გასართობისაკითხავისურათები

სისუფთავის მოყვარული ნიშნები

აქ არის სისუფთავის მოყვარული ზოდიაქოს ნიშნები

ვერძი-ყველაფერი წესრიგში უნდა ჰქონდეს.სახლს იშვიათად, მაგრამ საფუძვლიანად ალაგებს.უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად,უმჯობესია,მის ნივთებს ხელი არავინ ახლოს.

კურო-(ეს მე ვარ :))ზარმაცობს.შესაძლოა,ზოგჯერ მისი ბინას კრიალი გაუდიოდეს,ზოგჯერ კი,ავეჯი მტვრის სქელი ფენით დაიფაროს.არასდროს მოიყვანს სახლში დამლაგებელს.ურჩევნია,რთული სამუშაო თავად შეასრულოს,ვიდრე ფული სხვას გადაუხადოს.

ტყუპები-სახლის დალაგება არ უყვარს.ყველაფერი მიყრილი და არეული აქვს.ბინის წესრიგში მოყვანა,დროის უქმად დაკარგვად მიაჩნია.

კირჩხიბი-სისუფთავე და აკურატულობა პირველ ადგილზეა.ყველა ნივთი თავის ადგილზე უნდა იდოს,არ უყვარს,როცა მის ნივთებს სხვა ეხება.საკუთარ სახლსაც სიამოვნებით ალაგებს და შეუძლია,სხვასაც დაეხმაროს მილაგებაში.

ლომი-იძულებით სახლს ვერავინ დაალაგებინებს,მაგრამ თუ მოინდომა,მისი სახლი სისუფთავით იბრწყინებს.მას ფუფუნებაში უყვარს ცხოვრება.სახლის მოწესრიგებაში ფულს არ დაინანებს.მთავარია,ბინძური საქმე თავიდან აირიდოს

ქალწული-არსებობს ორი სახის ქალწული.ერთი სისუფთავის და წესრიგის მოყვარულია,მეორე არა.ერთი აკურატულად დალაგებულ ბინაში ცხოვრობს და სუფთა ტანსაცმელი აცვია.მეორე ვერც ამჩნევს,რომ ჭუჭყში იძირება.

სასწორი-ყვავილების მორწყვის და ოთახების განიავების გარდა სხვა საოჯახო სამუშაოს არ აკეთებს.მასთან კამათს აზრი არ აქვს და თუ არ გსურთ საჭირო დოკუმენტებისა და ნივთების გარეშე დარჩეთ,სასწორს მათი დალაგება არ დაავალოთ.

მორიელი-თუ მორიელმა სახლის დალაგება გადაწყვიტა,გაფრთხილდით,ყველა ძვირფასი ნივთი გადამალეთ,რადგან დალაგების დროს ნივთებს ხშირად ამტვრევს.

მშვილდოსანი-სახლს უკიდურეს შემთხვევაში დაალაგებს.ნივთების მიყრა-მოყრა იცის და ამიტომ,მის სახლში მუდმივი ქაოსია.თვითონ სახლის დალაგებას ფილოსოფიურად უდგება,-რატომ დავალაგო,თუ ისევ აირევა?..(ისე ამას ვეთანხმები :P)

თხის რქა-მოწესრიგებულია და სხვებსა წესრიგისკენ მოუწოდებს.არეულ სახლში (კაბინეტში) ვერ ჩერდება.ბინას ზედაპირულად კი არა,ყოველთვის საფუძვლიანად ალაგებს.მან ყოველთვის იცის,სად ინახება ესა თუ ის ნივთი.

მერწყული-მერწყლს სუფთა ბინაში ცხოვრება კი მოსწონს,მაგრამ სახლის დალაგებას მოგზაურობა,უცხო ენის შესწავლა და ექსპერიმენტების წამოწყება ურჩევნია.აკურატულია და სხვებსაც ამისკენ მოუწოდებს.

თევზები-სიბინძურეშიც იცხოვრებს,მის სამუშაო მაგიდაზე მუდმივად ქაოსია.დალაგებულ ბინაში საჭირო ნივთებს ვეღარ აგნებს.ერთადერთი,რასაც სიამოვნებით უვლის,აკვარიუმია.საკმარისია,ძველი ნივთები გადაყაროს,რომ ისინი აუცილებლად დასჭირდება და ამის გამო,ძველმანებთან განშორება უჭირს.

 
წყარო: marao.ge

დაწერეთ დაემთხვა თუ არა.ჩემი თითქმის დაემთხვა.

თორნიკე სამხარაძე | Create Your Badge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close