არქივი

ბრაუნშვაიგის მუმე

e23d1db52b3c
უფრო ხშირად უბრალოდ მუმე — სუსტად ან ძლიერ ალკოჰოლიზირებული ლუდის ძველი სახეობა გერმანიის ქალაქ ბრაუნშვაიგიდან. მისი შექმნის ისტორია გვიან შუა საუკუნეებს უკავშირდება. მუმე თავისი უჩვეულო შემადგენლობის წყალობით ხანგრძლივად ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს, რის გამოც იგი მალევე გახდა ქალაქ ბრაუნშვაიგის მნიშვნელოვანი საექსპორტო საქონელი. XV საუკუნიდან მუმე უკვე სავაჭროდ გემებით გაჰქონდათ ინდოეთისა და კარიბის კუნძულებისაკენ. დღესაც, შექმნიდან დაახლოებით 600 წლის შემდეგ მუმე დიდი პოპულარობით სარგებლობს ბრაუნშვაიგში, თუმცა უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში მზადდებოდა მუმეს უალკოჰოლო ვარიანტი; ალკოჰოლიზირებული მუმეს დამზადება ბრაუნშვაიგში მხოლოდ 2008 წლის შემოდგომაზე აღადგინეს.

6bec41f2429f
დღეს გერმანელ ხალხში დამკვიდრებულია მცდარი მოსაზრება, რომ სახელწოდება „მუმე“ ბრაუნშვაიგის ერთ-ერთი ძველი მოსახლის, კრისტიან მუმეს (გერმ. Christian Mumme) სახელს უკავშირდება. XVIII საუკუნეში ამ სასმელის შესახებ უამრავი ლეგენდა შეიქმნა, ეს ლეგენდები კიდევ უფრო გაამყარა ქალაქ ვოლფენბიუტელში მცხოვრებმა ექიმმა ფრანც ერნსტ ბრიუკმანმა 1736 წელს გამოცემული ნაშრომით De Mumia Brunsvicensium. ეს რეალობისაგან შორს მყოფი ლეგენდები დღესაც გავრცელებულია ხალხში. ბრიუკმანის მიხედვით, ხსენებულმა კრისტიან მუმემ, ვითომდა ბრაუნშვაიგელმა ლუდის მეწარმემ, 1492 ან 1498 წელს გააუმჯობესა სასმელის რეცეპტი.

9402664fe8b8

ბრიუკმანის ნაშრომს წინ უსწრებდა რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ჩამოყალიბებული ხალხური ლეგენდები და თხზულებები ბრაუნშვაიგერ მუმეს შესახებ. ამ თხზულებათა ცნობადობა მალე გასცდა ბრაუნშვაიგი საზღვრებს, რაც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქალაქის, მისი წარმოებისა და ლუდის პოპულარიზაციის საქმეში. ამ შეთხზულმა ამბებმა თანდათან უკანა პლანზე გადასწიეს ისტორიული რეალობა.

ამგვარად ბრიუკმანის ნაშრომი, რომელშიც უკვე ჩამოყალიბებული ლეგენდები აისახა, კიდევ უფრო განამტკიცა ბრაუნშვაიგერ მუმეს ფოლკლორული სახე. ამას ხელი შეუწყო გრავიურის ოსტატმა ა. ბეკმაც, რომელმაც 1742 წელს წიგნისთვის ილუსტრაციები შექმნა. ბრიუკმანის დაწერილმა ისტორიებმა და ბეკის ილუსტრაციებმა თანდათან კოლექტიური ცნობიერება ჩამოაყალიბა, რის შედეგადაც შემდეგი თაობის ბრაუნშვაიგელებში ეს თხზულებები უკვე ისტორიულ რეალობად აღიქმებოდა. მხოლოდ 1911 წელს ბრაუნშვაიგელმა ისტორიკოსმა და ქალაქის მუზეუმის დირექტორმა ჰაინრიხ მაკმა თავის ნაშრომში „Zur Geschichte der Mumme“ (მუმეს ისტორიისათვის დაამტკიცა, რომ მუმეს გარშემო არსებული ტრადიციული ისტორიების უმრავლესობა ლეგენდებს წარმოადგენდა. მაგალითად, მან უარყო თქმულებები თავად პიროვნება კრისტიან მუმეზე, გადმოცემები მისი სახლის შესახებ, ასევე მუმეს შვილზე.

3ab4848c5548

ბრიუკმანის მიხედვით კრისტიან მუმე ლუდს 1463 წლით დათარიღებულ ერთ ბრაუნშვაიგულ ნახევრად ხისგან ნაგებ სახლში ხარშავდა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაინგრა. ამ ცნობის ნამდვილობის დამადასტურებელი წყაროს მოვალეობას ასრულებდა როგორც წიგნის ილუსტრაცია, ასევე დღემდე შემორჩენილი ხის მოჩუქურთმებული ფიგურა ადამიანის გამოსახულებით, ხელში ლუდის კათხით — ეს ფიგურა თავის დროზე კრისტიან მუმეს სახლს ამშვენებდა. მაკმა ყოველგვარი ეჭვის გარეშე ისტორიული წყაროების მოშველიებით დაამტკიცა, რომ ამ სახლში არასდროს ცხოვრობდა ოჯახი გვარით მუმე.

აღსანიშნავია, რომ ბრაუნშვაიგის ისტორიულ დოკუმენტებში ხრსიტიან მუმე არსად არ გვხვდება, რაც ამ პიროვნების ირეალურობაზე მიუთითებს; სხვა შემთხვევაში ეს ფაქტი გასაკვირი იქნებოდა, ვინაიდან თითქოს მუმეს სახელის მქონე ლუდი შუა საუკუნეებში ძალიან პოპულარული იყო და ქალაქის მთავარ საექსპორტო სახელს წარმოადგენდა. დღეს მკვლევარები მიიჩნევენ, რომ თუკი კრისტიან მუმე რეალურად არსებობდა და მართლაც შექმნა ლუდის ახალი სახეობა, იგი ბრაუნშვაიგის ანალებში აუცილებლად მოხვდებოდა. არსებობს ასევე 1492 წელზე ძველი, 1425 წლის წყარო, სადაც ბრაუნშვაიგერ მუმე მოიხსენიება — ჰესენის გრაფს, რომელიც ბრაუნშვაიგს სტუმრობდა, უნდა დაელია ორი კასრი მუმე.

b68c91259785

ბრიუკმანის მიხედვით კრისტიან მუმე ლუდს 1463 წლით დათარიღებულ ერთ ბრაუნშვაიგულ ნახევრად ხისგან ნაგებ სახლში ხარშავდა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაინგრა. ამ ცნობის ნამდვილობის დამადასტურებელი წყაროს მოვალეობას ასრულებდა როგორც წიგნის ილუსტრაცია, ასევე დღემდე შემორჩენილი ხის მოჩუქურთმებული ფიგურა ადამიანის გამოსახულებით, ხელში ლუდის კათხით — ეს ფიგურა თავის დროზე კრისტიან მუმეს სახლს ამშვენებდა. მაკმა ყოველგვარი ეჭვის გარეშე ისტორიული წყაროების მოშველიებით დაამტკიცა, რომ ამ სახლში არასდროს ცხოვრობდა ოჯახი გვარით მუმე.

აღსანიშნავია, რომ ბრაუნშვაიგის ისტორიულ დოკუმენტებში ხრსიტიან მუმე არსად არ გვხვდება, რაც ამ პიროვნების ირეალურობაზე მიუთითებს; სხვა შემთხვევაში ეს ფაქტი გასაკვირი იქნებოდა, ვინაიდან თითქოს მუმეს სახელის მქონე ლუდი შუა საუკუნეებში ძალიან პოპულარული იყო და ქალაქის მთავარ საექსპორტო სახელს წარმოადგენდა. დღეს მკვლევარები მიიჩნევენ, რომ თუკი კრისტიან მუმე რეალურად არსებობდა და მართლაც შექმნა ლუდის ახალი სახეობა, იგი ბრაუნშვაიგის ანალებში აუცილებლად მოხვდებოდა. არსებობს ასევე 1492 წელზე ძველი, 1425 წლის წყარო, სადაც ბრაუნშვაიგერ მუმე მოიხსენიება — ჰესენის გრაფს, რომელიც ბრაუნშვაიგს სტუმრობდა, უნდა დაელია ორი კასრი მუმე.

dd6c6cad6be1

ლუდის ისტორიის გაყალბების კიდევ ერთი მაგალითია ე. წ. „მუმეს ბავშვი“. ბეკის ერთ-ერთ გრავიურაზე წარმოდგენილია ერთი ზედმეტად მძიმეწონიანი ახალგაზრდა კაცი, „მუმეს ბავშვად“ წოდებული, რომელიც ბრაუნშვაიგერ მუმეს სიყვარულმა იმსხვერპლა, ვინაიდან მან ლუდის სასიკვდილო რაოდენობა მიიღო. ნახატს წარწერაც ჰქონდა გაკეთებული: „ერთი ბრაუნშვაიგელი მზიდავი, რომელსაც მუმეს გემო იმდენად მოეწონა, რომ მისგან გასუქდა და სიმთვრალით გარდაიცვალა, მისი წლოვანებაა 30 წელი, მისი წონა კი სამ-ნახევარ ცენტნერს შეადგენდა.

დღეს უკვე ანეკდოტებს მიათვლიან ბრაუნშვაიგერ მუმეს ხარისხის შემოწმების ძველებურ მეთოდს. მუმეს ხარისხის მაჩვენებელი მისი სიტკბო და სიბლანტე იყო, ამის მიხედვით შუა საუკუნეებში შემუშავებული ჰქონდათ ამ ლუდის ხარისხის გამოცდის თავისებური ხერხი: სკამზე ასხამდნენ მცირე რაოდენობის ბრაუნშვაიგერ მუმეს და უცდიდნენ გაშრობას. შემდეგ ჯდებოდნენ სკამზე და მაშინვე დგებოდნენ. თუკი სკამი წებოვანი იყო, ეს ბრაუნშვაიგერ მუმეს სათანადო ხარისხზე მიუთითებდა.

110c2fb11c38

ალკოჰოლისა და შაქრის მაღალი შემცველობის გამო მუმე გვიან შუა საუკუნეებში იყო იმ იშვიათ პროდუქტთაგანი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა სასმელად ვარგისი და ხანგრძლივ მგზავრობასაც უძლებდა. ამ განსაკუთრებული თვისების გამო იგი ხშირად გამოიყენებოდა XV-XVI საუკუნეთა ევროპელ მეზღვაურ კოლონიზატორთა მიერ.
ვარგისიანობის ვადის გასაზრდელად სასმელში გააორმაგეს ალკოჰოლის შემცველობა; ამგვარად შეიქმნა მუმეს ახალი სახეობა — ე. წ. „გემის მუმე“ ან „საზღვაო მუმე“ (ძველი სახის მუმეს უბრალოდ „ქალაქის მუმეს“ უწოდებდნენ). გემის მუმეს გამძლეობა უფრო ახლოს იყო ზეთთან, ვიდრე დღევანდელ ლუდთან. ტროპიკებამდეც კი, როდესაც ლუდი სპეციალურად გაკეთებული კასრებით „ორივე ინდოეთისაკენ“ (ამერიკა და ინდოეთი) გადაიზიდებოდა, მუმე არ ფუჭდებოდა და ეს ხელს უწყობდა საკვების დეფიციტით გამოწვეული საშიში დაავადებების თავიდან აცილებას. ამ დროიდან მომდინარეობს ბრაუნშვაიგერ მუმეს სავაჭრო ნიშანი, რომელიც დღემდე გამოიყენება ბოთლებისა და 1970-იანი წლებიდან ლითონის ქილებისათვის. ეს სავაჭრო ნიშანი წარმოადგენს ოვალურ ბეჭედს, ლურჯ ფონზე გამოსახული თეთრი აფრიანი გემით.

ამგვარად სასმელმა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა შეიძინა და წინაინდუსტრიულ ხანაში ქალაქ ბრაუნშვაიგისათვის № 1 საექსპორტო საქონდალ იქცა. თავდაპირველად ლუდი სახმელეთო გზებით გადაიზიდებოდა ცენტრალური გერმანიის ქალაქ ცელესაკენ, საიდანაც მდინარე ალერის საშუალებით ხდებოდა მისი შემდგომი ტრანსპორტირება ისეთი ნავსადგურებისაკენ, როგორიცაა ჰამბურგი (დამოწმებულია 1531 წლიდან), ლიუბეკი და ბრემენი. ამ ქალაქებიდან კი გემებით ბრაუნშვაიგერ მუმე უკვე საექსპორტოდ გადიოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისაკენ, მათ შორის დანიის, დიდი ბრიტანეთის, ნიდერლანდების, შვედეთისა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისაკენ.

მუმეს ამგვარი წარმატება ხშირად იწვევდა მოშურნეთა მიერ საპასუხო მოქმედებებს, გეგმების შემუშავებას; მაგალითად 1603 წელს ჰანზას მოკავშირე ქალაქმა ბრემენმა ამგვარი გეგმა შეიმუშავა: ერთი მხრივ ბრაუნშვაიგერ მუმეს პოპულარობით სარგებლობისათვის, ხოლო მეორე მხრივ ადგილობრივი ლუდის დასაცავად ბრემენელებმა მეტისმეტად დიდი ბაჟი დააწესეს მუმესათვის. მაგალითად, მაშინ როცა 1600 წლისათვის მდინარე ვეზერზე ერთი კასრის გადაზიდვისათვის გადასახადი მხოლოდ 8 შილინგს შეადგენდა, შემდგომ პერიოდში ეს გადასახადი 16 შილინგამდე გაიზარდა. 1608 წელს ბრემენის მოსახლეობა აპროტესტებდა იმას, რომ მათი ლუდი აღმოსავლეთ ფრიზების კუნძულებზე ექპრორტის 90%-ს აღარ შეადგენდა და „ახლა უკვე ხალხი მუმეს ქორწილებსა და ნათლობებშიც“ სვამდა, რაც ადრე საერთოდ არ ხდებოდა. ამგვარი პროტესტი მიუღებელი იყო ბრაუნშვაიგისათვის, საიდანაც 1613 წელს 5000 კასრი მუმე გადაიზიდა ბრემენის მიმართულებით. 1614 წელს ბრემენი შეუთანხმდა ბრაუნშვაიგს ზომიერი ბაჟის დაბრუნებაზე, ხოლო საბოლოოდ 1649 წელს ბრემენმა გააუქმა სატრანზიტო აკრძალვა და ბრაუნშვაიგს ახლა თავად შეეძლო საკუთარი პროდუქტის დამოუკიდებლად გავრცელება.

ბრაუნშვაიგერ მუმეს ჰქონდა ერთი ნაკლიც — ეს იყო მისი დამახასიათებელი გემო. მაშინ, ისევე როგორც დღეს, რეცეპტის აუცილებელ შემადგენელი ნაწილი იყო მალტოზა, რაც სასმელს, გარდა გამძლეობისა, აძლევდა ზედმეტად ტკბილ გემოს, წებოვანობასა და სიბლანტეს. მიუხედავად ამისა, რადგან XVII საუკუნემდე არ არსებობდა არანაირი ალტერნატივა ლუდისა, რომელიც ხანგრძლივად შეინარჩუნებდა სასარგებლო თვისებებს, გამძლეობის დადებითმა თვისებამ მაინც გადასძალა ეს გემოს ნაკლი.

მოშურნეები ყოველთვის ცდილობდნენ, რომ ბრაუნშვაიგული ლუდი მაღაზიის დახლებზე საკუთარი ნაწარმით შეეცვალათ. სწორედ ამ მიზნით, ქალაქ მაისენში სცადეს მუმეს ადგილობრივი ვერსიის წარმოება. მაისენელებს, იმისათვის, რომ საკუთარი ლუდი ბრაუნშვაიგერ მუმეს ანალოგიური გამოსვლოდათ, საჭირო პროდუქტები — ქერი და სვიაც კი — პირდაპირ ბრაუნშვაიგიდან ჩამოჰქონდათ, თუმცა მათი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. შემდგომში ბრაუნშვაიგიდან საზღვარგარეთ დაწესდა ემბარგო და სავაჭრო აკრძალვები. სამრეწველო შპიონაჟის ერთ-ერთი ადრეული შემთხვევის შედეგად, XVII საუკუნის შუა წლებში მუმეს რეცეპტი ინგლისელთა ხელში აღმოჩნდა. ოლივერ კრომველის ერთ-ერთი გენერალი ჯორჯ მონკი ამტკიცებდა, რომ მუმეს რეცეპტს ერთი ბრაუნშვაიგელი პიროვნებისაგან ფლობდა. ბრიტანეთის კუნძულებზე ანალოგიურ ლუდს ცნობილი სახელით („ბრაუნშვაიგერ მუმე“) ამზადებდნენ და ავრცელებდნენ. დაახლოებით 1670 წლისათვის ბრიტანეთში რამდენიმე წლით აიკრძალა ნამდვილი მუმეს იმპორტი.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ვინაიდან ბრაუნშვაიგული ლუდი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა, XVII საუკუნის მიწურულს ბრაუნშვაიგიდან ექსპორტი კვლავ აღდგა. 1681 წელს ქალაქის ლუდის მწარმოებლებმა მთავრობას წერილობითი პროტესტით მიმართეს, რომელშიც საკუთარ პრობლემებზე საუბრობდნენ. შედეგად იმ ცილისწამებების თავიდან ასარიდებლად, რომელთა მიხედვითაც მუმე ჯანმრთელობისათვის საზიანო დანამატებს შეიცავდა, შემოღებული იქნა ე. წ. „გამსინჯავი კაცების“ (გერმ. Probeherren) სამსახური. მათ ევალებოდათ, მოეხდინათ დეგუსტაცია თითოეულ კასრში ჩასხმული ლუდისა, სანამ იგი დატოვებდა ქალაქის საზღვრებს.

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

Back to top button