არქივი

საინტერესო ფაქტები დედამიწის შესახებ

33d22cb622fb

გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს დედამიწის შესახებ

დედამიწის ატმოსფეროს “სისქე” 10 000 კილომეტს აღწევს

ატმოსფეროს გარე ფენა, ეგზოსფერო, 690 კმ სიმაღლიდან იწყება და 10 000 კმ-ს აღწევს.

ამ სიმაღლიდან თავისუფალ ნაწილაკებს შეუძლიათ თავი დააღწიონ დედამიწის გრავიტაციას.

 

დედამიწას თავისი ღერძის გარშემო მობრუნებას 24 საათი არ ჭირდება

ამისთვის მას 23 საათი 56 წუთი და 4 წამი ესაჭიროება. ასტრონომები ამ დროს ვარსკვლავიერ დღეს უწოდებენ.

ერთი შეხედვით 4 წუთი დიდი დროა და ასეც არის, თუმცა მზის გადაადგილების გამო (დაახლოებით 1° “უძრავი

ვარსკვლავების მიმართ- ეს დაახლოებით მთვარის ზომაა ცაზე) შეტანილი შესწორებების გამო დღე-ღამეს საოლოოდ

24 საათს ვიღებთ.

 

წელიწადი დედამიწაზე 365 დღე არ არის

უფრო ზუსტად იგი 365.2564 დღეს გრძელდება. სწორედ ამიტომ არსებობს ნაკიანი წელიწადი.

(ოთხის ჯერადი წლები)

 

მზე და დედამიწა

საშუალო მანძილი მზესა და დედამიწას შორის 149 მილიონი კილომეტრია. (საშუალო იმიტომ რომ ორბიტის ფორმა ელიფსია

და არა წრე). მზის ორბიტაზე დედამიწა 108 000 კილომეტრ საათ სიჩქარით გადაადგილდება.

 

წყალი ატმოსფეროში

ატმოსფეროში წყლის რაოდენობა საკმარისია იმისათვის რომ დედამიწის ზედაპირი 2,5 სმ-ით დაიფაროს.

 

ბირთვი

დედამიწის ბირთვი გამდნარი რკინაა რომელიც ზედაპირზე ლავის სახით მოგვევლინება. მისი ტემპერატურა 7 500 ° C

აღწევს, რაც მზის ზედაპირის ტემპერატურაზე მაღალია! იგი ასევე დადამიწის მაგნიტურ ველს ქმნის, რომელიც

მზის მავნე გამოსხივებისგან გვიცავს.

 

დედამიწა მრგვალი არ არის

დედამიწას ელიფსის ფორმა აქვს. იგი ჩაზნექილია პოლუსებზე და ამოზნექილია ეკვატორზე.

 

რეკორდსმენი

დედამიწა და მერკური მზის სისტემის ყველაზე მკვრივი პლანეტები არიან.

დედამიწის მასა 5.9742 × 1024  კილოგრამია

 

სახელი

დედამიწა ერთადერთი პლანეტაა მზის სისტემაში, რომელიც მითიური ღმერთის სახელს არ ატარებს.

 

ცოტა “მშრალი” ფაქტები

დედამიწა სისიდით 5 პლანეტაა მზის სისტემაში

დედამიწის ზედაპირის 71% წყლითაა დაფარული

ასაკი: დაახლოებით 4.54 მილიარდი წელიწადი

ეკვატორული რადიუსი 6,378.1 კმ

პოლარული რადიუსი 6,356.8  კმ

ზედაპირის ფართობი 510,072,000 კვადრატული კილომეტრი

საშუალო სიმკვრივე 5.515 გრამი/სანტიმეტრ კუბი

ზედაპირის ტემპერატურა მინ: -89.2 °C  მაქს: 57.8 °C საშუალო 14°C

 

 

 

მსგავსი ამბები

Back to top button