ახალი ამბებისაქართველო

ვანო ჯავახიშვილის ბიუსტი


“ვანო ჯავახიშვილი – თემქის შუქურა” – ასეთი წარწერით თემქის დასახლებაში ცოტა ხნის წინ ვანო ჯავახიშვილის ბიუსტი დადგეს. ნიშანდობლივია, რომ ის პოლიციის შენობის წინ დგას. “დემოკრატიის შუქურის” ბიუსტმა დიდი გაუგებრობა გამოიწვია და მასზე მრავალი ჭორი (ან სინამდვილე) გამოითქვა და დაიწერა.

ეს კი გახლავთ ინტერვიუ, რომელიც ვანო ჯავახიშვილმა ტრიბუნა.ge-ს მისცა.

 

ჟურნალისტი: -გუშინ ინტერნეტსივრცეში ერთ-ერთი პოპულარული თემა იყო თემქაზე თქვენი ბიუსტის – „თემქის შუქურის“ გახსნა. ნამდვილია ის ამბავი, რომელიც ინტერნეტში ფოტოების მეშვეობით გავრცელდა?

ვანო ჯავახიშვილი: -თქვენ როგორ ფიქრობთ, შეიძლება ეს ნამდვილი იყოს?

ჟურნალისტი: -მე არ ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილია. მაგრამ, ფაქტია, საზოგადოებაში ბევრი კითხვა გაჩნდა, სწორედ ამიტომ დაგიკავშირდით თქვენ, თავად უპასუხეთ მათ. გვითხარით, ვისი იდეა იყო და რა მიზანს ემსახურება თბილისში თქვენი ბიუსტის დადგმა?

ვანო ჯავახიშვილი: -ამ თემაზე ინტერნეტში ბევრი აბსურდი და მარაზმი დაიწერა. გეტყვით, რომ ამ ბიუსტის დადგმა უკავშირდება „ნანუკას შოუს“. მე გახლდით ამ გადაცემაში გადაღებაზე და მათ გამიკეთეს ასეთი საჩუქარი – დამიდგეს ბიუსტი. რა თქმა უნდა, ეს შარჟია და იუმორის სფეროშია გატარებული. გეტყვით იმასაც, რომ ეს ბიუსტი თემქაზე მუდმივად არ იდგმება. დროებითია. რამდენიმე დღეში ავიღებთ. ძალიან აბსურდულია იმის დაჯერება, რომ მე ძეგლი დამიდგეს. ხომ შეიძლება ცოტა იუმორითაც შეხედოს რაღაცას ადამიანმა.

ჟურნალისტი: -თქვენი ბიუსტი – „თემქის შუქურა“ პოლიციის შენობის წინ დგას. რატომ შეირჩა ეს ადგილი, რა კავშირი აქვს ვანო ჯავახიშვილს პოლიციასთან?

ვანო ჯავახიშვილი: -პოლიციის შენობის წინ ადგილი სპეციალურად არ შერჩეულა. ეს უბრალო დამთხვევაა, ხალხო. ბიუსტი არის პარკში. ადამიანთა ბიუსტები, როგორც წესი პარკებში იდგმება ხოლმე. იქვე დგას პოლიციის შენობა, მაგრამ ის არაფერ შუაშია. უბრალოდ, ეს ადგილი თემქის ცენტრალური ნაწილია. სხვა ცენტრი ამ უბანს არ აქვს და ამიტომაც დაიდგა იქ.

ჟურნალისტი: -გუშინ გაიხსნა ეს ბიუსტი პარკში?

ვანო ჯავახიშვილი: -რამდენიმე დღის წინ გადავიღეთ გადაცემა და მაშინ გაიხსნა. სამშაბათს გავა ეთერში „ნანუკას შოუ“ და მერე, ალბათ, ორიოდე დღეში ბიუსტსაც ავიღებთ.

17.07.11

 

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close