნდა ჩამოსულიყო კარიერას მაშინვე აიწყობდა. ზოგიერთი მეგობარი თვლის, რომ ჯიამ მოდელობა დედის გამო გადაწყვიტა,რომ მას ეამაყა. დედა ჯიას ხშირად სტუმრობდა ნიუ იორკში, ძირითადად შვილის სახლის წესრიგში მოსაყვანად. ჯია ძალიან მარტოხელა ადამიანი იყო. მას უბრალოდ უნდოდა, რომ ვინმეს ყვარებოდა და ეზრუნა მასზე. შვება კი ნარკოტიკებში პოვა, რამაც საბოლოოდ დაღუპა.

ნარკოტიკები

საქმე იმაშია, რომ ყველამ ძალიან კარგად იცოდა ჯიას ნარკოტიკებით გატაცების შესახებ, მაგრამ ამას ხმამაღლა არავინ განიხილავდა. 1980 წლის ვოგის გადაღებებზე კი ჯიას ხელებზე ნემსების კვალის არ შემჩნევა უბრალოდ შეუძლებელი იყო! ამ ფოტოსესიის ფოტოები განსაკუთრებული გულმოდგინეობით დაამუშავეს ექსპერტებმა, რომ ხალხს რაიმე არ შეემჩნიათ ჟურნალზე. იყო შემთხვები, როდესაც ნარკოტიკების გავლენის ქვეშ მყოფი ჯია უბრალოდ იძინებდა ფოტოსესიაზე, ხშირად აწყობდა სკანდალებს უმიზეზოდ. 1981 წელს იგი იძულებული იყო წამოსულიყო სამოდელო ბიზნესიდან და მიაკითხა რეაბილიტაციის ცენტრს ფილადელფიაში, თუმცა იმის მაგივრად რომ ემკურნალა, გაიცნო 20 წლის ნარკომანი გოგონა როშელი, რომელიც საშინელ გავლენას ახდენდა მასზე. 1981 წლის გაზაფხულზე 21 წლის ჯია დააპატიმრეს მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვაზე. (ამ დროს სახლიდან მოიპარა ფული და ნარკოტიკების საყიდლად მიდიოდა), რა თქმა უნდა ოჯახმა გირაო გადაიხადა და ჯია გამოუშვეს.იმავე წელს ჯია კვლავ ჩაეწერა რეაბილიტაციის ცენტრში, მაგრამ მისი მეგობარი ფოტოგრაფი კრის ვონის გარდაცვალების ამბავმა მკურნალობა შეაწყვეტინა. რამოდენიმე წლიანი ნარკოტიკების გამოყენების გამო ჯიას ხელებზე და ზურგზე საშინელი წყლულები გაუჩნდა. მან კიდევ ერთხელ დაიწყო ნარკოტიკებთან ბრძოლა. წონაშიც კი მოიმატა და მუშაობაც დაიწყო, თუმცა ყველა ფოტოგრაფი ერთხმად არნიშნავდა, რომი ის შარმი, რაც ჯია კარანჯის ჰქონდა სადღაც გაქრა.


ამ სურათში ჯიას ხელები იმიტომ აქვს დამალული, რომ სურათში წყლულები არ გამოჩნდეს

ჯია ნარკოტიკებს მაინც ვერ შეეშვა.სამსახური დაკარგა და ისე ცუდად გამოიყურებოდა, რომ საკუთარი დედაც კი ვერ უყურებდა.
1984 წელს მან 6 თვე გაატარა რეაბილიტაციის ცენტრში. საცხოვრებლად გადავიდა ფილადელფიის გარეუბანში. მუშაობა ჯინსების მაღაზიაში დაიწყო, საბუთები კოლეჯში შეიტანა და ფოტოებისადმი და ფილმებისადმი ინტერესიც კი გაუჩნდა, მაგრამ ამ ყველაფერმა მხოლოდ 3 თვეს გასტანა. 3 თვის შემდეგ ჯია გაუჩინარდა. 1985 წელს მან ნარკოტიკების დოზა გაზარდა. 86 წელს კი საავადმყოფოში მოხვდა, ამის შემდეგ მან სულ 6 თვეს იცოცხლა.

სიკვდილი

1986 წელს ჯია ავად გახდა, დედამ იგი საავადმყოფოში დააწვინა, მას პნევმონია ჰქონდა, თუმცა საფუძვლიანი გამოკვლევის შემდეგ შიდსი აღმოაჩნდა. ჯიას უნდოდა გადაეღო სიუჟეტი ნარკოტიკების უარყოფითი გავლენის შესახებ, რომლითაც იგი ბავშვებს აჩვენებდა თუ სადამდე მიიყვანა იგი ამ დაავადებამ, მაგრამ ამ ყველაფრის გაკეთება ვერ მოხერხდა, რადგან ჯიას მდგომარეობა გართულდა, მას ლაპარაკიც აღარ შეეძლო. მთელი სხეული წყლულებით ჰქონდა დაფარული. მისი ბოლო სიტყვები იყო: ”მე ვიცი, რომ მას დღეს ვნახავ!”. 1986 წლის 18 ნოემბერს 26 წლის ჯია მარია კარანჯი კარდაიცვალა. შიდსმა იმდენად დაამახინჯა მისი ლამაზი სხეული, რომ გასვენება დახურული კუბოთი მოხდა.

მაიკლ კრისტოფერს გადაღებული აქვს ჯია კარანჯის შესახებ ბიოგრაფიული ფილმი ” Gia ”, რომელშიც მთავარ როლს ანჯელინა ჯოლი ასრულებს.

თეგები

tako85tako

ნერვებს ნუ მომიშლით და ყველაფერი კარგად გექნებათ:))))

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close