კულტურა

seaZone

undefined

როგორც მოგეხსენებათ, ქართველებმა მასიურად დაიწყეს საკმაოდ კარგი ხარისხის ფილმების გადაღება, რაც დამეთანხმებით და ძალიან სასიამოვნოა.. მაგრამ ეს უკვე ძააალიან საინტერესოა..

არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ამ ფილმის გადაღება დაიწყო და სავარაუდოდ თებერვალში გამოვა კინოეკრანებზე.. ეს არის კიდევ ერთი ახალი ქართული ფილმი, სახელწოდებით seaZone

ეს ფილმი მოგვითხრობს ოთხი ახალგაზრდა ბიჭის შესახებ, რომლებიც ზაფხულის სეზონზე მიდიან ბათუმში.. ყველაფერი კარგად იყო მანამ, სანამ ერთ დილას არ გამოვიდნენ დილით და არ ნახეს, რომ ბათუმში სრულიად მარტოები იყვნენ.. არა ხალხი, არა სიცოცხლე და.. არა გასასვლელი.. ფილმის თრეილერშიც კი ჩანს, რომ სიტუაცია არც ისე მარტივია და საკმაოდ იძაბება..

როგორც უკვე აღვნიშნე, ფილმი უმაღლესი ხარისხისაა და საკმაოდ სერიოზული მუშაობა მიდის..

დანარჩენი თრეილერში ნახეთ და თქვენ თვითონ დარწმუნდებით, რომ ამ ფილმზე ხუმრობა არ შეიძლება..)

საკმაოდ დამაინტერესა და ერთი სული მაქვს როდის გამოვა.. ნახეთ თქვენც და პირობას გაძლევთ, შემომიერთდებით..)

მსგავსი ამბები

Back to top button