არქივი

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები: საქართველო – ჯვრის მონასტერი და უშგული

60381b6ebf51
ჯვარი – ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლი – დგას მცხეთასთან, მთის წვერზე, მტკვრისა და არაგვის შესართავთან.ქრისტიანობის მიღების პირველი წლებიდანვე ამ ადგილას მეფე მირიან III -მ ხის (ვაზის) მაღალი ჯვარი აღმართა, რომელსაც თაყვანს სცემდნენ კავკასიის სხვა ქრისტიანი ერებიც. ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის გვერდით პატარა ეკლესია ააშენა, რომელსაც დღეს “მცირე ჯვარს” უწოდებენ.

586/7 – 604 წლებში გუარამის ძემ – ერისმთავარმა სტეფანოზ I -მა მცირე ტაძრის გვერდით ააგო დიდი ტაძარი – დღევანდელი ჯვარი, რომელიც ზედ გადაეხურა ხის ჯვარს ( ჯვრის კვარცხლბეკი დღემდეა დარჩენილი).ტაძარი გეგმაში წარმოადგენს რამდენადმე წაგრძელებულ ჯვარს, რომლის მკლავები მთავრდება აფსიდებით. შენობის ბირთვს შეადგენს კვარდატი, რომლის თავზეც აღმართულია 8- წახნაგოვან ყელზე დამყარებული გუმბათი. ძველი და ახალი ეკლესიები შემდეგში გაერთიანდა შემაერთებელი კარიბჭით. შენობა დიდი არ არის (მისი ზომებია 22მ X 19მ, სიმაღლე 25 მ ), მაგრამ იგი მონუმენტურ შთაბეჭდილებას ტოვებს. ფასადი მოპირკეთებულია მოვარდისფრო – ქვიშისფერი თლილი ქვით.მცხეთის ჯვარი პირველი ნიმუშია ჯვრული ტიპის მონასტერებისა. იგი, ბოლნისის სიონის შემდეგ, ხუროთმოძღვრების სკულპტურული მორთვის ახალ საფეხურს წარმოადგენს. ფიგურული რელიეფების განლაგება ღრმად გააზრებულ სისტემას ექვემდებარება. პირველი მაგალითია შუა საუკუნეების ქართულ ხუროთმოძღვრებაში, რომ ფასადის სახე დამოუკიდებელი, შეგნებულად დასახული, მხატვრული ამოცანის მნიშვნელობას იძენს. შემდეგში ეს ქართული არქიტექტურის დამახასიათებელ ნიშნად იქცევა.მონასტრის გარშემო არსებული სხვა ნაგებობები (კოშკი, გალავანი) უფრო გვიანდელია.  მონასტრის კედლის ნახატებში გამოსახულია როგორც რელიგიური ისე ისტორიული პირებიც. არის ძველი წარწერებიც საქართველოში არ არსებობს ნივთიერი კულტურის სხვა ასეთი პოპულარული ძეგლი. მცხეთის ჯვარი მსოფლიო ხელოვნების საგანძურში შედის.

3fed8f8eef00
უშგული — თემი მესტიის მუნიციპალიტეტში. შედგება 4 სოფლისგან: ჟიბიანი, ჩვიბიანი, მურყმელი, ჩაჟაში.

უშგული მდებარეობს შხარას ძირას, ენგურისა და შავწყალა-ქვიშარას შესართავთან. უშგულის თემის სიმაღლე მერყეობს ზღვის დონიდან 2060 მეტრიდან 2200 მეტრამდე. ამ მონაცემებით უშგული ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებად მიიჩნევა.უშგული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით უკავშირდება მესტიასა და ლენტეხს. ლენტეხთან დამაკავშირებელი გზა გადის ზაგაროს უღელტეხილზე, რომელიც წელიწადში მხოლოდ სამ თვესაა გახსნილი, ხოლო დანრჩენი დროის მანძილზე თოვლით იფარება. უშგული ზვავსაშიშ ზონაში მდებარეობს. 1987 წელს დიდი ზვავის გამო ადგილობრივი მხოვრებლები ეკომიგრანტებად იქცნენ, ძირითადად, ქვემო ქართლში. ამჟამად თემში დაახლოებით 70 კომლი სახლობს.უშგულთან ახლოს, ენგურის სათავეებთან მოდის მინერალური წყალი.უშგული ბუნებრივი მდებარეობის გამო მოწყვეტილი იყო დანარჩენ სვანეთს. უახლოეს თემში, კალაში, რომელიც 7 კილომეტრში მდებარეობს, გადასვლაც კი საკმაო სირთულეს წარმოადგენდა. ხალხის მეხსიერებაში შემორჩენილია ლეგენდა დევის ნაშენზე, ეს არის კლდე, რომლესაც, ლეგენდის თანახმად, ენგურის ხეობა ჩაუკეტავს და სოფელი იტბორებოდა. კატასტროფის თავიდან ასარიდებლად უშგულიდან და კალადან დაძრულა ორი ვერძი, რომლებიც საპირისპირო კუთხეებიდან დასჯახებიან კლდეს და დაუნგრევიათ.უშგულის ეტიმოლოგიას ”უშიშარ გულს” უკავშირებენ. ისტორიულად, უშგული უბატონო თემი იყო. უშგულში გაბატონების მსურველი 7 თავადი მოკლეს. მათ შორის უკანასკნელი იყო ფუთა დადეშქელიანი, რომელიც უშგულის ლამარიაში მთელმა სოფელმა ერთად მოკლა.

წყარო: ვიკიპედია

100000860086738.1732.1631588392

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button