ვარდის ისტორია

უძველესი დროიდან ვარდი რჩება ყვავილების შეუცვლელ დედოფლად, სიდიადისა და სილამაზის სიმბოლოდ. მისი სილამაზე და მისტიურობა ადამიანის ყურადღებას იპყრობა. ის უყვარდათ და თაყვანს სცემდნენ , მას ხოტბას ასხავდნენ უძველესი დროიდან. ვარდი პოპულარობით და სიყვარულით  სარგებლობდა ყველა ერში. არქეოლოგიური მონაცემებით ვარდრი დედაიწაზე უკვე 25 მილიონი წელია არსებობს, ხოლო მისი ხელოვნური მოშენება 5000 წელია მიმდინარეობს და ამ დროის უდიდესი ნაწილში ის ითვლებოდა წმინდა სიმბოლოდ. ვარდების სურნელი ყოველთვის უკვშირდებოდა არა ამქვეყნიურს.

ძველად ჰქონდათ ტრადიცია, რომლის მიხედვით სალოცავებს ცოცხალი ვარდებით რთავდნენ. ის მოჰყავდათ ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი წლის წინ აღმოსავლეთით და ყველაზე ძველი მონაცემები ვარდის შესახებ გვხვდება ძველ ინდურ თქმულებებში, თუმცა მის სამშობლოთ სპარსეთი ითვლება. ძველსპარსულ ენაში სიტყვა „ვარდი“ პირდაპირ ნიშნავს „სულ“-ს. ძველი პოეტები ირანს უწოდებდნენ „ გ ი უ ლ ი ს ტ ა ნ “-ს , რაც ნიშნავს ვარდების ქვეყანას  ( აქედანაა ალბათ საქართველოში ქალის სახელი „გიული“ ანუ „ვარდი“ :|) ). ბენგალური ვარდები წარმოშობით ინდოეთიდანაა, ჩაის ვარდები ჩინეთიდან.

ვარდი 1

ყვავილების დედოფალს პრივილეგირებული პირებიც აფასებდნენ. ფუფუნების მოყვარე კლეოპატრამ სწორედ ვარდების ფოთლებით გარემოცულ ადგილას მოხიბლა მიუდგომელი მეომარი მარკუს ანტონიუსი. ლეგენდის მიხედვით ძველ ინდოეთში, ღირსშესანიშნაობების დროს ერთ-ერთმა მმართველმა ბრძანა ვარდის ფოთლებით აევსოთ წყლის ავზი. მოგვიანებით ხალხმა შეამჩნია, რომ წყლის ზედაპირი ვარდის თხელი ესენციით დაიფარა. სწორედ ასე გაჩნდა ვარდის ზეთი.

როგორც ცნობილია სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტე ზღვის ტალღებისგან გაჩნდა. ჯერ გამოსულიც არ იყო ხმელეთზე, რომ მბრწყინავმა  ქაფებმა მის სხეულზე ღია წითელ ვარდებად იწყეს გადაქცევა.

ვარდი 2

ძველი ბერძნებისთვის ვარდი ყოველთვის იყო სიყვარულისა და მწუხარების , პოეზიისა და ფერწერის სიმბოლო. ძველი ბერძენი პოეტი ქალი საფო ვარდს „ყვავულების დედოფლად“ იხსენიებდა. დიდ სოკრატს მიაჩნდა რომ ვარდი ყველაზე მშვენიერი და ყველაზე სასარგებლო ყვავილია დედამიწაზე. ძველბერძნული მითებიდან ვიცით, რომ სალოცავები რომლებიც აფროდიტეს ეძღვნებოდა გარშემორტყმულნი იყვნენ ვარდის ბუჩქბით, ხოლო თვითონ ქალღმერთს ძალიან უყვარდა ვარდის წყალში ბანაობა.

II ათ. ჩვ. წ. აღ. კ. კრეტაზე ვარდებს გამოსახავდნენ სახლებზე, ხოლო ათასწლეულების წინ კი ფარაონების სამარხებზე. ძველი რომაელები იმდენად აღმერთებდნენ ვარდების სილამაზეს, რომ მათ ხორბლის მაგივრად თესავდნენ, ხოლო ზამთარს გემებით გამოჰქონდათ ყვავიელები ეგვიპტიდან. კიდევ ერთი ისტორია თუ რატომ გაწითლდა ვარდი – ედემის ბაღში სეირნობის დროს ევამ ვარდს აკოცა და ისიც ამ სიამოვნებისგან გაწითლდა. ვარდი ყვავილია, რომელიც ძალიან ფასობს ქრისტიანებაში. მას სწორედ ასე უწოდებენ – ღვთისშობლის ყვავილი.

ვარდი 3

მხატვრები ღვთისშობელს გამოსახავდნენ სამი თაიგულით. თეთრი თაიგული ნიშნავდა მის სიხარულს, წითელი – მწუხარებას, ხოლო ყვითელი – დიდებას.
წითელი ხავსისებრი ვარდი ქრისტეს სისხის წვეთებისგან შეიქმნა, როდესაც მას ჯვარზე აკრავდნენ ანგელოზები სისხლის  წვეთებს აგროვებდნენ, მაგრამ რამოდენიმე ხავსსზე დაეცა და იქიდან გაიზარდა ვარდი. ღაჟღაჟა წითელი ფერია რომელიც უნდა გვაზსენებდეს ჩვენი ცოდვების გამო დაღვრილ სისხლს.

ბულბულმა რომ დაინახა თეთრი ვარდი აღფრთოვანდა და გულში ჩაიკრა, ბასრი ეკალი მას გულში შეერჭო და მისმა სისხლმა წითლად შეღება ვარდის ფოთლები.

რაინდები ერთ დროს თავის სატრფოებს ვარდს ადრიდნენ. ისინი ვარდივით მშვენიერები და მიუკარებლები მიაჩნდათ. მრავალი რაინდი ფარის ემბლემად სწორედ ვარდს ირჩევდა.

პ.ს. ესე გიორგი დავჯექი აღარ მივარგა თვალები
რუსული ვწერე ამბავი ქართულად ნათარგმანები.


ავტორი: Giorgi Balakhadze

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

© 2008 - 2014 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია ITDC