გართობაუცნაური

ინტერნეტში ცნობილი ადამიანების სახეებს ყიდიან

23208f134c76
ჩინეთში მოდაში შემოვიდა ახალი გართობა- სახის გამოცვლა..
“ახალი სახის” ყიდვა შეგიძლიათ ჩინეთშიყველაზე ცნობილ ინტერნეტ მაღაზიაში Taobao-ში. ეს
საკმაოდ რეალისტური ნიღაბია, რომელიც დამზადებულია ულტრა თხელი სამედიცინო სილიკონით.

ნიღაბთან ერთად, თქვენ შეიძენთ სპეციალურ გელს, რომლის საშუალებითაც ნიღაბი იმდენად მჭიდროდ ეკრობა კანზე რომ იმეორებს სახის მიმიკებსაც. ხელოვნური კანის სისქე 0,1-დან 1 მილიმეტრამდე მერყეობს, მასალა მაქსიმალურად მიახლოებულია კანის სტრუქტურასთან, სწორედ ამიტომ ნებისმიერი ადამიანი მოტყუვდება ერთი მეტრის დაშორებით. “ახალი სახის” ღირებულება მერყეობს 500 დან 2 ათას იაუნამდე (ეს დაახლოებით 75-300 დოლარია) კიდევ 100 იუანის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ წვერებს და ულვაშებს.

ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ამ ნიღბებს ამზადებს ერთი სტუდენტი გოგონა პეკინში.სტუდიის მფლობელი ბატონი სიუ აცხადებს რომ ამ ნიღბებს ძირითადად გასართობად ყიდულობენ, მაგალითად ბიჭი თავისი შეყვარებულის გასაოცებლად, ან და ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანები.

მყიდველების რაოდენობა დღითიდღე მატულობს, და ბიზნესი ყვავის, აცხადებს ბატონი სიუ. მის საამქროში ასობით ნიღაბია, ხოლო საამქროში ოთხი თანამშრომელი ჰყავთ.აქ აგრეთვე მზადდება ხელოვნური თითები,ყურები და ა.შ.

ისე ძაან უცნაურები არიან ეს ჩინელები, რას აღარ მოიგონებენ :D

მსგავსი ამბები

Back to top button