უცნაური

ნეკრომანტია

c3e301071e96

გამარჯობა ჩემო საყვარელო უცნარელებო. რა ხანია პოსტი აღარ დამიწერია. ახლა,სანამ დასასვენებლად წავალ, მინდა ბოლო, ფრიად საინტერესო პოსტი შემოგთავაზოთ…

მაშ ასე,

ეს მოვლენა, რომელიც ძველი აღთქმიდან მოდის, სხვანაირად ცნობილია როგორც “სულების გამოძახება” , “მედიუმიზმი“. და მხოლოდ XIX საუკუნეში გაირკვა ყველაფერი,მაშინ მოდაში უცებ შემოვიდა სიტყვა “სპირიტიზმი”.

ნეკრომანტიის პირველი ხსენება შეგვიძლია ბიბლიაში ვიპოვოთ.იქ ნათქვამია, რომ ისრაელის მეფე საულმა,ფილისტიმელების შემოსევით შეშინებულმა,აენდორელი ჯადოქრის მეშვეობით წინასწარმეტყველი სამუილიის სული გამოიძახა,რათა მისთვის რჩევა ეთხოვა.განრისხებულმა სამუილმა, ასეთი არარელიგიური საქციელისთვის საულს უწინსწარმეტყველა დამარცხება და მოახლოებული სიკვდილი.სულების გამოძახების ტრადიცია კერპთაყვანისმცემლობიდან მოდის. კერძოდ, შუმერებს,სპარსელებს, და სხვა ხალხებს, დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ ურთიერთობა სულებთან და მათ გამოძახებასთან.

ძველ სლავებს და აფრიკის ტომებს, უფრო ბუნების სულებთან ჰქონდათ კონტაქტი: წყლის, ტყის, ცეცხლის. ქრისტიანობის მიღებამდე, დიდ პატივში ჰყავდათ მაგები, რომლებსაც შეეძლოთ ისეთი სულების გამოძახება, როგორებიც იყვნენ: პერუნი, ველესი,სტრიბოგი ან სემარგალი. ამ არსებებთან ურთიერთობა ძალიან სახიფათო იყო, წარმატებული კონტაქტის შემთხვევაში ღმერთები მსხვერპლს მოითხოვდნენ.ასეთი მსხვერპლი, როგორც წესი სუფთა (ბალახისმჭამელი) ცხოველები იყვნენ.

abf4359c3fd6

სიკვდილის შიშით

დროთა განმავლობასი ნეკრომანტიის ამ სახეობის გამო ძალიან ბევრ ადამიანს სდევნიდნენ. კეპრთაყვანისმცემლობა ქრისტიანობამ შეცვალა და ევროპაში გააღვივა ომი სპირიტუალიზმის წინააღმდეგ. ქრისტიანობის და ნეკრომანტიის ომის პიკი XVII საუკუნე იყო, იმის შემდეგ რაც 1604 წელს ინგლისში “ჯადოქრობის აქტი” მიიღეს. ამ დოკუმენტის მიხედვით, დაახლოებით ასი წელი ცეცხლზე წვავდნენ ჯადოქრებს.ხშირად ეს უდანაშაულო ხალხიც იყო.

ასე, 1657 წელს, ინგლისის ქალაქ დერბიში, მოყოლილია ვინმე ელიზაბეთ ბარკერზე, რომელიც 1 კვირა თავისი მეუღლის სხეულს სახლში ინახავდა. მეზობლებმა ის დაასმინეს და ეკლესიის სასამართლოს გადასცეს, სადაც მან შემდგომში წამების შემდეგ, აღიარა, რომ ცდილობდა მეუღლის სულის გამოძახებას. ის კოცონზე დაწვეს. და მხოლოდ მოგვიანებით გაირკვა, რომ მას შესაბამისი საღსრები არ ჰქონდა, რომ ქმარი დაეკრძალა.

ae55ccdb0c28

პოპულარული საიდუმლო

ნეკრომანტიის ახალი ბუმი XIX საუკუნეზე მოვიდა, როდესაც ფრანგმა ალან კარდეკმა, რომელიც დაინტერესებული იყო პარანორმალური მოვკლენებით, ნეკრომანტიის საბუთების გაცნობის შემდეგ, ამ საიდუმლოს ახალი საფუძველი იპოვა.ითვლება, რომ ზუსტად კარდეკმა გამოიყენა პირველმა სპირიტული სეანსისთვის კარტის მრგვალი მაგიდა.

XIX საუკუნის მეორე ნახევარში სპირიტიზმით გართობამ ამერიკაში გადაინაცვლა, სადაც იყენებდნენ პოპულარულ ლამბაქს ზედ დახატული ისრით.

XX საუკუნეში მომხდარმა მოვლენებმა სპირიტიზმი უკანა პლანზე გადასწია. თუმცა ლაპარაკობენ, რომ ჰიტლერი, მუსოლინი და რუზველტი იყენებდნენ სულების გამოძახების ტექნიკას, თუმცა ამაზე ზუსტი ცნობები არ არსებობს. და მხოლოდ წინა საუკუნის 70იან წლებში ისევ გაღვივდა ნეკრომანტია.ის პოპულარული გახდა საფრანგეთის ახალგაზრდობაში, ამერიკაში და დიდ ბრიტანეთში. ნეოსპირიტუალიტები, თავისი წინაპრებისგან განსხვავებით, სეანსებზე ფსიქოტროპულ საშუალებებსაც იყენებდნენ.

b2759399cb76

სახიფათო ცდები

XX საუკუნის ბოლო მეოთხედში, მსოფლიოში სპირიტუალისტების დახურული საზოგადოებები მომრავლდა.სასულიერო პირებმა განგაში ატეხეს ამასთან დაკავშირებით. ისინი აცხადებდნენ, რომ სპირიტიზმი ბოროტი სულების ჩარევით ხდება, და ხშირ შემთხვევაში, მედიუმი, რომელსაც ჰგონია, რომ სულს ელაპარაკება, სინამდვილეში კონტაქტი აქვს დემონთან.

ამ კავშირთან საინტერესო ფაქტი გარდახდა ვინმე ელენას(გვარი გასაიდუმლოებულია). როდესაც იგი საფრანგეთიდან დაბრუნდა, სპირიტიზმით დაინტერესებულმა დაიწყო თავის მეგობრებთან რიტუალების ჩატარება. ერთ ასეთ რიტუალზე მას სული გამოეხმაურა, რომელიც ყველა მის კითხვას პასუხს სცემდა. გარკვეული დროის შემდეგ, ელენას სახლში უცნაური ხმები ისმოდა.მალე ქალს გამოცხადება დაუწყო მამაკაცის სულმა.რომელიც, ელენას თქმით მას ყველგან დასდევდა, ტრანსპორტში, სამსახურში, ქუჩაში, სახლში.

ნახევარი წლის შემდეგ კი ელენა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შიზოფრენიის დიაგნოზით.

ba2ed887116c

აი ასე ხდება ჩემო კარგებო, ამიტომ გირჩევთ, არავითარ შემთხვევაში მსგავსი ცდები არ ჩაატაროთ…

ყველას დიდი მადლობა, კარგ დასვენებას გისურვებთ…

BY ნაწკა

ნაწკა თარაშვილი | შექმენი შენი ემბლემა
100001248111493.976.1401718075

მსგავსი ამბები

Back to top button