საკითხავისასარგებლოსურათები

თვითგადარჩენა

ადამიანი, ერთი შეხედვით სუსტი არსება, მაგრამ როცა დაბრკოლებებს ვაწყდებით მაშინ ვხვდებით, რომ მათი გადაწყვეტა უკეთესად შეგვიძლია ვიდრე მანამდე გვეგონა. ამ პოსტში წარმოგიდგენთ რეალურ ისტორიებს, რეალურ ადამიანებზე რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს თვითგადარჩენისათვის და მათ ეს მოახერხეს…

ცისფერი ცა, თბილი მზე, სუფთა ჰაერი და გასაოცარი სიწყნარე: თქვენ იცით, რომ მიხვედით სრულყოფილ დანიშნულების ადგილას, ყველაზე შორს ადამიანებისგან და ყველაზე ახლოს ბუნებასთან. აი თქვენ შვებისგან ამოისუნთქეთ და კიდევ ერთხელ გადახედეთ ბუნების ამ შესანიშნავ პეიზაჟს, მაგრამ ერთი არასწორი ნაბიჯი და თქვენ შეიძლება აღმოჩნდეთ უზარმაზარი ქვების ქვეშ ან ფეხი დაგიცურდეთ ციცაბო კლდეზე, ილოცოთ რომ ტკივილმა ოდნავ მაინც გაგიაროთ და თქვენი ყვირილი ვინმემ გაიგოს. ერთ წამში ყველაფერი იცვლება, სიწყნარე იქცევა სიმარტოვედ, ბუნება ხდება მკაცრი და თქვენი ერთადერთი გადარჩენის იმედი ისევ თქვენი ნებისყოფაა. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი? თქვენს წინაშეა ნამდვილი ადამიანები ნამდვილი ისტორიებით…

გადაჭრა თოკი: თვითგადარჩენა ხოხვით

1985 წელს ორმა ბრიტანელმა მთამსვლელმა სახელად ჯო სიმპსონმა და საიმონ იატსიმ, გადაწყვიტეს ყოფილიყვნენ პირველები რომლებიც დაიპყობდნენ მწვერვალს სახელად “სიულა გრანდე” (Siula Grande), რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 6,344 მეტრს აღემატება. მწვერვალზე ასვლისას სიმპსონმა ფეხი მოიტეხა და უკან დაბრუნების მიზნით მისმა პარტნიორმა თოკი მოაბა, რომლის მეორე ბოლო თავად დაიმაგრა და ნელ-ნელა დაიწყო დაბლა დაშვება თოკების დახმარებით. უცებ ზვავი ჩამოწვა და სიმპსონი თან გაიყოლა, იატსი კი დარჩა მაღლა. იმის შემდეგ რაც ის პარტნიორს ვეღარ ხედავდა და მისი ხმაც აღარ ესმოდა, მან ჩათვალა რომ სიმპსონი დაიღუპა და დიდი ყოყმანის შემდეგ თოკი რომელიც მათ აკავშირებდა გადაჭრა.
ფიზიკის კანონებმა გამოიწვიეს რომ ჯო დაბლა ვარდებოდა და მას უკვე თავი განწირული ეგონა, მაგრამ გზაში ხეებში გაიჭედა და იქ იყო მთელი დღე სანამ ზვავი და ქარი შეწყდებოდა. დაქანცული, ჰიპოთერმიით(ადამინის სხეულის ტემპერატურის დაწევა) და მოტეხილი ფეხით სიპსონმა მოიკრიბა ძალა და ხოხვით გააგრძელა გზა ბანაკამდე. მან ასე 3 დღე იხოხა 5 კილომეტრი და ბოლოს მიაღწია ბანაკამდე რამოდენი წუთით ადრე სანამ იატსი და სხვა ეკიპაჟის წევრები დატოვებდნენ ადგილს.
მისი ეს გასაოცარი ისტორია სიპსონმა აღწერა საკუთარ წიგნში სახელად(Touching the Void), რომლის მიხედვით ფილმიც გადაიღეს ამავე სახელწოდებით.

ფეხების გარეშე: ახალი ზელანდიის ყინულზე ცოცვა

1982 წელს ორმა მთამსვლელმა სახელად მარკ ინგლისმა და ფილ დოდლიმ, გადაწყვიტეს ასულიყვნენ კუკის მთის მწვერვალზე რომელიც ახალ ზელანდიაში მდებარეობს. მოულოდნელმა და ძლიერმა ზვავმა ისინი დაფარა და ყინულის გამოქვაბულში მოაქცია, სადაც ისინი მაშველების მოსვლამდე 13 დღის განმავლობაში იყვნენ მომწყვდეულები.
ძლიერმა ყინვამ ორივეს ფეხებზე განგრენა გამოიწვია და მათი გათავისუფლების შემდეგ ორივეს მოაჭრეს ფეხები მუხლს ქვემოთ. რათა დაესრულებინა საკუთარი თავისთვის დასახული მიზანი, ინგლისი 2002 წელს კვლავ დაბრუნდა კუკის მთაზე და ამჯერად წარმატებასაც მიაღწია, მან მწვერვალი დაიპყრო…ორივე ფეხის გარეშე, პროთეზით. 2006 წელს კი ევერესტის დაპყრობისას ის გახდა პირველი ადამიანი ვინც ფეხი დადგა მსოფლიოში ყველაზე მაღალ ადგილას ფეხების გარეშე.

შეჭამო ძაღლები: დაკარგულები ანტარქტიკაში

1912 წლის ნოემბერში ავსტრალიელი მოგზაური სახელად დაგლას მაუსონი ორ მეგობართან ერთად შეუდგა მოგზაურობას. მათი მიზანი იყო აღმოეჩინათ და შეესწავლათ “მეფე ჯორჯ V–ის მიწა” ანტარქტიკაში. ხუთი კვირის და 480 კილომეტრის გავლის შემდეგ, ერთ–ერთი ექსპედიციის წევრი უეცრად ჩავარდა გაყინულ წყალში და თან გაიყოლა 6 ძაღლი, კარავი და უამრავი საჭირო ნივთი. მეგობრის დაღუპვის და საჭმლის გარეშე დარჩენილმა მაუსონმა და მისი ერთმა გადარჩენილმა მეგობარმა გადაწყვიტეს უკან, ბანაკში დაბრუნება. გზაში ისინი დაღუპული ძაღლების ხორცს ჭამდნენ, ხოლო როცა 100 კილომეტრი აშორებდათ ბანაკამდე, მაუსონის მერე მეგობარიც გარდაიცვალა სისუსტისგან და ძლიერი ყინვისგან. მარტო დარჩენილმა მაუსონმა განაგრძო გზა რათა ბანაკამდე მშვიდობით მიეღწია, მაგრამ ბუნებას სხვა გეგმები ქონდა: მას გზაში ფეხი დაუცურდა და მისი მეგობრის მსგავსად გაყინულ წყალში ჩავარდა, გადარჩენის ყოველგვარი შანსის გარეშე დაგლასმა მაინც მოახერხა წყლიდან ამოსვლა და გზა განაგრძო, მალე მას უკანასკნელი ძაღლის ხორციც გამოელია. მან ბოლო რამოდენიმე კილომეტრი თითქმის გაყინული ფეხებით, დაღლილობისგან გამოფიტული სხეულით და მშიერმა გაიარა. ბანაკში მყოფი მეცნიერების თქმით მაუსონი ისეთ ცუდ მდგომარეობაში იყო ბანაკში მისვლისას, რომ თავიდან ვერც კი იცნეს. დაუსონის ისტორიაც წიგნზე აღიბეჭდა შოკისმომგვრელი სახელწოდებით “After the Last Dog Died”.

ადამიანი ჰიპოპოტამის წინააღმდეგ: ბრძოლა თვითგადარჩენისთვის ზიმბაბვეში

ბრიტანეთის არმიიდან წამოსვლის შემდეგ, პოლ ტემპლერმა გადაწყვიტა საცხოვრებლად ზიმბაბვეში გადასულიყო და გახსნა ტურისტული ბიურო საიდანაც მას ტურისტები მდინარე ზამბეზის დასათვალიერებლად დაჰყავდა. 1996 წელს ერთ–ერთი ასეთი ექსკურსიის დროს, მის ნავს თავს დაესხა ჰიპოპოტამი. რამდენიმე დარტყმის შემდეგ ნავი ამოტრიალდა და ერთი ეკიპაჟის წევრი წყალში აღმოჩნდა. ტემპლერი მაშინვე წყალში გადახტა მის დასახმარებლად, ამ დროს გაბრაზებული ჰიპოპოტამი ტემპლერსაც დაესხა თავს და ძლიერი კბილების დახმარებით რამოდენიმეჯერ უკბინა. ჰიპოპოტამმა კბილები ჩაავლო ყოფილ ჯარისკაცს და მდინარეში შეიყოლა, პოლმა უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და ცოტა ხნით თავი გაითავისუფლა. მაგრამ ეს ამით არ დამთავრებულა გამწარებულმა ცხოველმა კვლავ შეუტია პოლს, ამ შეტევის დროს მას ფეხი მოაჭამა, რამოდენიმე ნეკნი ჩაუმტვრია და სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენა. ტემპლერი მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს სადაც მას მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც 7 საათი გაგრძელდა და ოპერაციის დროს ხელის ამპუტაციაც გახდა საჭირო. ტემპლერი მაინც გადარჩა და ფეხზე დადგომის შემდეგ კვლავ შეუდგა საკუთარ სამსახურს.

მოიჭრა საკუთარი ხელი: ლი რელსტონის თვითგადარჩენა

2002 წელს ლი როლსტონი შეუდგა ლაშქრობას როკის მთაზე რომელიც კოლორადოში მდებარეობს. როდესაც ლი ერთ–ერთ მთაზე სახელწოდებით ბლუ ჯონ–ზე გადადიოდა, მას ფეხი დაუცურდა და ხელზე დაეცა უზარმაზარი კლდის ნატეხი, რის შედეგადაც მარჯვენა ხელი მოექცა კლდესა და ქვას შორის. ხუთი დღის განმავლობაში ის სვამდა ძალიან ცოტა წყალს და წყლის გათავების შემდეგ საკუთარ შარდზე გადავიდა. მან ყველაფერი იღონა ხელის გასათავისუფლებლად მაგრამ უშედეგოდ. დიდი ყოყმანის და ყოველგვარი გადარჩენის შანსის დაკარგვის შემდეგ ლიმ გადაწყვიტა ხელის მოჭრა პატარა დანით რომელიც მას გააჩნდა. მან ჯერ მკლავი მოიტეხა რათა სისხლის მორაობა შეეწყვიტა და ამის შემდეგ მოიჭრა ხელი.
ამის შემდეგ მას მოუწია 13 კილომეტრის მანქანით გავლა, მანქანით რომლის გადაცემათა კოლოფი მექანიკური იყო და ყველას მოგეხსენებათ რა რთულია ასეთი მანქანის ტარება მარჯვენა ხელის გარეშე. როლსტონს გზაში შეხვდა ოჯახი რომელმაც მას პირველადი დახმარება გაუწიეს, დაალევინეს წყალი და მისცეს საჭმელი, ამის შემდეგ გადაიყვანეს საავადმყოფოში. ამ ისტორიის მიხედვით გადაიღეს(ჩემი ერთ–ერთი საყვარელი) ფილმი სახელად 127 საათი (127 Hours).

http://www.facebook.com/bairamashvili

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close