არქივი

პარიზის ისტორია

229a5df2eab7

პარიზი დაარსდა ჩვ. წ. აღ. მიახლოებით მე-3 საუკუნეში, კელტი გალების მიერ. ჩვ. წ. აღ. 52 წელს როდესაც ჩეწყდა სამხედრო დაპირისპირება გალებსა და რომაელებს შორის, იულიუს კეისარმა ამ ტერიტორიაზე თავისი კონტროლი დაამყარა. მე-2 საუკუნეში აქ უკვე ქრისტინობა გავრცელდა, ხოლო მე-5 საუკუნეში, ფრანკების შემოსევის შემდეგ აქ სამუდამოდ დასრულდა რომაელების ბატონობა. 508 წელს ფრანკმა მეფემ კლოვის I-მა გალია თავის სამეფოს შეუერთა, პარიზი კი მის დედაქალაქად აქცია.

3171039db6fa

პარიზი – მოკლრძალებული რეზიდენცია მეროვინგელი ხოლო შემდეგ კაროლინგელი მფეებისა – რეალურ დედაქალაქად გადაიქცა 987 წელს , როდესაც ჰუგო კაპეტმა დაარსა ახალი დინასტია და ქალაქს ისეტი სტატუსი მიანიჭა, რომელიც მან მთელი საფრანგეთის ისტოორიის განმავლობაში შეინარჩუნა. ამ დროიდან პარიზი ზლიერ ვითარდება არამარტო არქიტექტურულად, არამედ კულტურულ ცენტრადაც. ტახტზე ფილიპე II ავგუსტის, რომელიც 1180-დან 1223 წლებამდე მართავდა, ითვლება პარიზის ერთერთი საუკეთესო პერიოდის დასაწყისის წერტილად : დაიწყო ლუვრის მშენებლობა ,აგრეთვე 1215 წელს უნივერსიტეტიც დაარსდა.

179d8913a8f9

მისი ახალი აყვავების ხანამ მოუწია ლუდოვიკო IX დროს 1226 – 1270 წლებში, რომელსაც წმინდას უწოდებდნენ. ამ დროს აშენდა სენტ-შაპელი და საგრძნობლად წინ წაიწია პარიზის ღვთისშობლის ტაძრის მშენებლობამ. მაგრამ ვითარება შეიცვალა შემდგომი დინასტიის „ვალუას“ დროს, ამ დინასტიის მართველობის დროს პარიზს მისი ისტორის ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტის გადატანა მოუხდა: 1358 წელი იყო წელი მასობრივი აჯანყებებისა, რომელსაც სათავეში ედგა პარიზის ვაჭართა გილდიის თავჯდომარე ენტენ მარსელი და რამაც დიდი არეულობა და ქაოსი გამოიწვია ქალაქში. კარლ V-მ შეძლო სიტუაციიდან გამოსვლა და წესრიგის დამყარება, სწორედ მის დროს არის აშენებული ცნობილი ბასტილიის ციხესიმაგრე.

90e20bf5bf2c
კარლ V პარიზში შემავალი

პარიზი 2 000 წელზე მეტი ხნისაა. ძველად პარიზს ლუტეციას ან ლუტეჩეს უწოდებდნენ (Lutetia/Lutece).

80e8e4702ff8

bb3ec963457e

ბასტილიის აღება – პარიზელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქმედება საფრანგეთის პირველი რევოლუციის დროს, აგრეთვე პარიზელები არ ჩამორჩენილან საფრანგეთის მეორე და მესამ რევოლუციებსაც და იქაც თქვეს თავისი სიტყვა. ფრანკულ-პრუსიული ომების დროს ქალაქი 4 თვე უძლებდა ალყას, სანამ საფრანგეთი არ დანებდა. პირველ მსოფლიო ომში გერმანელებმა ვერ მიაღწიეს ქალაქამდე სამაგიეროდ მათ ეს მეორე მსოფლიო ომის დროს შეძლეს. ამის შემდეგ ქალაქაი კიდევ ერთხელ გახდა ძალადობის თვითმხილველი, რომელიც სტუდენტურ აჯანყებას მოჰყვა.

7dc1cc1903fa

2682012fe06f

d629e97110c8

95a712057588

ce1f4252236a

დღეს პარიზი ინარჩუნებს მთელ თავის მნიშვნელობას, სიდიადეს და შარმს, მიუხედავ იმისა, რომ მისი იერსახე ნელ-ნელა იცვლება ისეთი ნაგებობებით, როგორებიც არის ბეაბურგი (Beauburg) და ამბიციური სამშენებლო დიდი პროექტები (Grands Projets), რომლებსაც ხელმძღვანელობს ფრანსუა მიტერანი. „Le Defense“-ის თაღისა და ბასტილიის ოპერის გარდა, მიტერანის პროექტებმა მოიცვეს ლუვრის რენოვაცია არქიტექტორ პეის მიერ, “La villette”-ის კომპლექსი ქალაქის შემოგარენის ჩრდილო-აღმოსვალეთით, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე საფრანგეთის ბიბლიოთეკაც. მოკლედ რომ ვთქვათ პარიზი რამდენიმე წლის მერე უკვე სულ სხვა პარიზი იქნება. :))

Le Defense
4ef5a5ce3451

Le Defense
428d6dd89962

Le Defense
904493e229ca

Le Defense
4ff9ae3a60ca

La villette
8cceca57bc42

La villette
a836b68adeb5

მსგავსი ამბები

Back to top button