არქივი

რამდენად უსაფრთხოა მატარებლით მგზავრობა?

b60295a756e6

ნიუ იორკში მატარებელს ავარია შეემთხვა.

ეს ავარია მსხვერპლით დამთავრდა. 4 ადამიანი გარდაიცვალა, 60 კი დაშავდა. მოგზაურობის მოყვარულებს ამ ამბის გაგების შემდეგ ალბათ დაგაინტერესებთ თუ რამდენად უსაფრთხოა მატარებლით მგზავრობა. ამ პოსტში სწორედ ამაზე ვისაუბრებ, მანამდე კი ზემოთ ნახსენებ ავარიას ჩავეძიოთ ცოტა დეტალურად.

1 დეკემბერს ნიუ იორკისკენ მიმავალი დილის მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. ავარიას ჯერ კიდევ იძიებენ, თუმცა რამოდენიმე დეტალი National Transportation Safety Board-მა უკვე გაავრცელა. როგორც აღმოჩნდა მატარებელი 132კმ/სთ-ით მოძრაობდა, როდესაც ლიანდაგის ამ მონაკვეთში მატარებლის სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 48კმ/სთ-ს.

მიუხედავად იმისა, რომ მატარებლის ავარიები არცთუ ისე იშვიათია(მაგალითად ივლისში ესპანეთში 79 ადამიანი ემსხვერპლა მატარებლის კატასტროფას), იგი მაინც უსაფრთხოდ მიიჩნევა თვითმფრინავითა და მანქანით მგზავორბასთან შედარებით.

როგორც ჟურნალი Research in Transportation Economics იუწყება, 2013 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად ამერიკაში ტრანსპორტთან დაკავშირებული ავარიებით 2000-დან 2009-წლამდე, საშუალოდ 1 წელიწადში 42,000 ადამიანი დაიღუპა. ეს ფაქტი ამტკიცებს, რომ შემთხვევით სიკვდილს ყველაზე ხშირად სწორედ სატრანსპორტო კატასტროფები იწვევს(ყოველ შემთხვევაში ა.შ.შ-ში).

სტატისტიკა

327ca89f129d
უკანასკნელი წლების ხალხის ავარიებში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელის მიუხედავად, ეს მაჩვენებელი ადრინდელთან შედარებით საკმაოდ შემცირებულია. მაგალითად 2010 წლის ავარიებში ადამიანების სიცოცხლის ფატალური შედეგით დასრულების მაჩვენებელი მხოლოდ 1/3-ია 1975 წლის მაჩვენებლის(2010 წელს ყოველ 100 მილიონ მილზე საშუალოდ 1.11 ადამიანი იღუპებოდა, ხოლო 1975 წელს 3.35). ამ რიცხვის შემცირებას უკავშირებენ თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებს, როგორებიც არის: უსაფრთხოების ბალიში, ABS, მანქანის ღვედებთან დაკავშირებული გამკაცრებული კანონები და სხვა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში 2011 წელს მატარებელთან დაკავშირებული ავარიებით 759 ადამიანი დაიღუპა. თუმცა ამ მსხვერპლიდან მატარებლის მგზავრი მხოლოდ 200-მდე იყო. დანარჩენი ლიანდაგთან გაჩერებულ მანქანაში მჯდომი ან ქვეითად მოსიარულე ადამიანები იყვნენ. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ შემთხევაში 20%-ზე მეტი სუიციდი იყო.

ასევე NTSB-ის ცნობით ა.შ.შ-ში 2011 წელს 494 ადამიანი დაიღუპა თვითმფრინავით მგზავრობის დროს, ხოლო 800 ადამიანი გემებით ტრანსპორტირებისას.

ამ სამ მგზავრობის საშუალებასთან შედარებით, მანქანით მგზავრობა ყველაზე საშიშად არის მიჩნეული. NTSB აცხადებს, რომ 32,367 ადამიანი ა.შ.შ-ში სწორედ მანქანასთან დაკავშირებული ავარიების გამო გარდაიცვალა. მათ შორის 4,400 მანქანის შეჯახების შედეგად გარდაცვლილი ქვეითად მოსიარულე ადამიანია. ამ ავარიების 3/4 მოტოციკლეტებს, მსუბუქ სატვირთოებსა და ფურგონიან მანქანებს(კერძოდ Van) ეკუთვნის.

სტატისტიკურად ამ სატრანსპორტო საშუალებების შედარება მაინც რთულია. ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ მანქანებისა და მატარებლების უსაფრთხოება საშუალოდ 1000 განვლილ კილომეტრში გარდაცვლილი ადამიანების მიხედვით, თუმცა ეს პრინციპი თვითმფრინავებზე არ ჭრის, რადგან უმრავლესობა კატასტროფებისა არა ჰაერში, არამედ დაშვების ან აფრენის მომენტში ხდება.

მატარებლის უსაფრთხოება

9d85a77f5fb7

საბედნიეროდ მეცნიერება არის იმ დონეზე განვითარებული, რომ მატარებლით მგზავრობა უფრო და უფრო უსაფრთხო გახადონ. ნიუ იუორკის რკინიგზაზე ახალი გამოგონება PTC რომ ყოფილიყო დაყენებული, ეს ავარია თავიდან იქნებოდა აცილებული. PTC არის ინოვაციური ტექნოლოგია, რომელიც ლიანდაგებზე ყენდება და რომლის დახმარებითაც მატარებლების შეჯახების მოახლოებისას მატარებლები ავტომატურად ჩერდებიან, მას ასევე შეუძლია მატარებლის სიჩქარის შეჩერება, მაშინ როდესაც თვითონ მატარებელი რაიმე დაზიანების შემთხვევაში ამას ვერ ახერხებს.

2015 წელს PTC მთელს ამერიკაში და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იქნება გავრცელებული. ეს ფაქტორი კიდევ უფრო უსაფრთხოს გახდის მატარებლით მგზავრობას.

JusT1ce

empty

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button