TECH & მეცნიერებაგართობა

After Effects – “კინოგიგანტები” და უბრალო გართობა

4816f1f37b02
ამასწინათ მეგობრებთან ერთად ვიყავით ქვათახევში გასულები და უცებ იუთუბიდან ერთი ვიდეო გამახსენდა, რომლის გამეორებაც მოვინდომეთ. ყველაზე უბრალო ციფრული ფოტოაპარატი და… წავიდა…

after effects-ის ხმარება არ ვიცი კარგად, მაგრამ პირველ ჯერზე რაც გამოგვივიდა ესაა. საინტერესო ისაა, რომ ამ პროგრამას არცერთი თანამედროვე ფილმი არ აუვლის გვერდს.

9იან წლებში, როდესაც პირველი “მატრიცა”ს იღებდნენ , იმისათვის რომ ნეოსა და აგენტის შეტაკება (მეტროში რომ მიფრინავენ ერთმანეთისაკენ და თან ისვრიან. შემდეგ კამერა მათ გარშემო ბრუნავს და 360 გრადუსზე ურტყავს წრეს შენელებულ კადრში) გადაეღოთ, მსახიობები თოკებზე დაკიდეს, მათ გარშემო ასეულობით ფოტოაპარატი დაამონტაჟეს და წამის მეასედის განსხვავებით გადაიღეს სათითაო კადრი, რათა ეფექტი მიეღოთ.

მე კი დღეს შემიძლია იგივე გავაკეთო სახლიდან გაუსვლელად after effects-ის დახმარებით.

“ავატარის” რეჟისორი ამბობდა, რომ მას ფილმის სცენარი თავში 15 წლის წინ მოუვიდა, მაგრამ სწორედაც რომ ტექნოლოგიურად ვერ შეძლო განეხორციელებინა ის რაც ჩვენ ერთი წლის წინ ვიხილეთ.

ქვემოთ კი ჩემი მოკრძალებული ვიდეოა :) შეგვიძლია ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება, ვისაც გსურთ.

უყურეთ და დაალაიქეთ :)

Back to top button