საკითხავისასარგებლოუცნაური

დაკარგული ბავშვები


როდესაც დაფიქრდები ცხოვრებისა და სიყვარულის მნიშვნელობაზე, იცოდე რომ მე შენთან ვარ, დახუჭე თვალები და იგრძნობ როგორ გკოცნის ნაზი სიო ლოყაზე. როდესაც ეჭვებში ჩავარდები და იფიქრებ,რომ ვეღარასდროს მნახავ,გონება დაიწყნარე და მხოლოდ მე მისმინე, მე მოჩურჩულე ცა ვარ, შენს სიყვარულზე მოლაპარაკე. როდესაც თავს დაკარგავ, როცა შენს თავს შეეკითხები: ვინ ვარ მე, საით მივდივარო, გახსენი გული და მე დამინახავ. მე ვარსკვლავების ციმციმი ვარ, ქვემოთ მომღიმარი თქვენს ზემოთ.. როცა დილას გაიღვიძებ და არ გახსოვს რა გესიზმრა, მაგრამ გრძნობ მხოლოდ შინაარსს და სიმშვიდეს, იცოდე, რომ მე შენთან ვიყავი, შენს ღამეს ვავსებდი ჩემით.
როდესაც შემორჩენილი ტკივილით კვლავ ტანჯვას იგრძნობ, ჩემზე იფიქრე. იცოდე, რომ მე შენთან ვარ და ცრემლების, ტკივილის შემსუბუქების ნაზი მეგობრების საშუალებით გეხები. როგორც მზის ამოსვლა აბრწყინებს უდაბნოში ცას, როგორც რომ ეს სულისშემკვრელი სანახაობა აღვიძებს შენს სულს, იფიქრე ჩვენი ერთად ყოფნის დროზე, ხანმოკლეზე, მაგრამ ბრწყინვალეზე. როდესაც ყველაფერ ამას გაიაზრებ, როცა ამაზე დაფიქრდები, მიხვდები რომ ეს მომენტი ღმერთმა ჩვენთვის შექმნა.
მე ყოველთვის შენთან ვარ… ეძღვნება ყველა დედას, ვინც დაკარგა შვილი

სტივენ გრიგოლ შტეინერი (1965 წლის 18 აპრილი- 1989 წლის 16 სექტემბერი) ის ამერიკელი გატაცების მსხვერპლია. სტივენი 7 წლის იყო, როდესაც ,,ცუდი ბიძიები” დაესხნენ თავს. სულ პაწაწინა იყო და სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, ამ დროს კი მასთან ერვინ ედვარდ მერფი მივიდა, რომელიც კენეტ პარნელთან იყო შეკრული.. ეს უკანასკნელი კი ბავშვებზე ძალადობისთვის უკვე ნასამართლევიც გახლდათ. მოკლედ სტივენი მოიტაცეს და ის პარნელთან იზრდებოდა, 4 წლის განმავლობაში ბავშვს ჩააგონებდა რომ კანონიერად გადმოიყვანა მასთან საცხოვრებლად, მშობლებმა უარი თქვეს მასზე და ა.შ., ამას გარდა სტივენზე ძალადობდა კიდეც. ასე გაატარა ბავშვმა 7 წელი ტყვეობაში. როდესაც უკვე სიმწიფეში შევიდა და წამოიზარდა, პარნელს ახალი ,,სათამაშო” მოუნდა, ის ხომ გიჟდებოდა პატარა ბავშვებზე.. ასე რომ შემდეგი მსხვერპლის ძებნას შეუდგა და შეარჩია კიდეც შესაფერისი საკბილო. ამჯერად გატაცება სტივენის თინეიჯერმა მეგობარმა შონ პულმენმა და პარნელმა ერთად განახორციელეს, 5 წლის ტიმი ვაითი მოიტაცეს.. სტივენი მიხვდა, რომ თავისთვის და ამ პატარას გულისთვის მაინც, რამე უნდა მოემოქმედებინა, ამიტომაც გაპარვა გადაწყვიტა, თან ტიმიც გაიყოლა. მალე ორივენი პოლიციაში აღმოჩნდნენ, სადაც თავიანთი თავგადასავალი დაწვრილებით აღწერეს. სტივენი ოჯახს დაუბრუნდა, თუმცა მისი ცხოვრება არც ისე ხანგრძლივი აღმოჩნდა, 1989 წელს ის სამსახურიდან სახლში მოტოციკლით ბრუნდებოდა, როდესაც ავარიაში მოყვა. სწორედ მისი ცხოვრება დაედო საფუძვლად ფილმს “I know my first name is Steven”

9 წლის ჯეინი, 7 წლის არნა და გრენტი ადელაიდეში, ავსტრალიაში 1960 წელს ცხოვრობდნენ. მათი სახლი ძალიან ახლოს იყო ერთ-ერთ ცნობილ პლიაჟთან, იქ უამრავი ტურისტი იყრიდა თავს და სხვადასხვა გასართობი ატრაქციონებით, სასტუმროებითა და რესტორნებით ადგილობრივებიც განებივრებულები იყვნენ. იქაური ბავშვები რა თქმა უნდა უმეტეს დროს პლიაჟზე ატარებდნენ, ამაში უფროსებიც ვერ ხედავდნენ პრობლემას, მით უმეტეს რაიონში დანაშაულების შემთხვევები იშვიათი გახლდათ. 1966 წლის 26 იანვარს ჯეინი,არნა და გრენტი სახლიდან გავიდნენ და იმის შემდეგ მშობლებს მათი ნახვის ბედნიერება აღარასდროს ღირსებიათ.

თვითმხილველებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც დაადასტურეს რომ იმ დღეს ბავშვები მართლაც ნახეს სანაპიროზე ვიღაც მაღალ, ქერა მამაკაცთან ერთად. თურმე პატარები არც უცხოობდნენ და მეტიც, მშვენივრად ერთობოდნენ კიდეც. ამას გარდა, ჯეინმა ხორცის ღვეზელიც შეიძინა იქვე მაღაზიაში, რომელშიც 1 დოლარი გადაიხადა. არადა როცა ბავშვებს მარტოებს უშვებდნენ ხოლმე პლიაჟზე, მშობლები ფულს არ ატანდნენ, იმ დღესაც ასე იყო. საიდან მოიტანა ჯეინმა 1 დოლარი, ეს არავინ იცის. უკანასკნელი თვითმხილველი ფოსტალიონი აღმოჩნდა, ის კარგად იცნობდა ბავშვებს და ცოტა ხნით შეყოვნდა, გამოელაპარაკა კიდეც მათ. ბავშვები სახლის გზას კი ადგნენ, მაგრამ სულაც არ ჩქარობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ შინ დაბრუნების დროზე 3 საათით ჰქონდათ გადაცილებული.
ბავშვების დაკარგვის შემდგომ დედას ერთი ფაქტი გაახსენდა, თურმე არნამ რამდენიმე დღის წინ ქალს უთხრა, რომ ჯეინს შეყვარებული ჰყავდა სანაპიროზე. მაშინ დედამ რა თქმა უნდა შეყვარებულის როლში ჯეინის თანატოლი ბიჭუნა წარმოიდგინა, მაგრამ გამორიცხული არაა გოგონას შემაცდენელი ვინმე დიდი ასაკის ყოფილიყო, ჯერ ბავშვების ნდობა მოეპოვებინა და შემდეგ გაეტაცებინა კიდეც.

ბავშვების მკვლელობის უამრავი ეჭვმიტანილი არსებობს, მაგრამ დაზუსტებით მაინც არაა ცნობილი ვინ იყო რეალური დამნაშავე. ყველაზე გამორჩეული ეჭვმიტანილი კი ბევან სპენსერ ფონ ეინემი გახლდათ, რომელმაც არაერთი ავსტრალიერლი ბავშვი გაიტაცა და გამოასალმა სიცოცხლეს 1970–1980 წლებში. სწორედ ეს კაცი იხდის სამუდამო სასჯელს 1984 წლიდან ციხეში და ამბობენ რომ აღიარა კიდეც დანაშაული, თუმცა კაცმა არ იცის, შესაძლოა მოიგონა კიდეც. ყოველ შემთხვევაში პოლიციას დამამტკიცებელი საბუთები არ გააჩნდა, გარდა იმისა, რომ 1966 წლის თვითმხილველთა აღწერილიდან დამნაშავის გარეგნობა ასე თუ ისე ემთხვეოდა ბევანის აღნაგობას.


ელოის ვორლეჯი ავსტრალიელი 8 წლის გოგონა გახლდათ, ის 1976 წლის 12 იანვარს გაიტაცეს. ამ დღეს, ცხრის ნახევარზე ელოისის დედა, პეტსი ბალეტის გაკვეთილებზე წავიდა, სახლში ელოისი, მისი და-ძმა და მამამისი -ლინდსი დატოვა. 23:30 წუთზე კი ჩვეულებრივ დაბრუნდა უკან. ბავშვებს დახედა საწოლში, შემდეგ კი დასაძინებლად გაემართა. ლინდსი კი ტელევიზორის ყურებითა და სასმელის წრუპვით ირთობდა თავს. (ცოლ-ქმარი თითქმის გაშორებულები იყვნენ) მოკლედ, ლინდსი 23:40 წუთზე წავიდა დასაწოლად, და არ შეუმჩნევია, რომ სახლის უკანა კარს ღიას ტოვებდა. პეტსიმ დილას რვის ნახევარზე გაიღვიძა, როცა ბავშვების ოთახში გავიდა, დაინახა რომ ელოისის ფანჯრის დამცავი მავთულის ბადე გარღვეული იყო, ბავშვი კი არსად ჩანდა. რა თქმა უნდა ქალი პანიკაში ჩავარდა და გარეთ გავარდა მეზობლებისთვის დახმარების სათხოვნელად. ამასობაში კი ქმარმა პოლიციაში გადარეკა. პოლიციამ მაშინვე დაიწყო გოგონას ძებნა, თუმცა თავიდანვე აღნიშნეს, რომ მამის ხმა ტელეფონში საკმაოდ უცნაურად მოეჩვენათ, რადგანაც მას სავსებით არ ეტყობოდა აღელვება.
დეტექტივთა ჯგუფი ელოისს 3 კვირის განმავლობაში განუწყვეტლივ ეძებდა, თუმცა უშედეგოდ. აღსანიშნავია, რომ დამცავი მავთული პატარაზე იყო გარღვეული, ისე რომ შესაძლოა თავად ელოისიც კი ვერ გატეულიყო, ასე რომ გამტაცებელი როგორც ჩანს უფრო უკანა კარიდან უნდა ყოფილიყო შემოპარული.

ეს საქმე შემთხვევიდან 20 წლის შემდეგ ახლიდან გაიხსნა, მაგრამ კვლავ უშედეგოდ, ვერაფერ ხელჩასაჭიდს ვერ მიაგნეს. ეჭვმიტანილად მამაღა რჩებოდა, მაგრამ მის წინააღმდეგაც არ არსებობდა მტკიცებულებები. სხვათაშორის ლინდსიმ თანხმობაც კი განაცხადა დასაკითხად სიცრუის დეტექტორი გამოეყენებინათ, მაგრამ ეს არ განხორციელდა.
გოგონას ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია, შესაძლოა ის სადმე ჩვენს შორის ახლაც დადის და თავისი ნამდვილი ვინაობა აღარც ახსოვს.

ეთან პეტსის საქმე საკმაოდ ცნობილი გახდა, არა მხოლოდ იმიტომ,რომ ბავშვი დაიკარგა, არამედ იმიტომაც, რომ მისი სურათი რძის მუყაოს ყუთებზე გამოსახეს ბავშვის პოვნის გასაადვილებლად.
ეთანი მანჰეტენელი ბიჭუნა გახლდათ, საკმაოდ კარგად აღზრდილი, უბანიც ნორმალური ჰქონდათ, უსაფრთხო ადგილად ითვლებოდა და ყველა ყველას იცნობდა. 1979 წლის 25 მაისის დილას ბავშვი მშობლებს გამოემშვიდობა და სკოლის ავტობუსის გაჩერებაზე წავიდა.
ორმა ადამიანმა, რომელთაც უკანასკნელად ნახეს ბავშვი, თქვეს რომ ბიჭი გზასთან დაინახეს,როცა ის ქუჩის გადაკვეთას აპირებდა.

როცა ბავშვი სახლში არ დაბრუნდა, მშობლებმა პოლიციას მიმართეს. დაუყოვნებლივ გამოიყო 100 ოფიცერი და დაიწყო ეთანის ძებნის ოპერაცია. ქალაქში გავრცელდა ბავშვის უამრავი ფოტო, მედია განუწყვეტლივ აშუქებდა ბიჭუნას დაკარგვის ცნობას.. ერთმა ადამიანმა განაცხადა, რომ ეს ბიჭუნა იმ დღეს ავტობუსის გაჩერებაზე დაინახა და იგი საეჭვო გარეგნობის ქერათმიან მამაკაცს ესაუბრებოდა.

3 წლის ძებნის შემდგომ პოლიციამ ერთი ეჭვმიტანილი აიყვანა, ეს ხოსე ანტონიო რამოსი გახლდათ. ის პედოფილი იყო და ნიუ-იორკში გვირაბში ცდილობდა პატარა ბიჭუნების შეტყუებას. პოლიციამ კი მასთან აღმოაჩინა პორნოგრაფიული მასალა ბავშვების მონაწილეობით, ვიდეოებში ჩანდა ქერა ბიჭები, რომლებიც ეთანს ჰგავდნენ. რამოსმა აღიარა,რომ ეთანი სკოლის ავტობუსით მგზავრობისას შემჩნეული ჰყავდა. პოლიციას რეალური მტკიცებულებები არ ჰქონდა ამ ვაჟბატონის წინააღმდეგ და იძულებულნი გახდნენ გაეშვათ.

1985 წელს კი, როცა საქმე ახალ პროკურორს გადაეცა, რამოსი კვლავ დააპატიმრეს. ახალი დაკითხვების სერიაც დაიწყო და რამოსიც უკვე ბევრ რამეში გამოტყდა.. მან აღიარა,რომ ეთანის გარეგნობის ბიჭის შეტყუებას მართლაც ცდილობდა თავის აპარტამენტში, მაგრამ შედმგომ გადაიფიქრა და მამიდამისთან (ბიჭის მამიდასთან) გაუშვა მატარებლით. როცა ეთანის სურათი ნახა, თქვა 90%-ით დარწმუნებული ვარ ეს ბავშვი იყოო.

რამოსი დღესდღეობითაც ციხეშია და და ეთანის ყოველ დაბადების დღეს მას ერთი და იგივე კონვერტი მისდის.. ამ კონვერტს ეთანის მამა უგზავნის, შიგნით კი ბიჭუნას სურათი დევს, წარწერით: ,,რა უქენი ჩემს პატარა ბიჭს?”


ეს საყვარელი ბავშვი ბენ ნიდჰემი გახლავთ. იგი წარმოშობით ინგლისელი იყო შეფილდიდან, მაგრამ 1991 წლის 24 ივლისს ბებიასთან და ბაბუასთან საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე იმყოფებოდა. დედამისი და მისი ბოიფრენდი საყიდლებზე წავიდნენ, ბავშვი კი ბებიას დაუტოვეს. ქალი ამბობს, რომ ბავშვი წყნარად იყო, ერთი წუთით მოაცილა თვალი და ბავშვიც სწორედ ამ დროს გაქრა.
ოჯახმა მაშინვე დაიწყო პატარას ძებნა, მაგრამ უშედეგოდ. ბენის დედა დარწმუნებულია, რომ შვილი ვიღაც პედოფილმა მოსტაცა და საბერძნეთის მაღალჩინოსნების მიმართ უკმაყოფილებასაც გამოთქვამს, რადგანაც მიიჩნევს, რომ მათ დროულად არ იმოქმედეს და არ დაკეტეს საზღვრები და აეროპორტები. 2003-2007 წლებში ფოტოგრაფებმა დაამუშავეს ბენის სურათები, დაახლოებით მიიღეს როგორ შეიძლებოდა შეცვლილიყო ის ამ წლების განმავლობაში და გაავრცელეს ეს ფოტოები, მაგრამ კვლავ უშედეგოდ. ბავშვის 20 წლიანი ძებნა კვლავ გრძელდება.

როცა ბავშვი იკარგება, რა თქმა უნდა ნებისმიერი მშობელი მაშინვე პოლიციაში მიდის. თუმცა ედვარდ და ოსტინ ბრაიანტებს ამაშიც არ გაუმართლათ. მათი დაკარგვის ცნობა მხოლოდ 2011 წელს შემოვიდა კოლორადოს პოლიციაში. ცოტა ხნიანი კვლევის შემდგომ კი დეტექტივებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვები 2011-ში სულაც არ იყვნენ გაუჩინარებულნი. ოსტინი 2003-2005 წლის შუალედში გაქრა, როდესაც 5-7 წლის გახლდათ, მისი ძმა ედვარდი კი უფრო ადრე, 2001 წელს გახლდათ დაკარგული.

ედვარდი და ოსტინი ბიოლოგიური ძმები იყვნენ და ისინი ედვარდ და ლინდა ბრაიანტებმა 1999 წელს იშვილეს. ოჯახს 9 ბავშვი ჰყავდა ნაშვილები, რადგანაც ბავშვებს(ედვარდს და ოსტინს) ,,სპეციალური მოვლა” ესაჭიროებოდათ ოჯახი დახმარებას თვიურად 1700$-ის ოდენობით იღებდა. როგორც ჩანს როცა ბიჭები დაიკარგნენ, ცოლ-ქმარს ყური არ შეუბერტყია, დახმარების მიღება გაუტკბათ და საკუთარი კეთილდღეობისთვის ხარჯავდნენ ფულს. ბავშვების დაკარგვის შესახებ პოლიციას 2011 წელს ერთ-ერთმა ნაშვილებმა აცნობა.. მანვე განაცხადა, რომ როცა ბიჭები სახლში იყვნენ, მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ ცოლ-ქმარი.

ბრაიანტები ამჟამად სასამართლოს ელოდებიან, ისინი ბავშვების აღსაზრდელად გამოყოფილი ფულადი დახმარების გაგრძელებას მოითხოვენ, მგონი მეტი არც არაფერი ადარდებთ. ედვარდი და ოსტინი კი სად არიან კაცმა არ იცის..

…………………………………………………………………………………………………………………..

პირადი გვერდი უცნაურზე

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close