საკითხავისასარგებლოსურათები

ჩინეთის და იაპონიის ხელოვნება


უძველესი ქვეყნების – ჩინეთის და იაპონიის კულტურა მკაფიოდ განსხვავდება დასავლურისგან. მისი თვითმყოფადობა ბევრი პირობით არის განსაზღვრული: აღმოსავლეთის ამ ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობა, ბუნება და კლიმატი, განსხვავებული რელიგია და მსოფლმხედველობა. დროთა განმავლობაში ამ ქვეყნებში ხელოვნების თითოეულ დარგში ჩამოყალიბდა მხატვრული ტრადიციები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა.

 
   ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნეში თავდაპირველად ჩინეთში, შემდეგ იაპონიაში ახალი რელიგია – ბუდიზმი გავრცელდა. ბუდისტური ტაძრებისა და სამლოცველო კოშკების (ე.წ. პაგოდების) მშენებლობისას, თანდათან ჩამოყალიბდა მათი არქიტექტურული იერსახე, რომლის მთავარი ელემენტია დაქანებული სახურავი ოდნავ აპრეხილი კიდეებით. სახურავის შვერილი კიდეები საკმაოდ სცილდება შენობის კედლებს, ისე, რომ თავად შენობა სახურავის ქვეშ ჩაწოლილ ჩრდილშია მოქცეული.

ძველ ჩინელ პოეტს ასე აქვს აღწერილი ტრადიციული არქიტექტურა : “კოშკის სახურავი ცას უნდა სწვდებოდეს, არ ღირს ნაგებობის ჩვენება. თითქოს არის და თან არც არის თითქოს

ასეთი უჩვეულო ფორმის  სახურავი თოვლისა და წვიმისგან იცავდა ნაგებობას, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან თავად შენობა ხშირად ხის მასალისგან იყო ნაგები.

  ჩინური და იაპონური კულტურის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა მასალამ – ტუშის საღებავმა. თავდაპირველად ტუში მხოლოდ შაცი ფერის იყო. სხვადასხვა სიძლიერის ფერის მისაღებად  ტუშს წყალში ხსნიდნენ  და ერთი ფერის გრადაციით  შეეძლოთ გადმოეცათ ნებისმიერი მხატვრული ეფექტი.   ეს ტრადიცია ფერადი ტუშის გამოგონების შემდეგაც შენარჩუნდა. ჩინური და იაპონური მხატვრობის პრინციპია  გრაფიკული ნახატის სისადავე და ლაკონურობა,  მინიმუმამდე დაყვანილი დეტალები  და ხაზის განსაკუთრებული დახვეწილობა.

  აღმოსავლური მხატვრობის მნიშვნელოვანი თავისებურება ისაა, რომ ნახატები ქაღალდის ან აბრეშუმის  გრაგნილებზე იქმნება. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ორივე – ქაღალდიცა და  და აბრეშუმიც ჩინეთში გამოიგონეს. მათი წარმოების საიდუმლოს ჩინეთი მკაცრად იცავდა, ხოლო ევროპული სახელმწიფოები  სხვადასხვა ხერხით ცდილობდნენ ამ საიდუმლოს ხელში ჩაგდებას.

  სიფრიფანა, გამჭვირვალე ფაიფური, რომლისგანაც მზადდებოდა დეკორატიულად შემკობილი ჭურჭლის ათასგვარი სახეობა ჩინეთს სახელმწიფოს შემოსავლის  ერთ-ერთი მთავარი წყარო გახდა. ფაიფურის ნაწარმი იმკობოდა  როგორც ლურჯი ფერის, ასევე ფერადი ტრადიციული  ნახატით.  პოპულარული იყო  მცენარეული მოტივები  და ორნამენტი, დრაკონები, რომლებიც ჯერ კიდევ უძველესი ჩინური კერამიკიდან არის ცნობილი.   ულამაზესი ფაიფურის ნაწარმით  და მდიდრული აღმოსავლური  აბრეშუმით დატვირთული სავაჭრო ქარავნები  გამუდმებით ეზიდებოდნენ  ძვირფას ტვირთს აღმოსავლეთიდან  დასავლეთისაკენ, სადაც მას სამეფო კარი და არისტოკრატია მოუთმენლად ელოდა. ასე გაიცნო ევროპამ ჩინური კულტურა.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close