არქივი

ორი სამეფო ქორწილი ერთ წელში

34c21a31f996
ამ წელში ორი სამეფო ქორწილი ვიხილეთ პირველი დიდი ბრიტანეთის მონარქის პრინც ვილიამ და ქეით მიდლტონის ხოლო მეორე მონაკოს პრინც ალბერტ 2 და მისი რჩეულის ყოფილი მოცურავის შარლინ უიტსტოკის

პრინც უილიამის და ქეით მიდლტონის ქორწილი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში შედგა 29 აპრილს, მას თვალყურს ადევნებდა პლანეტის მესამედი  ქორწილის ესკორტის სანახავად კი, ლონდონელები და ტურისტები უფრო ადრე მოთავსდნენ და კარვებიც გაშალეს, ცერემონიალი პირდაპირ ეთერით გადაიცემოდა მრავალ ქვეყანაში. სამეფო ქორწილი ქართულმა არაერთ არხმა პირდაპირ ეთერში აჩვენა, მე პირადად რეგიონ ტვ არხზე ვუყურე საქორწინო ცერომონიალს, დამთხვევა თუ შემთხვევითობა ეს სამეფო ქორწილი მაშინ შედგა როცა 30 წელი გავიდა უელსის პრინცის და ლედი დაინას ქორწილს შორის
54728a3178c9
e1e8a44895ce
პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი

30281019bc8f

სამეფო ქორწილზე პრინცი უილიამი წითელ სამხედრო ფორმაში იყო გამოწყობილი მისი ძმა კიდევ შავ უნიფორმაში ხოლო ველსის პრინცი მუქ ლურჯ უნიფორმაში. მინდა განვმარტო რომ სამეფო საჰაერო ძალების კოლეჯის დასრულების შემდეგ უილიამი მფრინავი გახდა; 2009 წელს გამწესდა სამეფო საჰაერო ძალებში და მიენიჭა ავიაციის ლეიტენანტის წოდება, შემდეგ გაიარა ვერტმფრენის მართვის კურსები და გახდა სამძებრო და სამაშველო ძალების სრული მფრინავი.

პრინცი ასევე გახლავთ ბრიტანეთის არმიის, ცხენოსანი კავალერიის ლეგიონის ”The Blues and Royals” ლეიტენანტი.
2011 წელს მიენიჭა ირლანდიის გვარდიის პოლკოვნიკის წოდება.
55d71ec8c1f7

 

აქედან გამომდინარე პრინცს შეეძლო ჩაეცვა ან სამეფო საჰაერო ძალების ავიაციის ლეიტენანტის უნიფორმა (ცისფერი) ან ირლანდიის ცხენოსანი კავალერიის პოლკოვნიკის უნიფორმა (წითელი), მან ეს უკანასკნელი აირჩია.

პრინცი ჰარი
2a664ffb829e
e5ab7c2e9008

ჰარი არის ”The Blues and Royals ცხენოსანი კავალერიის ლეგიონის მეორე თანრიგის ლეიტენანტი, ხოლო შემდგომში ამავე ლეგიონის სატანკო მეთაური.

ჰარი გამოეწყო ”The Blues and Royals” ოფიცერის უნიფორმაში, აქსელბანტებით, ჯვარედინი ქამრით, ოქროს წელის სარტყელით და ხმლის თასმებით, ხმლის გარეშე. არმიის საჰაერო კორპუსის სამხრეებით, მკერდზე ოქროს იუბილეს და ავღანეთში მსახურობის მედლებით

908b7067ff77
პრინც ჩარლზს ეცვა სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების შავი ფერის უნიფორმა.  სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების, ინგლისის სამხედრო ხომალდის (HMS) ბრონინგტონის კაპიტანის წოდება.თუმცა ის ახლა კაპიტან-ლეიტენენტია

1b367fb91b14
6225526d14cd
პატარძალი ქეთრინ მიდლტონი

ქეთრინ მიდლტონი ვესტმინსტერის სააბატოში ეტლის ნაცვლად, ავტომობილით მივიდა. საქორწინო ცერემონია ადგილობრივი დროით 11 საათზე დაიწყო.

7604b5db3eae

ქეთრინ მიდლტონი საკურთხეველთან მამამ, მაიკლ ფრენსის მიდლტონმა მიაცილა
ქეთრინ ალექსანდრ მაკქვინის სამოდელო სახლის დიზაინერის, სარა ბარტონის კაბა ეცვა

66a43c826a0e
ველსის პრინცი და მისი მეგობარი ქალი კამილა პარკერი

a27b6ce9e3a3
ქეთრინ მიდლტორის და პიპა (ფილიპა) მიდლტონი

3da674556211
8a45118b92ee
მისი უდიდებულესობის პირადი ლაიბ-გვარდიის სარიტუალო ასეული

598c82456ef9
ლონდონელები და ტურისტები

8c8d2df6157f

უილიამი და ქეთრინი ინგლისის ეკლესიის სულიერმა ლიდერმა – კენტერბერის არქიეპისკოპოსმა დააქორწინა. საქორწინო ფიცის ტექსტი 1662 წლის ლოცვების წიგნიდან არის აღებული, დღეს ის ცოტა არქაულად გამოიყურება. თუმცა ოდნავი რედაქტირება განიცადა. პატარძლის ტექსტიდან ამოიღეს სიტყვა ქმრის “მორჩილება”.

8ec94e0ed423
3a57d73a078c

ქორწილი დასრულების შემდეგ კი წყვილი ეტლისა და კორტეჟის თანხლებით ბუკინგემის სასახლისკენ გაემართა.
ffca116c6614
4d37a3d85828

დედოფალი მათ პატივსაცემად მიღებას მოაწყობს, რომელზეც ახალდაქორწინებულთა ახლობლებს მიიწვევენ. ამიერიდან ეს ახალი ტრადიცია იქნება.

საღამოს უილიამის მამა – ტახტის მემკვიდრე პრინცი ჩარლზი ბუკინგემის სასახლეში კერძო წვეულებას მოაწყობს, რომლის შემდეგაც სამეფო ოჯახის ნათესავებისა და ახლობლებისთვის მეჯლისი გაიმართება.

ბუკინგემის სასახლეში მიღებამდე წყვილი, ტრადიციულად, სასახლის დასავლეთ მხარეს აივანზე ხალხთან მისასალმებლად გავიდა და ერთმანეთს საჯაროდ აკოცეს.
4755124079b4
ამ სურათზე კურიოზიც არის სამეფო ოჯახის ირგვლივ სიმბოლურად ბავშვები იყვნენ შემოკრებინები ეს მომავალი მშობლების იმიჯია მაგრამ ქეთრინ მიდლტონთან მდგარმა ბავშვმა ყურზე ხელები აიფრა საინტერესოა რატომ ? ერთერთი ვერსიით ხალხის ყვირილმა და ტაშმა შეაწუხა სხვა ვერსიებით სამეფო წყვილის შერცხვა ან კიდევ ავიაციის გადაფრენის ხმაურის გამო ყურებზე ხელი აიფარა

ცერემონიას სამეფო და მიდლტონების ოჯახი აფინანსებენ, ქვეყნის ბიუჯეტიდან კი მხოლოდ სატრანსპორტო მომსახურებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარჯები დაიფარება.

სულ ბოლოს კიდევ უილიამი და ქეთრინი ბუკინგემის სასახლიდან უელსის პრინცის კუთვნილი კლასიკური ავტომობილი ასტონ მარტინით გამოვიდნენ

28e4aea0be98

მეორე სამეფო ქორწილი იყო მონაკოს პრინც ალბერტ II  და მისი რჩეულის სამხრეთ აფრიკელი ყოფილი მოცურავე შარლინ უიტსტოკის

თუმცა ბრიტანეთის სამეფო ოჯახისგან განსხვავებით აქ ყველაფერი სუფთად არი იყო ჭორებით თურმე მომავალი საპატარძლო სამჯერ გაქცევას შეეცადა ის თვითმფრნავიდანაც კი მოხსნეს ნიცაში. ისიც გაირკვა რომ პრინც ალბერტ II ორი უკანონო შვილიც ყავს. მაგრამ ისინი სამეფო ტახტზე და სამეფო ტიტულზე პრეტენზიას ვერ წარმოდგენენ.

სამეფო ქორწილს ევროპის მონარქთა დიდი ნაწილი ესწრებოდა ცერემონიალი როშეს სასახლეში გაიმართა.
დიზაინერების თქმით შარლინის კაბა უფრო მდიდრული იყო ვიდრე კატერინ მიდლტონის, სამეფო წყვილი თეთრ ფერებში იყვნენ გამოწყობილები ალბერტ II თეთრი სამხედრო კიტელი ემოსა.

0b1f19811af7

80970c3318a9

შარლინს და ალბერტს შორის კოცნა ხანმოკლე მაგრამ ემოციური აღმოჩნდა

5535a7664fa0

ცერემონიის დასასრულს გუნდმა მონაკოს ჰიმნი იმღერა. სადღესასწაულო მელოდიამ შარლინს გული აუჩუყა და პრინცესა ატირდა

ქორწილი ნადიმით დასრულდა. ვახშამი სტუმრებისთვის ფრანგმა შეფ-მზარეულმა ალენ დიუკასმა მოამზადა. ოპერის თეატრში ოფიციალური ვახშამი და წვეულება გაიმართა, ქუჩებში კი – ფოიერვერკი.

ქორწილში ასევე მიწვეულნი იყვნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, შვედეთის მეფე კარლ გუსტავი, ცნობილი დიზაინერი კარლ ლაგერფილდი და სხვა ვარსკვლავები
b13ad94208f7
b2b716febd7b
9143e3a1b46c
სამეფო წყვილი სამეფო ოჯახის ქორწილის მეჯლისზე პრინცი კვლავ სამხედრო უნიფორმით იყო ოღონდ უფრო ოფიციალური ვახშამებისთვის განკუთვნილ უნიფორმაში

f574db045da8
ალბერტ II -ს და პრინცესა კაროლინა

2a9ad3ebb9ed

პრინცესა კაროლინას შვილები ულამაზესი პრინცესა შარლოტა კაზირაგი და მისი ძმები პრინც პიერ და ანდრეა კაზირაგები

8b8477a72a45
როშეს სასახლე

9dc3dcc61754
77daba74afc3

ფეიერვერკი მონაკოსა და მონტე-კარლოს შორის

63cd40a3f1e5
სამეფო ტორტი

f8c9a3639941

სამეფო წყვილი

P. S. თუმცა მონაკოს სამეფო ოჯახში სკანდალი ჯერ ისევ არ ჩამცხრალა.  ირკვევა რომ პრინც ალბერტ II -ს კიდევ ყავს ერთი უკანონო შვილი თუმცა ოფიციალურად არ დასტურდება, თაფლობის თვეს ისინი სამხრეთ აფრიკაი სხვადასხვა სასტუმროებში ატარებენ. თუმცა ეს სულ სხვა თემაა.

წყარო: www.ambebi.ge

geomilitary

ვარ ავტოფანატი მიყვარს სამხედრო საქმე მაქვს მანქანების ენციკლოპედიების კოლექცია

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button