გასართობისაკითხავისაქართველო

მამაკაცები.. (დანანახი ორი თვალით, გაჭორილი ერთი ენით : P )


ჩემი ხედვა მამაკაცთა ტიპაჟების (,,ჯიშების”) მიმართ, ყველა არ შედის და ნუ აღელდებით მანდამაინც : )

1) ,,მე ჩემი ცოლი შიშველი არ მყავს ნანახი და ამით ვამაყობ”- აცხადებს ერთ-ერთ ფორუმზე კაცი : ) (ეხლა წარმოიდგინეთ, როგორ ამაყობს ამ კაცის ცოლი, ,,ნამეტანი პატიოსანი ვარ, იმფერი ნამეტანი, რომ ჩემს ქმარს არ ვყავარ ნანახი შიშველიო” )

2) ,,გოგო რომ ,,skype me” რეჟიმს დააყენებს, იმას მე პირადად სახლში არ შემოვუშვებ_ აცხადებს მეორე :D (ბიჭებო ჭკვიანად იყავით, თორემ იგივე წესი თქვენ წინააღმდეგაც ამოქმედდება : )) )

3) ბიჭი, რომელიც ამბობს, არა ინტერნეტს რეალი ჯობია, ვთქვათ ინტერნეტში ილაპარაკეთ 1000 თემაზე, მერე უთხარი, რომ მოგწონს და რამე .. ესეთებიც ხდება? :O (ამას კითხულობს თვითონვე :D მოდით იმ ანთებულ გულებს გაუმარჯოს, თან ინტერნეტში რომ ზიან და თან რომ უტყდებათ :D )

4) ჭეშმარიტი ქართველი ბიჭის ბეჭედდასმული კანონი: კაი ბიჭის და ჩემი დაა!

5) მამაკაცი, რომელიც ქალს სთავაზობს ინტიმურ ურთიერთობას და უარის შემდეგ ამბობს (ტონი ვითომ უცვლელია) : არა, მე ეს ისე, ქველმოქმედების სახით შემოგთავაზე, რომ ქალური ბედნიერება გეგრძნო, თორე ყველაზე კი არ ვხარჯავ დროსო : )) (მდაა .. :D )

6) კაცი, რომლისთვისაც ქორწინება უღელში გაბმაა (ასეთს მართლა უღელი უნდა დაადო)

7) კაცი, რომელიც კითხვაზე – გოგო როგორი უნდა იყოს?! გიპასუხებს:
როგორც ხეჭეჭური ქვაზე დასათხლეში, მაღალი, მაგრამ ძაან სტოლბაც არა, ტანით როგორც ვიოლინო (წაი და იყიდე გასაბერი ვიოლინო :D ) და კიდევ ულვაში არ უნდა ქონდესო (რა ვიცი, მთლად ნუ გააეპილატორებთ და ქოსად ნუ გადააქცევთ ამ ქალებს )

8) კაცი, რომელიც მანდილოსანს პირველ პაემანზე დუქანში ეპატიჟება, კაი ჩახოხბილი არ მიჭამია რამდენი ხანიაო. ( ასეთ კაცს ვუსურვებ იმ დუქანს ერქვას ,,არ გამცდე” : )  )

9) კაცი, რომელზეც შეიძლება მადლიანად გადაკეთდეს :
მოვკლავ დედას, მოვკლავ მამას, თუკი ,,კროკობეთი” მეტყვის ამას : ))
კროკობეთი შეგიძლიათ ადვილად ჩაანაცვლოთ პოკერკლუბით : D

10) კაცი, რომელსაც ქოლგის დაკავება ,,უტყდება”, მით უმეტეს თუ ეს ქოლგა შავი არაა (უკაცრავად, წყალგაუმტარი ჯიშის მამრებიც არსებობენ? : ) ე ბიჯო რათ გინდა ქოლგა, ,,გედიფარე” ნაბადი და ეგაა )

11) კაცი, რომელიც ქალს ეკითხება რა არის ბედნიერება, ეს უკანასკნელი კი პასუხობს, ეს არის რაღაც განცდა, გულის აჩქარებული,აბნეული ცემა და ამ დროს მამაკაცი მოურიდებლად ეკითხება, ეგ ხომ არითმიაა? (ამისთვის მანდამაინც უნდა ეთქვათ, რომ ბედნიერება სავსე კუჭით დაძინებაა და მიხვდებოდა : ) )

12) კაცი, რომელსაც სახლში საყვარელი ჩაუსახლდა და ფიქრობს როგორ მოიცილოს უმტკივნეულოდ (რჩევა: გოგირდი აუხრჩოლე, გოგირდიი :D )

13) კაცო, რომელიც მელოტია, თავზე თმა აღარ შერჩა და ცოლს აბრალებს, ამან მომინელა და გამამელოტაო.. ( ამ კაცთან დიდი ბოდიში, მაგრამ  ვენაცვალე მასეთ ქალს :D )

14) კაცი, რომელიც კიტრს და საზამთროს თესავს ბოსტანში, წელს ცხელი ზაფხული იქნება და მოვემზადოო : ) ( ეხლა ეს შეადარეთ იმ კაცს, ვენტილატორზე როა შემომჯდარი და ხელში თოხის მაგივრად ლუდი უჭირავს :D )

15) კაცი, რომელიც ღიპზე პულტდადებული და მაგიდაზე ფეხებშემოწყობილი კმაყოფილი სახით უყურებს ტელევიზორს, ცოლს კი იქვე მშვიდად ძინავს, და ამ დროს კაცის განწირული ყვირილი    გოოოოლლ… ამას თან ერთვის განწირულების თანმხვედრი მოძრაობები, ფეხების ბაკუნი, კბილების კრაჭუნი, მუშტების დაუნდობელი  რტყმა მაგიდაზე და ასე შემდეგ და აქვე გამოღვიძებული ცოლი  .. (ღირსი არაა ჩაარეხვო ის პულტი თავში? )

16) კაცი, რომელმაც ფრანგული არ იცის და ცოლად ფრანგი ქალი მოყავს (უი სულ თვალებით უყვართ ერთმანეთი… : ) ასეთ კაცს ვურჩევ ხშირად აღავლინოს ლოცვა ცოლის მიმართ: ,,შენ, ცოლო ჩემო, მომეც მე ვიზაი იგი, რათა მიხსნა მე გაჭირვებისგან….. ” :P )

დაამატეთ თქვენს მიერ დანანახი კაცების მანკიერებები : ))) ხო, მართლა, ბიჭებმა არ იდარდოთ, გოგონებზეც დავწერ მერე : D

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close