საკითხავისასარგებლო

აგნოსტიციზმი

აგნოსტიციზმი (ლათინური ფორმა ძველბერძნული სიტყვისა ἀγνωστικισμός agnōstikismós, ἀ-γνoεῖν, a-gnoein „არა-ცოდნა,უცნობი,შეუცნობელი“; შეადარე გნოსისი და გნოსტიციზმი) — ფილოსოფიური მოძღვრება, განსაზღვრული შეხედულება, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ უარყოფს სამყაროს შემეცნების შესაძლებლობას.

აგნოსტიციზმი ეჭვის ქვეშ აყენებს მსჯელობის ჭეშმარიტების მტკიცებასა და უარყოფას შემეცნების რიგ სფეროებში, განსაკუთრებით მეატფიზიკასადა თეოლოგიაში. აგნოსტიციზმის მიხედვით ყოველი მსჯელობა, რომელიც უმაღლესი ჭეშმარიტების ან აბსოლუტის, ღმერთის არსებობა-არარსებობას ეხება, უსაფუძვლოდ უნდა ჩაითვალოს, რადგან შემმეცნებელი ვერ გადავა მისთვის დაწესებულ ზღვარს, ვერ მოიპოვებს ჭეშმარიტ გნოსისს(ცოდნას). აგნოსტიციზმი ადამიანური ცოდნის პრინციპულ შეზღუდულობას იცავს, რაც არ გამორიცხავს ტრანსცედენტურის არსებობას. აგნოსტიციზმი ისევე უთანხმდება ათეიზმს, როგორც თეიზმს , თუმცა ღმერთის რაციონალური შემეცნების ყოველგვარ შესაძლებლობა უარყოფილია.შესაბანისად, კითხვაზე ”არსებობს თუ არა ღმერთი” აგნოსტიკოსი არც დადებითად პასუხობს და არც უარყოფითად. მისი პასუხი იქნება ”არ ვიცი და არც შემიძლია ვიცოდე”. ძველი წელთაღრიცხვის 5 საუკუნის ბერძენი სოფისტი პროტაგორა ასე განმარტავდა თავის აგნოსტიკურ შეხედულებას:„ღმერთებისა არაფერი მსმენია,არცა მათ არსებობაზე და არცრა მათ არარსებობაზე.”

აგნოსტიციზმი აღმოცენდა სკეპტიციზმის ფორმით ძველ ბერძნულ ფილოსოფიაში (პირონი) და კლასიკური გაფორმება ჰპოვა ჰიუმისა და კანტის ფილოსოფიაში. თანამედროვე დასავლურ ფილოსოფიაში აგნოსტიციზმის ნაირსახეობად ითვლება იეროგლიფების თეორია. ასევე ნეოპოზიტივიზმის, ეგზისტენციალიზმის და სხვა მიმდინარეობათა წარმომადგენლებმა სცადეს დაესაბუთებინათ სამყაროსა და ადამიანის შემეცნების შეუძლებლობა. თვით ტერმინი ”აგნოსტიციზმი” ბენებისმეტყველის,პროვესორ ტომას ჰენრი ჰაქსლის მიერ ”მეტაფიზიკური საზოგადოების” სხდომაზე 1876 წელს იქნა შემოღებული. მისივე განმარტებით, აგნოსტიკოსი არის ადამიანი, რომელის უარს ამბობს ღმერთთან დაკავშირებულ რწმენა-წარმოდგენებზე და დარწმუნებულია, რომ ნივშებისა და მოვლენების პირველსაწყისი უცნობია რამდენადაც ამის შემეცნება შეუძლებელია. სხვა სიტყვებით აგნოსტიკოსია ის, ვინც მიუღწევლად თვლის ღმერთის არსებობა-არარსებობის დამტკიცებას ან უარყოფას. ტერმინი გამოიყენება ბერკლის , ჰამილტონის, სპენსერის, დავიდ იუმისა და სხვათა ფილოსოფიურ შეხედულებებთან მიმართებაში.

აგნოსტიციზმის საფუძვლიანი კრიტიკა მოცემულია ბუნებრივ თეოლოგიაში. ამ სწავლების მიხევით ღმერთის შემეცნება შესაძლებელია საღვთო გამოცხადებებთან მიბრუნების გარეშე, მხოლოდ ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების, უნარების გამოყენებით. გარდა ამისა, ტომას აკვინელი თავისი ნაშრომის ”summa contra gentil” პირველი წიგნის მე-12 თავში აღნიშნავს,რომ მიუხედავად ღვთის შემეცნების შეუძლებლობისა, ადამიანს მაინც შეუძლია ღმერთის არსებობის მტკიცება. აკვინელის ეს მოსაზრება შემდეგში მრავალმა ფილოსოფოსმა გამოიყენა, მათ შორის ი.კანტმაც, რომელიც ამავე დროს იყო აგნოსტიკოსი. კრიტიკოსთათვის ბევრს არაფერს ამბობს, რომ ღმერთის შემეცნება შეუძლებელია, ამით საკითხი კი არ გადაიჭრება, არამედ ღმერთის შესახებ ახალი, პრინციპულად განსხვავებული ცოდნისკენ გვეხსნება გზა.

წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/აგნოსტიციზმი

პირადად მე არაფერი მომიმატებია სტატიისთვის, უბრალოდ ამოვაკოპირე მისი პირველი, მეორე და ბოლო ნაწილი. დანარჩენი იხილეთ მოცემულ ლინკზე, უბრალოდ მაინტერესებს, თუ იზიარებს ვინმე აგნოცისტთა აზრს

თეგები

ლევან მჟავანაძე

ხოო, რაავი რაა.
Back to top button
Close
Close