არქივი

ლევ ტოლსტოი

9487c53c89cc

მთელი ცხოვრების განმავლობაში ტოსტოი მოუსვენრად იყო, ყოველთვის რაღაცას ეძებდა. იყო: მასწავლებელი, ჯარისკაცი, მქადაგებელი, მამა, ფერმწერი, ფილოსოფოსი, თუმცა თავისი უდიდესი მიღწეობა მწერლობაში დააფიქსირა. ტურგენევი მას ”რუსეთის უდიდეს მწერლად” მიიჩნევს.
ტოლსტოიმ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა რუსულ ლიტერატურაზე. გარდაცვალების შემდეგ მისმა ნაწარმოებებმა გაამდიდრა ის და ღირსეული ადგილი დაუმკვიდრა მთელს ევროპაში.

ტოლსტოი 1828 წელს, დიდგვაროვანთა ოჯახში, ნიკოლოზ პირველის მეფობის დროს დაიბადა. იგი ოჯახში ხუთი შვილიდან მეოთხე ვაჟი იყო. მწერალი ადრევე დაობლდა. ორი წლისას მამა გარდაეცვალა, ხოლო ცხრა წლისამ დედა დაკაარგა. ობოლი ბავშვების გაზრდა ნათესავმა ქალებმა იკისრეს. უნივერსიტეტში კაზანში ცხოვრების დროს სწავლობდა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საკმაოდ ცუდი სტუდენტი იყო. მან მიატოვა სწავლა და მამულში, იასნაია-პოლიანაში გაემგზავრა.

3531d7b4a271

მოგვიანებით ადგილობრივი ცხოვრებით უკმაყოფილომ სანქტ-პეტერბურგში წასვლა არჩია. ტოლსტოიმ ქალაქის გარყვნილ ცხოვრებას ფეხი ვერ აუწყო, ამიტომ თავის ჯარისკაც ძმას შეუერთდა და მასთან ერთად კავკასიააში სამხედრო ბანაკში განამწესეს.

არმიაში ყოფნისას თავისუფალ დროს უმეტესად წერაში ატარებდა. 1852 წელს მან გამოაქვეყნა პირველი ნამუშევარი ”ბავშვობა”. ტოლსტოი ჯერ კიდევ არ იყო დარწმუნებული, გამართლებული იქნებოდა თუ არა ერთდროულად ყოფილიყო მემამულე, არისტოკრატი, ჯარისკაცი და მწერალიც, თუმცა პირველი ნამუშევრის გამოქვეყნებამ საბოლოოდ გადააწყვეტინა გაეგრძლებინა წერა. 1856 წელს უკვე თავისი მესამე ნაშრომი, ”სევასტოპოლური მოთხრობები” გამოაქვეყნა, რომელზეც ამჟამად თავისი სახელი დაურთო.

ყირიმის ომის პერიოდში იგი დუნაიზე გადაიყვანეს. მაშინ აღმოაჩინა, რომ ომი არც ისეთი შთამბეჭდავი მოვლენა იყო, როგორიც ერთ დროსმწარმოედგინა. ტოლსტოის იმდროინდელ ნამუშევრებში ძირითად ყურადღება ომზე, სიკვდილ-სიცოცხლეზე, პატრიოტიზმზე, სამშობლოს სიყვარულზე და მშვიდობაზეა გადატანილი.

e941233c0608

1855-1881 წლები რუსეთში დიდი ცვლილებების პერიოდი იყო. ტოლსტოი ძველი რუსეთის პრინციპებს ემხრობოდა და მოდერნიზაციას უარყოფდა. ფიქრობდა, რომ ეს, უპირველესად, გლეხებზე, მათი ცხოვრების სტილსა და აზროვნებაზე აისახებოდა. მწერალი არ იყო ”ახალი ინტელიგენციის” მომხრე, ვინაიდან თვლიდა იგი ხელოვნური და სამყაროდან მოწყვეტილი იყო.

ტოლსტოი 1861 წელს ბატონყმობის გაუქმებას ეწინააღმდეგებოდა. ეს, რა თქმა უნდა, დიდ დარტყმას წარმოადგენდა თითოეული დიდგვაროვნისთვის, მათ შორის ტოლსტოისთვისაც, რომელიც ამას ოჯახური რღვევის საწყისად მიიჩნევდა.

1856 წელს ტოსლტოი კვლავ სანქტ-პეტერბურგში დაბრუნდა, სადაც მრავალი ლიტერატურული წრე მის მოხიბვლას ცდილობდა. მათი მლიქვნელობითა და ”ცრუ სიყვარულით” შეწუხებული მწერალი კვლავ საკუთარ სახლში დაბრუნდა. მოგვიანებით გრაფი ევროპის ირგვლივ მოგზაურობდა. ამ დროს მრავალი ნაწარმოები დაწერა, მათ შორის ”კაზაკები”. მისი ნაწარმოებები ძირითადად მორალისტურ საკითხებსა და მატერიალურ კეთილდღეობას ეხებოდა, რომელიც ხრწნიდა და რყვნიდა ადამიანის სულს.

1859 წელს ტოსლტოი კვლავ მამულში დაბრუნდა, სადაც ამჟამად გლეხის შვილების აღზრდა-განათლებას მიჰყო ხელი. ამ დროისთვის იგი გაცილებით მეტს ზრუნავდა განათლებაზე. ხელმძღვანელობდა რამდენიმე ჟურნალს. სწორედ მათი იდეების შესაგროვებლად კიდევ ერთხელ იმოგზაურა ევროპაში.

8f798449e55a

1862 წელს, სონია ბერსზე დაქორწინების შემდეგ, ტოსლტოიმ მიატოვა გლეხების განათლება და საკუთარ ოჯახზე დაიწყო ზრუნვა. მას 15 წელიწადში 13 შვილი შეეძინა, თუმცა, მათგან მხოლოდ 10 დარჩა. მოგვიანებით მან კვლავ წერას მიჰყო ხელი და შექმნა ნაწარმოები ”ომი და მშვიდობა”. როდესაც იგი პირველად დაიბეჭდა ხალხის დიდი მოწონება არ დაუმსახურებია. ამ წიგნისთვის მას დიდგვაროვანთა ქებით მოხსენიებისთვის აკრიტიკებდნენ, რადგან იმ დროისთვის ბატონყმობა უკვე გაუქმებული იყო. მიღებულმა კრიტიკამ დიდად იმოქმედა მწერალზე და დეპრესიაში ჩავარდა. ხშირად ფიქრობდა სიკვდილზე.

მოგვიანებით ტოსლტოი კვლავ მასწავლებლობას დაუბრუნდა და შექმნა სწავლის ახალი მეთოდიკა. იგი უარყოფდა ძალადობაზე დამყარებულ სწავლებას. ძირითად ყურადღებას მორალის საკითხსა და წესებზე ამახვილებდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ინტელიგენციაში დიდი პოპულარობით ვერ სარგებლობდა, მისი წიგნები მთელი რუსეთის სკოლების მასშტაბით გამოიყენებოდა სასწავლებლად.

1873 წელს კიდევ ერთხელ დაუბრუნდა მწერლობას ტოსლტოი და ამჟამად მეორე გენიალური ნაწარმოები ”ანა კარენინა” შექმნა, რომელშიც რეალურადაა ასახული რეფორმის შემდეგ რუსეთში მიმდინარე მოვლენები. ამ ნაწარმოების დაწერის იდეა თავის ცხოვრებაში მომხდარი რეალური ფაქტის შემდეგ მოუვიდა როცა თავისმა მეზობელმა საყვარელი მიატოვა, რომელმაც სიცოცხლე მატარებლის ქვეშ დაასრულდა.

”ანა კარენინას” დაწერის შემდეგ ტოლსტოიმ თვითმკვლელობაც კი სცადა, მაგრამ საშველი თითქოს-და უფლის რწმენაში იგრძნო. სწორედ აქედან იწყება მისი ცხოვრების რელიგიური პერიოდიც. ტოსტოის შეხედულებები არ შეესაბამებოდა მართმადიდებლური ეკლესიისთვის მიღებულ წესებს. იგი თავის გონებრივ და სულიერ მდგომარეობას ”აღსარება”-ში აღწერს, რომელიც მრავალ ცენზურაში იყო გატარებული და გაკრვეული დროის განმავლობაში არც დაბეჭდილა.

ტოლსტოი ჩაურღმავდა ბიბლიასა და სამოძღვრო წიგნებს. ბევრი ადამიანისთვის იგი მოძღვრად იქცა. თავისი სახელი ფართოდ გავრცელდა, ხოლო პიროვნება კი ყურადღების ცეკტრში მოექცა. მრავალი მწერლის მრწამსის შესაბამისად ცხოვრობდა. ტოლსტოის საკუთარი თავის უფრო სწამდა, ვიდრე უფლის. სწორედ ამის გამო, კთვნილ მამულს თვითონვე უვლიდა და მიწასაც თავადვე ამუშავებდა.

8f798449e55a

სიცოცხლის ბოლო დღეებში ტოსლტოი მოსვენებას ვერ პოულობდა. მან უარყო რუსეთის სახელმწიფო და მასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. აღმოაჩინა ისიც, რომ თავისი ქორწინება უბედური იყო. 82 წლისამ უმცროს ქალიშვილთან ერთად სახლი დატოვა, მეუღლეს კი წერილი დაუტოვა, სადაც წერდა, რომ უკანასკნელი დღეების გატარება მარტოობასა და სიმშვიდეში სურდა.
რამდენიმე დღეში ტოსლტოი პროვინციული რკინიგზის სადგურში გარდაიცვალა. თავისი ძმის მონათხრობით მათი მამული, იასნია-პოლიანი ბედნიერების საიდუმლოს ინახავდა. სწორედ აქ ისურვა მწერალმა დასაფლავება.

ლევ ტოლსტოის დაკრძალვა

keti kacharava

confused

მსგავსი ამბები

Back to top button