არქივი

პატრიოტიზმი

8gvm4

მინდა ამ გრძნობაზე ვილაპარაკო, აქ ყველაფერი დეტალურად არის განხილული და საკმაო ინფორმაციაც დევს პატრიოტიზმზე, კოსმოპოლიტზმზე, შოვინიზმზე და ნაციონალიზმზე

რა არის პატრიოტობა? – პატრის (პატრია) ბერძნულად ნიშნავს ქვეყანას, პატრიოტიზმი ნიშნავს დადებით განწყობას საკუთარ სამშობლოზე, პატრიოტიზმს გამოხატავს სამშობლოს დაცვა მტრებისგან, სამშობლოს გულშემატკივრობა, ომში მონაწილეობა სამშობლოს მხარეს და ა.შ

შეიძლება პატრიოტობა შევიძინოთ? – არა, როგორც სიყვარულს ვერ შეიძენ ისე ვერ შეიძენ პატრიოტიზმს, პატრიოტობა სულში უნდა გქონდეს ისევე როგორც სიყვარული, სიყვარულს წიგნიდან ვერ ისწავლი, შეიძლება ისწავლო სიყვარულის გამოხატვა მაგრამ სიყვარულს ვერ ისწავლი, იგივე ითქმის პატრიოტიზმზეც

რა არის ნაციონალიზმი? – ნაციონალიზმი არის იდეოლოგია რომლის მიხედვით ნაციის ანუ ერის ინტერესი და ერთგულება ყველა ჯგუფისა და ინდივიდუალის ინტერესზე მაღლა უნდა იდგეს..

რა არის შოვინიზმი? – შოვინიზმი ნიშნავს სხვა ერების სიძულვილს, რომელიც ქადაგებს ეროვნულ განსაკუთრებულობას, ანუ ეს არის გადამეტებული ნაციონალიზმი

რას ნიშნავს კოსმოპოლიტი? – ეს სიტყვა რომ გავშიფროთ ასე გამოდის „მსოფლიო მოქალაქე“ (ბერძ. კოსმოს – მსოფლიო, პოლიტის – მოქალაქე), კოსმოპოლიტები თავიანთ თავს არ აკუთვნებენ არცერთ ეროვნებას

ეხლა მინდა განვიხილო ქართველების, ანუ ჩემი ერის გრძნობა სხვა ერებისადმი..რომ გააჩერო ადამიანი და ჰკითხო პატრიოტი ხარ? პასუხი იქნება: კი, რომ კითხო რა არის პატრიოტიზმი, გიპასუხებს რომ ეს არის ერის სიყვარული, ანუ ისე როგორც მე დავწერე..მოდი პატრიოტიზმი ორად გავყოთ, ერთი სახელმწიფო პატრიოტი ანუ ის ვინც თავის პატრიოტიზმს დროშების ფრიალით ამჟღავნებს და ეთნიკური პატრიოტი რომელიც თავის სიყვარულს გამოხატავს სხვა ერების დამცირებით, როცა რამე გიყვარს იმას ადიდებ ოღონდ არ უნდა მიხვიდე არც ნაციონალიზმამდე და არც შოვინიზმამდე, ყველაფერს თავის ზღვარი აქვს. ხშირად ნახავთ მოედნებზე გასულ ხალხს რომლებიც საქართველოს გუნდს გულშემატკივრობს, ესეც ერთგავრი პატრიოტიზმია, განა ესენი პატრიოტები არიან? მე რატომღაც არაპატრიოტად მთვლიან რადგან ჩემ ერზე ცუდს ვამბობ, უფრო სწორედ ჩემი ერის უარყოფით თვისებებზე, ამ დროს კი თითონაც ბევრი ოცნებობს საქართველოდან წასვლას, თუნდაც სწავლის გამო, ადამიანს სწავლა თუ უნდა ზიმბაბვეშიც ისწავლის, ლონდონი და ამერიკა ამისთვის საჭირო არაა, ნუ ეს ერთგვარი მიზეზია იმის რომ სამშობლოდან წახვიდე ისე როგორც პატრიოტი. ეხლა ცოტა ხნით სპორტს შევეხოთ, ავიღოთ ცნობილი ქართველი ფეხბურთელი კახი კალაძე, ქართველია მაგრამ იტალიაში მოღვაწეობს, ეროვნულ მატჩებზე მას აცვია მაისური რომლის სამკერდე ნიშანიც საქართველოს დროშაა, ეს პატრიოტიზმში ითველება რადგან ერს ასახელებს ეს კი პატრიოტობა სულაც არაა, ის იტალიაში უფრო კარგად ცხოვრობს და საქართველოში რა ესაქმება? მე სულაც არ ვთვლი ამას პატრიოტობად, კახის რომ კითხოთ საქართველო უყვარს, მაშინ რატომ არ ცხოვრობს საქართველოში? ამაზე კი პასუხის გაცემა რთულია..

პატრიოტიზმი ანუ სამშობლოს სიყვარული არსებობს ჩვენთან? – კი მაგრამ ამ გრძნობას სძინავს, ადამიანს რომელსაც თავის სამშობლო უყვარს ქუჩაში ნაგავს არ დაყრის, არ „მონიშნავს“ რომელიმე ბნელ კუთხეში რადგან მაგ ადგილას ხვალ ან ზეგ თავის შვილს მოუწევს გავლა.. ბევრისგან გაიგებთ კიდეც „ამ ზანგების დედაც“ რა არის ეს? პატრიოტიზმი თუ შოვინიზმი? ეს შოვინიზმია, ჯერ ერთი ზანგი არა – ის შავკანიანია, მეორეც ის არაფერს აშავებს და სულ არ გიშლის სამშობლოს სიყვარულში, ის არ გეუბნება ჩემი სამშობლო შეიყვარე და შენი დაივიწყეო, პატრიოტიზმი და შოვინიზმი ერთმანეთში ირევა, რატომღაც ხალხს ჰგონია რომ შავკანიანის ან ჩინელის დამცირება პატრიოტიზმია, პატრიოტიზმი ის არის იმ შავკანიანს რომ მეგობრულად მიიღებ, იმ უცხოელს მეგობრულად რომ მიიღებ..

საქართველოში არიან პატრიოტები? – კი, 99% პატრიოტია, ამ 99%-იდან მხოლოდ 50%-მა იცის ქართული ანბანი ა-დან ჰ-მდე და მხოლოდ 20%მა ან-იდან ჰაე-მდე, დანარჩენ 29% ლაპარაკიც არაა, მაქედან 19%-მა პეტრე მელიქიშვილი არ იცის, და 10%-ს ასათიანის ლექსები გალაქტიონში ერევა

პატრიოტიები რომლებიც საზღვარგარეთ მიდიან თავიანთი ქვეყნის ფასეულობებს არ აფასებენ, არ ცდილობენ საქართველო რამენაირად ასახელონ და სხვა ქვეყნებშიც პოპულარული გახადონ..ქართველი პატრიოტები რომლებსაც არანაირი კულტურა არ გააჩნიათ, ანუ ისინი ვინც ღიპგადმოგდებულია და ამით ამაყობს თავს სუპერ პატრიოტებად თვლიან, ასევე პატრიოტებად მიიჩნევენ თავს ისინი ვინც „ჩე“ გევარას ფანატიკოსები არიან, რევოლუციონერები არც ჩვენ გვაკლდა მაგრამ „ჩე“ გევარა ხომ მაგარი იყო, ვინ რა იცის ვინ იყო ალექსანდრე წულუკიძე ან სიმონ ჯუღელი. პატრიოტები ჰგონიათ თავი ნეო-ნაცისტებსაც, მათ „სკინჰედებს“ უწოდებენ და ამ დროს არაფერი აქვთ საერთო მაგათთან, „სკინჰედი“ სუბკულტურაა, ნეო-ნაციზმი იდეოლოგია, სულ სხვადასხვა რამეა.

ხალხისთვის გაურკვეველია პატრიოტობა, ბოლომდე ამ გრძნობას ვერ ჩაწვდნენ, პატრიოტობას წიგნში ეძებენ ისევე როგორც ღმერთს ბიბლიაში მაგრამ პატრიოტობა გულში უნდა იპოვო, ისევე როგორც ღმერთი, ვერ ანსხვავებენ ნაციონალიზმს პატრიოტიზმისგან, ვერ ანსხვავებენ შოვინიზმს პატრიოტიზმისგან, მძვინვარებს დისკრიმინაცია რომელიც შორს არის პატრიოტიზმისგან.

ბევრს ჰგონია პატრიოტიზმი გამოიხატება რელიგიით, შეიძლება მორწმუნე იყო მაგრამ არა პატრიოტი, ან შეიძლება ათეისტი იყო მაგრამ შენი სამშობლო გიყვარდეს, რატომღაც ხალხს მიაჩნია რომ ეკლესიური ხალხი პატრიოტია, ამ დროს კი რელიგიას არანაირი შეხება არ აქვს პატრიოტიზმთან, ამას უბრალოდ ხალხი ურევს ერთმანეთში

ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც საკუთარ თავს პატრიოტს უწოდებს სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, თუ პატრიოტი ხარ რატომ ცხოვრობ სხვა ქვეყანაში? ამის მიზეზად მოიყვანენ იმას რომ სამუშაო არ არისო, ეს გასაგებია მაგრამ ქვეყანას რომ დასჭირდეს ისინი არ ჩამოვლენ, იცით რატომ? ისინი თვითმარქვია პატრიოტები არიან, ისინი სიტყვებით არიან პატრიოტები და არა გრძნობით, აგვისტოს ომის დროს რომელი ჩამოვიდა უცხოეთიდან და რომელმა იომა? პირიქით, ყველა აქედან გაქცევაზე იყო და რა ნამუსით ამბობენ ჩვენ პატრიოტები ვართო არ მესმის..

მე ავხსენი რასაც ნიშნავს პატრიოტობა.საკმაოდ დეტალურად გავშიფრე პატრიოტობა, შოვინიზმი, კოსმოპოლიტიზმი და ნაციონალიზმი, აღვწერე ყოველი გრძნობა თუ იდეოლოგია, შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს მაგრამ მაინც ჰკითხეთ საკუთარ თავს, თქვენ ვინ ხართ?

Luka Japaridze | Create Your Badge
100001108967378.1923.875278685

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button