საკითხავისურათები

სად მოუწევს სასჯელის მოხდა ანდერს ბრეივიკს

ნორვეგიის „ეროვნული ტრაგედიის“ მთავარი “გმირი” Anders Behring Breivik …  “მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი მასშტაბური ტრაგედია ნორვეგიას არ ახსოვს” განაცხადა ნორვეგიის პრემიერ მინისტრმა იენს სტოლტენბერგმა.

ოსლოს ახლოს არსებულ კუნძულ უტოიაზე– პოლიციის ფორმაში გადაცმულმა 32 წლის მამაკაცმა – ახალგაზრდები ერთად შეაგროვა და შემდეგ ცეცხლი გახსნა. კუნძულზე ლეიბოლისტური პარტიის მიერ ორგანიზებული ახალგაზრდული ბანაკი გახლდათ , სადაც 700მდე ახალგაზრდა იმყოფებოდა. თვითმხილველების ინფორმაციით ცეცხლის გახსნის შემდეგ– ზოგმა ტყეს შეაფარა თავი, ზოგმაც წყალში ჩახტომით სცადა გაქცევა, მაგრამ –პოლიციის ფორმაში გადაცმულმა მამაკაცმა არც ისინი არ დაინდო. ტერაქტში ეჭვმიტანილი –ვინმე Anders Behring Breivik დააკავეს, ასევე მას ბრალი ედება მეორე ტერაქტში რომელიც მოხდა ოსლოში მთავრობის სახლთან, პოლიციიის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მთავრობის სახლთან ახლოს მდგარ ავტომობილში იყო ჩამონტაჟებული.  ეს გახლავთ ანდერს ბრეივიკის  Facebook-ის გვერდის PDF ვერსია. ამ გვერდის მიხედვით იგი ქრისტიანი და პოლიტიკურად –კონსერვატიორი. 17 ივლისის ტვიტერის მესიჯად უწერია: “One person with a belief is equal to the force of 100 000 who have only interests.

ნორვეგიის პროკურატურის მიერ უკვე განიხილება საკითხი, რომ ანდერს ბრეივიკს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის წაუყენონ ბრალი. საუბარია, ნორვეგიული კანონმდებლობის შეცვლასა და სასჯელის უმაღლესი ზომის, 21-დან 30 წლამდე გაზრდის შესახებაც. თუმცა, არის იმის შესაძლებლობაც, რომ ექსტრემისტი სიცოცხლის ბოლომდე ციხეში დარჩეს. სხვათა შორის, საამისო სურვილს ის თავადაც გამოთქვამს.

ახლა კი იმ ციხის ფოტოები, თუ სად მოუწევს სასჯელის მოხდა Anders Behring Breivik.

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close