არქივი

ვამპირი ჰანოვერიდან

4fe0b2b3c575
ფრიც ჰაარმანი თვით სასამართლომაც კი ნამდვილ ვამპირად აღიარა. მან 27 ადამიანის სიცოხლე შეიწირა. მკვლელობის ხერხი კი საკმაოდ გამორჩეული ჰქონდა. იგი მსხვერპლს კისერში კბენით კლავდა. ჰაარმანი უდავოდ განსხვავებული მანიაკი იყო გერმანიის ისტორიაში. იგი საბოლოოდ სიკვდილით დასაჯეს-თავი მოკვეთეს, რომელიც დღესაც ინახება გოტინგენის უნივერსიტეტში.

ფრედრიხ (ფრიც) ჰენრიხ კარლ ჰაარმანი დაიბადა 1879 წლის 25 ოქტომბერს ოლე ჰაარმანის ოჯახში. მამამისი ოლე საკმაოდ ბნელი, გაუნათლებელი,თუმცა ფიცხი ხასიათის პიროვნება იყო. ფრიცს მისი ეშინოდა და ეზიზღებოდა კიდეც. იგი საკმაოდ მოუსვენარი ახალგაზრდა იყო და ამიტომ მოზარდობაში ციხეც კი ემუქრებოდა, მაგრამ მამამისმა ოლემ ციხეს იუნტერ-ოფიცრების სკოლა არჩია და შვილი იქ გააგზავნა. მიუხედავად იმისა, რომ ფრიცს სწავლა-განათლება სულაც არ იზიდავდა, საკმაოდ კარგი ჯარისკაცი იყო. 20 საუკუნის დასაწყისში იგი ხვდება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. ფრიცი დააპატიმრეს და ბრალი დასდეს პატარა ბიჭების შეცდენაში, (იგი ჰომოსექსუალი იყო), მაგრამ ექიმებმა შეურაცხადად სცნეს. (მე პირადად ძალიან მაინტერესებს იუნტერ-ოფიცრების სკოლაში როგორ ვერ შეამჩნიეს მისი შეურაცხადობა, თუ ეს მართლა ასე იყო). 1904 წელს ჰაარმანი გაიქცა ფსიქიატრიულიდან და საცხოვრებლად შვეიცარიაში გადავიდა. იქ დაახლოებით 1 წელი დაჰყო, შემდეგ კი კვლავ ჰანოვერში დაბრუნდა. მამამისს სულაც არ მოეწონა შვილის დაბრუნება, რის გამოვ იჩხუბეს და ფრიცმა მამის სახლი სამუდამოდ დატოვა. საბოლოოდ ისევ ჯარში დაბრუნდა.

ისტორიულ დოკუმენტაციაში არ მოიპოვება იმის დამამტკიცებელი ინფორმაცია, რომ ჰაარმანი პირველი მსოფლიო ომის საომარ ვითარებებში იღებდა მონაწილეობას. თუმცა 1918 წლიდან იგი საკმაოდ კარგ პენსიას იღებდა. ფრიცმა ამ ფულით საკონდიტრო მაღაზია გახსნა, სადაც ყიდდა არამარტო ფუნთუშებს, არამედ ხორცსაც. (რაც იმ პერიოდის გერმანიისათვის საკმაოდ უჩვეულო იყო, რადგან მოგეხსენებათ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი გერმანია როგორ გაჭირვებაშიც იყო.) შემდგომში გამოძიებამ დაამტკიცა, რომ ჰაარმანი ადამიანის ხორცით ვაჭრობდა.

მანიაკის პირველი მსხვერპლი გახდა 17 წლის ფრიდელ როტე. იგი სახლიდან გამოქცეული იყო, მაგრამ დედას მისწერა, რომ ”კეთილმა ბიძიამ” შეიფარა და ამავე წერილში მათი მისამართიც მოიხსენია. რა თქმა უნდა ბიჭის დედა ჰანოვერში ჩავიდა შვილის მოსაძებნად (იმ დროისთვის ჰანოვერი ჰომოსექსუალისტების ქალაქად ითვლებოდა). დედა რა თქმა უნდა შვილის ორიენტაციას არ იწონებდა, მაგრამ ცდილობდა მის სწორ გზაზე დაყენებას. პოლიციას აჩვენა შვილის წერილი. ისინი ფრიცს მიადგნენ სახლში. შემდეგში მანიაკი იხსენებს, რომ პოლიცია ზუსტად იმ მომენტში მიადგა მის სახლს, როდესაც ის როტეს გვამს ანაწევრებდა. ბიჭის თავი ფანჯარაზე იდო, რომელსაც მხოლოდ გაზეთი ჰქონდა გადაფარებული. პოლიციამ ვერაფერი ვერ აღმოაჩინა, ხოლო მაგიდაზე ნანახი ხორცი უბრალო ”გავიადინად” ჩათვალა. მანიაკი მაინც დააკავეს 9 თვით, საზოგადოების თავშეყრის ადგილას შეუფერებელი საქმიანობისათვის. გამოსვლისას მიხვდა, რომ ამიერიდან უფრო ფრთხილად უნდა ყოფილიყო. პარტნიორებიც უფრო უკეთესად უნდა შეერჩია და საერთოდ, სჯობდა პოლიციასთან დამეგობრებულიყო. აქ მას მისი ჯარისკაცის ისტორია გამოადგა. ციხიდან გამოსვლიდან რამოდენიმე თვეში ჰაარმანი პოლიციის ერთერთი მთავარი ინფორმატორი გახდა, მას სამართალდამცავი ორგანოების შტატგარეშე თანამშრომლის ნიშანიც კი მისცეს, რაც ხალხის ნდობის მოპოვებაში ეხმარებოდა. თითქმის ყველა მისი მსხვერპლი ჰანოვერის სადგურის მოსაცდელში იყო ამორჩეული. ფრიცი ძირითადად ღამღამობით ”მუშაობდა”, (დღის განმავლობაში კი მაღაზიაში ვაჭრობდა). გვიან ღამით მივიდოდა სადგურზე, ამოარჩევდა ყველაზე ღარიბულად ჩაცმულ მამაკაცს, რომელსაც აჩვენებდა პოლიციელის ემბლემას, შესთავაზებდა საცხოვრებელს. რა თქმა უნდა მაწანწალები მას ენდობოდნენ . რამოდენიმე დღეში მანიაკი მათთან სექსუალურ კავშირს ამყარებდა, მსხვერპლი დიდად არ ეწინააღმდეგებოდა, რადგან ფრიცი ძირითადად ჰომოსექსუალისტებს არჩევდა. თუმცა სიმპათია რამოდენიმე დღის, ან უკეთეს შემთხვევაში რამოდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, რის შემდეგაც ჰაარმანი მსხვერპლს კლავდა. მანიაკი ყველას ერთნაირად უსწორდებოდა: ჯერ მსხვერპლს გონების დაკარგვამდე გაგუდავდა, შემდეგ საძილე არტერიაში კბენდა, საიდანაც რამოდენიმე ლიტრ სისხლს სვამდა. არსანიშნავია ისიც, რომ ჰაარმანს არცერთი ქალი არ მოუკლავს. ის მათ ვენერიული დაავადებების გადამტანად მიიჩნევდა. დაკავების შემდეგ რამოდენიმე პროფესორი ცდილობდა გაერკვიათ მიზეზები ჰაარმანის სისხლზე დამოკიდებულებისა, თუმცა მათ ვერაფერი მნიშვნელოვანი ვერ დაადგინეს. გარდა იმისა, რომ მას ვამპირი უწოდეს.

0f5558b9bd9f
ჰაარმანის საძინებელი

a204ba96c9cc
ჰანს გრანსი

1919 წელს ჰაარმანმა გაიცნო 1901 წელს დაბადებული ჰანს გრანსი, რომელიც მისი საყვარელი გახდა. ფრიცს იგი არ მოუკლავს, უფრო მეტიც, კლავდა იმ ხალხს ვისზეც გრანსი მიუთითებდა. 1923 წელს გრანსმა თავის საყვარელს შესთავაზა ადამიანის ხორცით სოსისები გაეკეთებინათ, რის შემდეგაც ისინი ახლომდებარე რესტორნებსა და კაფეებში გაეყიდათ.

1924 წლამდე ჰაარმანი ძირითადად გრანსის მითითებით კლავდა. ,მოტივები უკვე მარტო ”ხორცით” და ”ვამპირიზმით” აღარ შემოიფარგლებოდა, მათ უკვე მერკანტილური ხასიათი ჰქონდათ. მაგალითად, ადოლფ ჰანაპელი მოკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჰანსს მისი შარვალი მოეწონა, ხოლო ერნესტ შპეკერი ლამაზი პერანგის გამო. (მანიაკის დაკავების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მთელი მისი გარდერობი მსხვერპლების ტანსაცმელებისაგან შედგებოდა).

1924 წლის 22 ივნისს მანიაკმა სერიოზული შეცდომა დაუშვა. იგი აიძულებდა ახალგაზრდა მამაკაცს გვარად ფრომსს ძალით წასულიყო მასთან ერთად და ხორცი ეჭამათ. ბიჭმა არ დაუჯერა, მითუმეტეს სადგურში ჰანოვერელი ვამპირის შესახებ ხმები დადიოდა, ამიტომ უარი უთხრა, ჰაარმანმი ძალის გამოყენებას შეეცადა, ბიჭმა რა თქმა უნდა წინაარმდეგობა გაუწია, ამ დროს კი პოლიციამ ორივე დააკავა. ფრომის სიტყვები იმდენად დამაჯერებლად ჟღერდა, რომ პოლიციამ ჰაარმანის სახლსა და მაღაზიაში ჩხრეკა ჩაატარა. საკონდიტროში ადამიანის ნარჩენები აღმოაჩინეს. არსებობს ვერსია, თითქოს პოლიციამ გრანსსაც კი მიუსწრო, როდესაც ის ბიჭის გვამს ანაწევრებდა.

bce40fa46c16
ფრიც ჰაარმანი, სურათი გადარებულია სასამართლო პროცესის დაწყებამდე

acc885c1c0bf
სასამართლო

სასამართლომდე ჰაარმანი რკინის საკანში ჰყავდათ გამომწყდეული. ხელები და ფეხები ჯაჭვით ჰქონდა დაბმული, რაც 2 მეტრზე მეტად მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა. მანიაკი ირწმუნებოდა, რომ 27-ვე მკვლელობა მან შეურაცხადობის გამო ჩაიდინა.მიუხედავად ამ განცხადებისა მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. განაჩენის მოსმენის შემდეგ ის ჯერ გაშეშდა, შემდეგ კი გადაიხარხარა და თქვა: ”მე მაინც დავბრუნდები! ხომ იცით, რომ ვამპირები უკვდავები არიან!”

ეს იყო თუ არა დასჯის ხერხის შეცვლის მიზეზი, არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, გერმანიაში ჩვეულებრივ სიკვდილით დასჯა დახვრეტით ხორციელდებოდა. ფრიც ჰაარმანს კი თავი მოკვეთეს. მისი თავი დღემდე შენახულია გოტინგემის უნივერსიტეტში.

fcc37c6ef54a
გოტინგემის უნივერსიტეტი

მისმა საყვარელმა ჰანსმა, სამუდამო პატიმრობა მიიღო. რაც მოგვიანებით 12 წლიანი კატორღით შეეცვალა.1975 წელს იგი ჰანოვერში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მიცემულ ინტერვიუში იგი ირწმუნებოდა, რომ ჰანოვერელი ვამპირის ანგარიშზე 27 მსხვერპლზე გაცილებით მეტია. მისი თქმით, მსხვერპლების რაოდენობა ჰაარმანის სიკვდილის მერეც იზრდებოდა, მაგრამ მისი (ე.ი. ჰანს გრანსის) გარდაცვალების შემდეგ მათი რაოდენობა გაორმაგდება.

670007b9574e

გრანსი დაასაფლავეს ჰანოვერის სასაფლაოზე, როგორც მისი საყვარელი ჰაარმანი.თუმცა უცნაურია ის ფაქტი, რომ ჰაარმანის საფლავს არავინ არ ეხება, ტურისტებიც კი დაჰყავთ იქ, მაგრამ გრანსის საფლავი დასაფლავებიდან რამოდენიმე კვირაში გატეხეს. ზოგიერთი ირწმუნება, რომ მისი ნარჩენები გაქრა. ეს მოხდა 1975 წელს და იმ დროიდან ახალგაზრდა მამაკაცები კვლავ ქრებოდა ჰანოვერის სადგურიდან…..

პ.ს. ჰანოვერელი ვამპირის შესახებ ინტერნეტში უამრავ ინფორმაციას წავაწყდი, ზოგი რას წერდა და ზოგიც რას, მე შედარებით ისეთი ფაქტები ამოვარჩიე, რომელიც სიმართლეს ყველაზე მეტად შეესაბამებოდა. თქვენ თუ იცით რაიმე დამატებითი ინფორმაცია, შეგიძლიათ დაწეროთ, მეც სიამოვნებით წავიკითხავ მსგავს პოსტს, ან თუნდაც კომენტარს.

tako85tako

ნერვებს ნუ მომიშლით და ყველაფერი კარგად გექნებათ:))))

მსგავსი ამბები

Back to top button