საკითხავისასარგებლო

ყავა – მსოფლიო სასმელი

ცოტა რამ ყავის შესახებ…

ყოველდღიურად მსოფლიოში 1,5 მლრდ ფინჯან ყავას სვამენ. ევროპაში ყველაზე მეეტ ყავას ფინელები და ნორვეგიელები მიირთმევენ.

დღესდღეობით, 70 სახეობის ყავა არსებობს, მათგან ყველაზე პოპულარულია: “რობუსტი” და “არაბიკა”.

თავდაპირველად ყავას მარცვლებისგან ხარშავდნენ. შემდეგ მისი დაფქვა ისწავლეს. 1554 წელს პირველი ყავახანები სტამბოლში გაიხსნა. სირიელები ახალადაფქულ და მოხარშულ ყავას არომატისთვის მიხაკსა და ილს უმატებდნენ.

ყველაზე ძვირადღირებული ფინჯანი ყავას იაპონიაში მოგართმევენ. იამაიკური რომით შეზავებული Jamaica Blue Mountain 30 ევრო ღირს. 1940 წლიდან იაპონიაში ყავას ყინულით მიირთმევენ. ამომავალი მზის ქვეყანაში ყავახანს Kissaten ჰქვია. იაპონიაში 1-ელი ოქტომბერი ყავის დღედაა გამოცხადებული.

ფრანგები დილაობით დიდი ჭიქით სვამენ რძიან ყავას, იტალიელები – მაგარ რისტრეტოს. ამერიკელები Starbucks-ის ყავახანებში 2 ჭიქა ამერიკანოს მიირთმევენ, 3 ჭიქის ოდენობა კი თან მიაქვთ. არაბები დილის 4 საათზე ქვუშუს გაცხელებას იწყებენ, სპილენძის ჯეზევში არომატული ყავის მოსახარშად.

ძველად მიიჩნევდნენ, რომ ყავა ძალასმატებდა, ფილოსოფოსები კი – სიბრძნეს. ყავა არაბულად “სიძლიერეს”, “აქტიურობას” ნიშნავს.

ევროპის კაფეებში დილით კაფენეროს (საშუალო სიძლიერის ყავას) მოგართმევენ, საღამოს – კაფე-ფერტინგს არყით. ასევე პოპულარული სასმელებია: ფიაკერი (ესპერნო ან მოკო რომით ან კონიაკით), მარია-ტერეზინა (მოკო ფორთოხლის ლიქიორით) აირიში (ყავა შაქრითა და ვისკით), ჰოთ-შოტი (ლიქიორითა და ნაღებით) და ა.შ.

თუ დილაობით ფრანგები რძიან ყავას სვამენ, საღამოს ლიეჟუას (ყავა ვანილის ნაყინითა და ნაღებით) მიირთმევენ; დღის განმავლობაში – ლატეს, მაკიატეს და კაპუჩინოს.

ავსტრალიელი ოფიციანტი აინშპენერით (მოკო ათქვეფილი ნაღებით) ან მელაჟნით (ყავა რძით) გაგიმასპინძლდებათ. შვეიცარიაში ტრადიციულად შიუმლის (ფილტრის ყავა) მოგართმევენ.

ყველაზე მოცლილი კლიენტები სამხრეთ აფრიკულ ყავახანებში დადიან. ოფიციანტი, თქვენ თვალწინ, რეცხავს ყავის მარცვლებს, შემდეგ მოხალავს, გააგრილებს, ხელის საფქვევში ჩამოაფქვევს, მოხარშავს და მოგართმევთ.

ამბობენ რომ ეკატერინე II იმდენად მაგარ ყავას სვამდა, რომ ჭიქაში მორჩენილ ნალექს კიდევ უამრავჯერ ხარშავდნენ. მეორედ მას კამერდინერები სვამდნენ, შემდეგ მზარეულები, მოსამსახურეები და ბოლოს – ლაქიები.

ევროპაში შაქროამო ყავა პირველად საფრანგეთის მეფემ, ლუი XIV-მ 1715 წელს დააგემოვნა. მანამდე სასმელში, სურვილის მიხედვით, ლიმონის ნაჭერს აგებდნენ. საფრანგეთში ყავა არაბებმა შეიტანეს. ევროპაში მას “არაბულ ღვინოს” ეძახდნენ. ყავაში რძის ჩამატება ევროპელებმა 1680 წელს დაიწყეს.

ყავის ფილტრი 1908 წელს გერმანელმა მელიტა ბენცმა დაამზადა. პირველი ესპრესოს ავტომატი იტალიაში 1906 წელს დაამზადეს.

წყარო: ჟურნალი “გზა”

P.s: ამ პოსტს შეეწირა ჩემი თითები Rip My Fingers: 1997-2011 ;(

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close