გასართობისაკითხავისასარგებლო

20 რამ რაც ჯობია არ გააკეთოთ Facebook-ში ყოფნისას (ნაწილი 1)

თქვენ გყავთ უამრავი მეგობარი Facebook-ში და ამის გამო ძალიან ამაყობთ საკუთარი თავით, მაგრამ წარმოიდგინეთ, ერთი შეცდომის გამო რომ მათმა უმრავლესობამ საკუთარი სიიდან ამოგშალოთ. მე განახებთ 20 გზას, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი თავიდან აირიდოთ…

1. ერთზე მეტი შეყვარებული გყავთ? მაშინ ჯობია უფრო ფრთხილად იყოთ
ყოველგვარი ზედმეტი ახსნის გარეშე. Facebook-ი არ არის ის ადგილი სადაც თქვენი სასიყვარულო ისტორიები უნდა გამოაქვეყნოთ, ერთზე მეტი თაყვანისმცემელი გყავთ? ჯობია ეს მათ Facebook-ის სტატუსით არ გაიგონ, შედეგზე პასუხს არ ვაგებ :).

2. არავითარ შემთხვევაში არ შეცვალოთ Relationship სტატუსი მარტო თქვენ
არ აქვს მნიშვნელობა თუ რა არის მიზეზი, არავითარ შემთხვევაში არ შეცვალოთ Relationship სტატუსი Single-ზე ან პირიქით, მეორე მხარის გაფრთხილების გარეშე, თქვენი ურთიერთობა დამთავრდა თუ უფრო წინ წაიწია. თუ მაინც გადაწყვიტე შეცვალო სტატუსი, მაშინ მოემზადე უამრავი მოლოცვისთვის ან მწუხარების გამოხატვისთვის, ტვინის მბურღავი გოგოებისგან :).

3. ტვინი გაუბურღოთ ადამიანს რომელმაც მეგობრობა შემოგთავაზათ
მეგობრობა შემოგთავაზა ვინმემ? დაამატე ან არა, რაც გინდა ის ქენი, მაგრამ არასდროს არ კითხო: ვიცნობთ ერთმანეთს? დავუშვათ ვიღაცამ მაინც დახარჯა საკუთარი ძვირფასი დრო და გაგახსენათ საიდან იცნობთ ერთმანეთს, მაგ კითხვის შემდეგ ეს მაინც არ იქნება “საუკეთესო” მეგობრობის დასაწყისი.

4. არ დაწეროთ სტატუსი ეგრევე სექსუალური აქტის დასასრულის შემდეგ
თუ ღამე საუცხოოდ გაატარეთ და გინდათ ეგ თქვენი სიხარული იმავე ღამეს სხვებსაც გაუზაიროთ თქვენი დაწერილი სტატუსით, ჯობია არ ქნათ, სჯობს დაიძინოთ და ხვალ დილით(ან საღამოს) როცა გაიღვიძებთ მაშინ დაწეროთ დასვენებულმა. თუ მაინც გადაწყვიტავთ და რამის დაწერას დააპირებთ, მაშინ ჯობია კარგად დაუფიქრდეთ ყოველ სიტყვას.

5. დედა! დაიმახსოვრე რომ Facebook-ში ყველა შენი შვილი არაა
გილოცავთ! თქვენ უკვე 2 შვილის დედა ხართ და გადაწყვითეთ Facebook-ში გაწევრიანება. მეზობლებისგან გაიგეთ, რომ ეს სოციალური ქსელი მშვენიერი გზაა თქვენს შვილებთან საკონტაქტოდ, მაშინ იცოდეთ: Facebook-ზე უკვე მილიარდობით ადამიანია გაწევრიანებული და შეიძლება თქვენი შვილის ნაირი სახელი ბევრს ჰქონდეს, ამიტომ ყველას თუ დაამატებთ(იმ იმედით რომ ერთი მაინც თქვენი ნამდვილი შვილია)ამ შემთხვევაში თქვენ გელით უამრავი წერილი ფრაზით: “მე თქვენი შვილი არ ვარ” და თუ მაინც იპოვით თქვენ “ნამდვილ” შვილს არავითარ შემთხვევაში არ გააკეთოთ კომენტარი მის სტატუსებზე, განსაკუთრებით თუ ეს სტატუსი მხოლოდ მის მეგობრებს ეხება, ეს ისეთი შემთხვევაა როგორც ის თავის მეგობრებთან ერთად წვეულებაზე იყოს და თქვენ ცხელი სუპით ხელდამშენებული მიხვიდეთ მის მოსანახულებლად.

6. დაიმახსოვრეთ! რომ თქვენ ბოსსაც აქვს Facebook-ი
Facebook-ი ფსიქოლოგი არაა, არც თქვენი მეგობარი და არც თქვენი და ან ძმა. თუ გადაწვიტეთ თქვენი უკმაყოფილობა სამსახურისადმი Facebook-ში გამოაქვეყნოთ ყველას დასანახათ და თქვენ ბოსსაც არ დააკლოთ ერთი-ორი “ლამაზი სიტყვა”, მაშინ ჯობია იცოდეთ, რომ სრულიად შესაძლებელია მასაც ქონდეს Facebook-ი და მან ეს ყველაფერი წაიკითხოს, თუ ეს მართლა ასე მოხდა, მაშინ ჯობია ახალი სამსახურის ძებნას შეუდგეთ.

7. მეუღლეს გაეყარეთ? მოუყვეთ ეს ყველაფერი თქვენს ბავშვებს სტატუსის მეშვეობით არაა საუკეთესო აზრი
თქვენი ურთიერთობა თქვენს მეუღლესთან არც ისე კარგად იყო და ყველაფრის დანგრევა გადაწყვიტეთ, არაუშავს ეგეც ხდება ხოლმე. ამასთან ერთად თუ ბავშვები გყავთ, ეს ყველაფერი იმათი ბრალი არაა და თქვენ მათ კეთილდღეობაზე უნდა იზრუნოთ. ასეთ შემთხვევაში იცოდეთ: მოუყვეთ მათ ეს ყველაფერი სტატუსის მეშვეობით საუკეთესო გამოსავალი არაა.

8. არ გააკეთოთ კომენტარი ცნობილი ადამიანების სტატუსებზე
თუ ლაიკს გაუკეთებთ ან დააკომენტარებთ ჯასტინ ბიბერის სტატუსს, რომელმაც ერთი საათის განმავლობაში 50 ათასი კომენტარი და ამასთან ერთად 300 ათასი ლაიკი დააგროვა, ამ შემთხვევაში დარწმუნებულები იყავით რომ რომც ილოცოთ არც ჯასტინი და არც არავინ არ წაიკითხავს თქვენ კომენტარს.

9. დაბადების დღე ახლოვდება? წაშალეთ თარიღი!
Facebook-მა იცის როდისაა თქვენი დაბადების დღე და ის ზრუნავს რომ ამის შესახებ ყველა თქვენმა მეგობარმაც იცოდეს. ამ შემთხვევაში ადამიანების კატეგორია იყოფა 2 ნაწილად:ისინი რომლებსაც უყვართ ყურადღების მიქცევა და მათთვის ყოველი მილოცვა მნიშვნელოვანია და ისინი ვისაც ეს არ აინტერესებს, მათ ყურადღების ცენტრში ყოფნა არც ისე ძალიან სურთ, მათ მოუწევთ გაუმკლავდნენ “გილოცავ, მრავალს დაესწარი”-ს სეტყვას საკუთარ Wall-ზე. მთელი ამ სიგიჟის მიუხედავად არავის მოაქვს საჩუქარი:).

10. არ გააგზავნოთ ვირუსები
მართალია, უმეტეს წილად ვირუსების გავრცელება თქვენ მეგობრებში თქვენი ბრალი არაა მაგრამ, როცა თქვენ საკუთარი კომპიუტერის დაცვაზე უარს ამბობთ და აჭერთ აპლიკაციას სახელად “ოპერაცია თქვენი სასქესო ორგანოს გასადიდებლად, ფასდაკლებით”-ს, იფიქრეთ თქვენს მეგობრებზე, ნუთუ მათაც სჭირდებათ ეს ოპერაცია? ან ნუთუ თქვენ გსურთ, რომ მთელმა მეგობრებმა გაიგონ ამ აპლიკაციაში თქვენი შესვლის შესახებ, როდესაც თქვენი სახელით მათ Wall-ზე დაიპოსტება.

To Be Continued…

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close