გასართობისაკითხავიუცნაური

საკუთარი მეუღლე მოწამლა და სასქესო ორგანო მოაჭრა

ამერიკელმა 48 წლის ქალბატონმა თავის მომავალ ყოფილ მეუღლეზე განსაკუთრებულად სასტიკად იძია შური…

კეტრინისა და მის მეუღლის ურთიერთობა ამ ბოლო დროს ძალიან დაძაბული იყო, ამიტომ მათ გადაწყვიტეს დაშორებულიყვნენ და სასამართლოშიც შეიტანეს განქორწინების სარჩელი, მაგრამ მაინც განაგრძობდნენ ერთად ცხოვრებას.
ერთხელაც სახლში მისულ კეტრინის მეუღლეს მისთვის უჩვეულო სურათი დახვდა, კეტრინს ვახშამი მოუმზადებია და სანთლებითაც კი გაუფორმებია სუფრა, ისიც მიუჯდა სუფრას და ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაიწყო ვახშმის ჭამა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ თავბრუს ხვევა იგრძნო, რომელიც უფრო გაძლიერდა სანამ გონება არ დაკარგა.
გამოღვიძებისას ის უკვე ხელ-ფეხით დაბმული იყო საწოლზე, მის წინ მისი მეუღლე კეტრინი იდგა დანით ხელში და სანამ გონზე მოსვლას მოასწრებდა კეტრინმა მას სასქესო ორგანო მოაჭრა. როდესაც ტკივილისგან ყვიროდა და სისხლისგან იცლებოდა კეიტმა პოლიცია და სასწრაფო გამოიძახა, მათ მოსვლამდე კი დრო იხელთა და მისი მეუღლის მოჭრილი სასქესო ორგანო სახლის გარეთ, ნაგავში გადააგდო. პოლიციამ მისვლითანავე კეტრინი დააკავა და მისგან ყველაფრის ახსნა მოითხოვა, კეტრინიც არ დაიბნა და წყნარად უპასუხა: “ის ამის ღირსი იყო” :). ამასობაში კეიტის საწყალი მეუღლე მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს და დაკვირვების შემდეგ გაირკვა რომ ის გაურკვეველი ნარკოტიკით იყო მოწამლული, რომელმაც მას გონება დააკარგვინა. კეიტი კი დააკავეს და განსაკუთრებული სისასტიკისთვის, ცივი იარაღით თავდასხმისთვის და მოწამვლის ბრალდებით სასამართლოს წინაშე მოუწევს წარსდგომა.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close