ჩემი თვალით დანახული თბილისი

სათაურზეც ეტყობა რაზეც იქნება ეს პოსტი, ეს პოსტი ჩემ ქალაქზე – თბილისზე იქნება,მის სილამაზეზე და ამავე დროს სიმახინჯეზეც

რა არის თბილისი? სოფელი თუ ქალაქი? – ეს კითხვა ხშირად მებადება და პასუხს გეოგრაფიის წიგნში ვპოულობ – საქართველოს დედაქალაქია თბილისი, გამოდის რომ თბილისი ქალაქია მაგრამ რატომ გავს იგი სოფელს? ბევრი იტყვის სულაც არ გავს სოფელსო, რა თქმა უნდა, ქართულ სოფელს არ გავს მაგრამ ევროპულ სოფელს ნამდვილად გავს, მინდა თბილისზე ის მოვყვე რასაც ჩემი თვალით ვხედავ.

ქალაქში ფაქტიურად დილის 6 საათზე იწყება ცხოვრება, იღება მეტროს ჭიშკარი, ავტობუსები გასვლას იწყებენ და მონიტორინგის სამსახურიც „საშოვარზეა“ გამოსული. დილის სიჩუმეს ქუჩებში ცოცხის ხმა არღვევს, მეეზოვეების ცოცხის ხმა, მას მოსდევს რამოდენიმე მანქანის ხმაც.. მეტროში ჩასვლისას შეამჩნევთ მძინარე ხალხს, ასევე პირდაუბანელებსაც და წირპლიანებსაც, თმადაუვარცნელებს და ზონარშეუკვრელებს, პატარა ბავშვებს რომლებსაც თავიანთ ტანზე უფრო დიდი ჩანთა უკიდიათ, მაღალკლასელებს რომლებიც რვეულში იხედებიან და მეტროში ემზადებიან საკონტროლო წერისთვის, სტუდენტებს რომლებიც ლოცვანს კითხულობენ და სულ არ იაზრებენ რომ ეს ფარისევლობაა, ამ სიმყუდროვეს ყოველ 2-3 წუთში ქალის ლამაზი ხმა არღვევს – შემდეგი სადგური ტექნიკური უნივერსიტეტი..მეტროდან ამოსულს უკვე მზით განათებული ქუჩა გხვდება, დალაგებული, სუფთა და ლამაზი, ვინ წარმოიდგენს რომ ამ ქუჩაზე სულ რაღაც ნახევარი საათის შემდეგ 10 კილო ნაგავი დაგროვდება, აქედან 6 კილო სიგარეტის ბიჩოკებია, 2 კილო პლასტმასის ბოთლი და 2 კილო ქაღალდიც, ესეთი სიტუაცია ყველა ქუჩაზე და უბანში არ არის, მაგალითად მთელ რუსთაველზე 2 კილო ნაგავს თუ ააგროვებთ, ვაკეშიც ეგეთი სიტუაციაა მაგრამ გლდანში ან ვარკეთილში რომ დაიარო 20 კილოზე მეტ ნაგავს ააგროვებ, დიდუბე ოდნავ ჩამოუვარდება ვაგზლის რეკორდს, ყველაზე არაჰიგიენური ადგილი ვაგზლის მოედანი და დიდუბეა, ამ ადგილებში ალაბთ არავის გვეხალისება გავლა, უბრალოდ საჭიროა რომ მანდ გავიდეთ. ეხლა მოგითხრობთ ადგილზე რომელზეც „ხარახურჩიკების“ შეკრებაა ეს არის „მშრალი ხიდი“. „ხარახურჩიკები“ ვეძახოთ და მაღაზიაში უფრო იაფად იყიდი რამეს ვიდრე მანდ, აქ ყველა შემაჩნევდით პორნო დისკებს, ჩვეულებრივი პორნო რომ იყოს კიდევ რა უჭირს მაგრამ პედოფილური ვიდეობი კანონით აკრძალულია, აქ კი თავისუფლად იყიდით. კი დაიჭირეს 2 კაცი მაგრამ ამასწინათ დედაენის პარკისკენ რომ წავედი 1-2 დისკი შევამჩნიე მსგავსი ვიდეო მასალით, აქ ამის გარდა ნახავთ ცივ იარაღებს რომლის ყიდვა სულ თავისუფლად შეიძლება, აქ ასევე შეიძენთ საკოლექციო ფოტოაპარეტბს, მაგალითად „ზენიტს“, მოკლედ ეს ის ადგილია სადაც ხალხი 2 კაპიკს შოულობს ზოგი აფერისტობით და ზოგიც პატიოსნად.

ყველაზე პოპულარული ტრანსპორტი ალბათ მაინც ავტობუსია, იქ ასვლა კი ნადვილი ტანჯვაა, ტანჯვა იმიტომ რომ საშინლად ცხელა, ტელევიზორს რომ ვუსმინოთ ევროპული ქვეყანა ვართ, ამ ევროპულ ქვეყანაში კი უკონდიციონერო ავტობუსები დადიან, ავტობუსით მგზავრობისას ყველაზე საშინელი არის დანგრეულ გზებზე სიარული, თითქოს გზები დაგებულია მაგრამ ეტყობა რუსთაველზე რომ დააგეს სხვა ქუჩებისთვის საკმარისი ასვალტი აღარ დარჩათ, ასევე ავტობუსში სეხვდებით დაგლეჯილ დასაჯდომს, ან მარკერით დაწერილ ტექსტს – ნიკას + ანა = ♥.

ხშირად როცა ხალხს გზის გადაკვეთა სურს, ერიდებიან მიწისქვეშა გადასასვლელებს, ამისთვის კი თუ არ ვცდები 3 ლარი ჯარიმაა, ვიფიქრე და ეს ქართველების ზარმაცობას დავაბრალე რომლებსაც კიბეზე ჩასვლა-ასვლა ეზარება, მერე კი მივხვდი რომ ეს სიზარმაცის კი არა არამედ შარდის სუნის ბრალია, მიწისქვეშა გადასასვლელებში მწვავე შარდის სუნი დგას, რომლის განიავებასაც 2-3 საუკუნე სჭირდება, ეს პრობლემა თითქოს მოგვარებულია, ააშენეს რკინის გადასასვლელი ხიდები რომელიც მართლა კარგია მაგრამ რატომღაც ხალხი ამითაც არ სარგებლობს. თბილისი ყველაზე ლამაზი ღამით არის, ისიც მთაწმინდის ან ნარიყალას ხედიდან, იქიდან მართლაც ლამაზია ყველაფერი, ისეთი ლამაზი რომ ეს ნაწერი გაზვიადება გეგონება, გათენდება და მიხვდები რომ ყველაფერი არც ისე ლამაზია, მეტროს ყველა შესასვლელთან მათხოვარი ზის, თითქმის ყველა მიწის გადასასვლელში მოშარდულია და ამ სუნში მათხოვარი მაინც ზის, ეს არის ჩემი ქალაქი, ქალაქი სადაც თითქოს ყველაფერი დალაგებულია, ქალაქი სადაც ყვეალაფერი ლამაზია, ლამაზია გარედან შიგნით კი ყველაფერი ძველებურად არის, აქ ხშირად ნახავთ კედელზე მინაწერს – Fuck Rap ან Fuck Rock, აქ ხშირად ნახავთ ავ და საყვარელ მოხუცებს, მოდას აყოლილ და კომპიუტერზე გადამკვდარ თინეიჯერებს, ჩემს ქალაქში ხშირად ნახავთ მომღიმარ სახეებს, ასევე უმიზეზო აგრესიულ გამოხედვასაც შეამჩნევთ, ამის მიუხედავად მე მაინც მიყვარს ჩემი ქალაქი, ეს ის ქალაქია სადაც ბავშობის მთელი მოგონებები მაკავშირებს

ეს არის ჩემი თვალით დანახული თბილისი, სამწუხაროდ არ მაქვს სურათები რომ უკეთესად ამეღწერა ეს ყველაფერი, ვაპირებ რომ პატარა სიუჟეტი გავაკეთო მიუკერძოებლად და თუ გავაკეთე აუცილებლად დავდებ

Luka Japaridze | Create Your Badge


ავტორი: ლუკა

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2014 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC