არქივი

კონკორდი

0553ee39f238

ინფორმაცია კონკორდის შესახებ

კონკორდი (Concorde) — ზესწრაფი სამგზავრო თვითმფრინავი, დაპროექტებული ერთობლივად საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ (კომპანიები “აეროსპასიალ” და “ბრიტიშ ეირკრაფტ კორპორეიშენ”) და ტუპოლევის ტუ-144-თან ერთად ერთერთი ზესწრაფესი მოდელი იყო, რომელიც ოდესმე კომეცრიულ რეისზე გაშვებულა.

კონკორდმა პირველი საგამოცდო გაფრენა 1969 წელს მოახდინა. ფრანგულ-ბრიტანული ერთობლივი პროექტით სულ 16 ლაინერი იქნა წარმოებული, რომლებიც ავიაკომპანიებმა ერ-ფრანსი და ბრიტიშ ეირუეიზი შეისყიდეს. 1976 წელს კონკორდებმა რეგულარული რეისების წარმოება დაიწყეს. საერთო გადაყვანილ იქნა 3 მილიონზე მეტი მგზავრი. ტექნიკური უპირატესობის მიუხედავად ექსპლოატაციაში ძვირი გამოდგა.

ატლანტის ოკეანეს კონკორდი ჩვეულებრივ რეაქტიულ თვითმფრინავზე ორჯერ სწრაფად გადაუფრენს, მაგრამ მხოლოდ 128 მგზავრს იტევს, ასევე ძალიან ხმაურიან თვითმფრინავადაც ითვლება.)) კონკორდის ცხვირი აფრენისას ქვემოთ იხრება, რათა გზა უკეთ გამოჩნდეს.

81e31a03d1d9

2c86ac0b70e8

0348f7c315ad

29429a088233

9c23928b11a8

2000 წლის 25 ივლისს ერთ-ერთმა კონკორდმა პარიზის აეროპორტიდან აფრენისას კატასტროფა განიცადა, რომლის ბორტზე მყოფი 113 ადამიანი დაიღუპა. შედეგად კონკორდის ყველა რეისი გაუქმდა შემთხვევის მიზეზების შესასწავლად და თვითმფრინავის მოდერნიზაციისთვის. 2001 წელს გაუმჯობესებული კონკორდი ისევ შევიდა ექსპლოატაციაში, თუმცა 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენების გამო, ასევე მომსახურეობის სიძვირისა და მგზავრთა გადაყვანის რაოდენობის ვარდნის გამო მათი ექსპლუატაცია წამგებიანი გახდა. 2003 წელს კონკორდი ექსპლოატაციიდან მოხსნეს.

საფრანგეთში მოსამართლემ, რომელიც იძიებს “ეარ ფრანს კონკორდის” ავარიას, აღძრა საქმე არაწინასწარგანზრახული მკვლელობის მუხლით, კონკორდის პროგრამის ყოფილი ხელმძღვანელის მიმართ. ანრი პერიე ამ პროგრამას 1978-დან 1994 წლამდე განაგებდა. ზებგერითი თვითმფრინავი პარიზის მახლობლად 2000 წელს ჩამოვარდა, ავარიის შედეგად დაიღუპა 119 ადამიანი თივთმფრინავში და 4 მიწაზე. გამოძიებამ დაადგინა, რომ თვითმფრინავის ავზს ჰქონდა წუნი, რაც 1979 წლიდან იყო ცნობილი.

0c252b2a9171

e0fb2df666e7

 

 

მსგავსი ამბები

Back to top button