არქივი

სკოლა და სკოლის მოგონებები

5er39

ამ პოსტით მინდა გაგახსენოთ სკოლის პერიოდი,ხოლო ვინც დადის იმას მინდა ამ პოსტით ვანახო რომ სკოლა ჯოჯოხეთი და ციხე არაა…

ეს პოსტი უფრო მათ ეძღვნებათ ვინც 1999 წელს შევიდა სკოლაში და 2011 წელს დაამთავრა,ამ პოსტში გამოტოვებული იქნება 6 წელი რადგან მეოთხე კლასიდან საზღვარგარეთ გადავცხოვრდი და იქ რაც მოხდა თქვენ არაფერს არ გაგახსენებთ და ნაკლებად საინტერესოც იქნება,თან არ მინდა ჩემი პოსტები მხოლოდ მე მეხებოდნენ და ჩემზე ვწერდე..

1999 წელი ეს ის წელია როცა ხალხი დენს იპარავდა,გაზის მრიცხველებს ყრიდა და საკაბელოც მოპარული ქონდათ,მოკლედ არეული პერიოდი იყო მაგრამ იმ დროს..იმ დროს ლარი ძლიერი ფული იყო,მახსოვს 1 ქათამი 1,60 ღირდა,პური 35 თეთრი და ამიტომ 20 თეთრს რომ მაძლევდნენ თავი დიდი კაცი მეგონა და ასაფეთქებლებს ვყიდულობდი ან პოკემონებს..მოკლედ დადგა 1 სექტემბერი და დილას 8 საათზე ავდექი (უფრო სწორედ ამაყენეს) ჩამაცვეს შავი შარვალი,თეთრი პერანგი,შავი ჟილეტი,შავი ფეხაცმელები და შავი ჰალსტუხი,თმები ელვის პრესლივით გადამივარცხნეს და მიმიყვანეს სკოლაში..იქ ბევრი ჩემნაირად ჩაცმული და დაბნეული ბავშვი ვნახე,დედას რომ არ შორდებოდნენ და ზოგიც ტიროდა..გოგოებს თეთრი კაბები ეცვათ და ფერიებივით გამოიყურებოდნენ..დადგა იმის დრო რომ შევსულიყავით სკოლაში,კარში ქალი შემოგვეგება და დედა-ენა გვაჩუქა,ჩვენი პირველი და უსაყვრალესი წიგნი,წიგნი რომელმაც კითხვა მასწავლა..დერეფანში ნავთის თუ “მასტიკის” სუნი იდგა აღარ მახსოვს მაგრამ ნახერხი რომ ეყარა ეგ მახსოვს.გავიარეთ გრძელი დერეფანი და შევედით კლასში,კლასში სადაც მთელი ბავშობის მოგონებები გვაკავშირებს,მერხზე არანაირი წარწერა და ნაჩხაპნი არ იყო,რა თქმა უნდა ჩემებმა მასწავლებლის წინ დამსვეს და გვერდზე გოგოც მომიჯინეს რომ შემრცხვენოდა და არ დავლაპარაკებოდი,იმ გოგოს გვანცა ერქვა და პუტკუნა ლოყები ჰქონდა,მთელი 4 წელი მის გვერდით ვიჯექი და საკონტროლო წერისას ვაწერინებდი..

გავიდა დრო,გავიცანი კლასელები და უფრო ბევრი მეგობარი გავიჩინე,მახსოვს პირველად ხუთიანი მათემატიკაში მივიღე და სახლში რომ მივიტანე ჩემი ნიშანი ჩემზე ძალიან მშობლებს გაუხარდათ,იმ დროს კი მიკვირდა მაგრამ ეხლა ვხვდები რატომაც გაუხარდათ ჩემზე ძალიან..მიყიდეს მარწყვი და 1 ლარიანი ჯინის ნაყინი რომელშიც ფოსფორის დინოზავრები ამოდიოდა და როცა ჩემთვის უცნობი დინოზავრი ამოდიოდა რომელიც კოლექციაში არ მქონდა ისე მიხაროდა რომ ძუძუები მითამაშებდა (ძუძუ უცენზურო სიტყვა არაა,როგორც მახსოვს დედა-ენაში წერია ეგ სიტყვა რომელიღაც ლექსში)..რამოდენიმე თვის მერე პირველ კლასს დავამთავრებდი და საკონტორლო წერა უნდა ჩამებარებინა მათემატიკაში..ალბათ გახსოვთ კალკულატორი საათები რომლებიც 2 ლარი ღირდა,ეგეთი ჩემ კლასელს ჰქონდა რომელიც ძალით ხუთოსანა იყო და ნერვებს მიშლიდა მაგ უსამართლობის გამო..დამთავრდა პირველი კლასი,წავედით ექსკურსიაზე საღაც ტყეში და იქ ველურებივით დავრბოდით,ხეებზე დავძრებოდით,გოგოებს ვეპრანჭებოდით და ისინიც იგივენაირად გვპასუხობდნენ..

მეორე კლასში ახალი არაფერი ვნახე გარდა იმისა რომ წიგნები შეიცვალა და დავალებებიც გართულდა,სახლშიც მისვლისას ვერ ვუყურებდი “ჰაკუნა მატატას”,არადა როგორ მიყვარდა მეფე ლომში ტახი რომ არის ის ტიპი,საღამომდე ვიჯექი და გაკვეთილებს ვამზადებდი,ეზოში ჩასასვლელი დროც არ მქონდა და მხოლოდ “გრენდაიზერის” ხათრით თუ ვრჩებოდი მალე გაკვეთილებს,გრენდაიზერი ყველაფერს მერჩივნა,არცერთ სერიას არ ვტოვებდი,ის ჩემი ბავშობის გმირი იყო..სკოლაში ბავშვებს სათამაშოებიც დაგვქონდა მაგრამ ვმალავდით,ერთადერთი რასაც ვერ ვმალავდით ეს პოკემონები იყო და დასვენებებზე ისე ვატყლაშუნებდით ზარის ხმაც არ გვესმოდა,წავიღებდით 10 პოკემონს და 30 მოგვქონდა,მეორე დღეს 30 წავიღებდით და ისევ 10 მოგვქონდა..საბედნიეროდ ამ კლასის დასასრულს არ მოყვა საკონტროლო და პირდაპირ მესამე კლასში გაავედით ყველა

2001 წლის პირველ სექტემბერს ისევ ყველანი სკოლის წინ ვიდექით,იგივე ტანსაცმლით ოღონდ ამჯერად დამოკლებული შარვლებით რადგან 3 წლის წინანდელი იყო,ზოგიც ისე იყო გაზრდილი რომ შავ ფეხსაცმელზე თეთრი წინდები უჩანდა და პერანგის სახელოები იდაყვამდე ჰქონდა აწეული..ამ დროს 8 წლის ვიყავი და უკვე ნელნელა რაღაცეები ვიცოდი,ქვესმიწერით გამრავლება და ასევე ლადო ასათიანის ლექსებიც..ისევ იგივე კლასში შევედით ოღონდ ახლა უკვე ნაკლები ბავშვით,4-5 ბავშვი სხვა სკოლაში წავიდა და კლასში სიცარიელე იყო,საბედნიეროდ გვანცა ისევ ჩემს გვერდით იჯდა და ველაპარაკებოდი ხოლმე..მახსოვს გვერდზე არავის იჯენდა,მე რომ არ მივდიოდი სკოლაში და ვაცდნედი მარტო იჯდა,არავის არ იკარებდა,მე ეგრე არ მოვიქცეოდი..

ერთხელაც კლასში შემოვიდა ახალგაზრდა ბიჭი და კარატეზე სიარული სემოგვთავაზა,5 ბიჭი ჩავეწერეთ და თან იმის ხათრით რომ ბოლო გაკვეთილი გაგვეცდინა,ერთერთი მსუქანა ბიჭი იყო და დარბაზის კარებში თითი გაეჭედა,სახელურის ხვრელში თითი შეყო და ისე ტიროდა გეგონებოდა თითი მოაჭრესო,სანამ მასწავლებელმა საპონი მოიტანა რომ თითი გამოცურებულიყო ის უკვე აღარც ტიროდა და გეგონებოდა 2 დღე ესე რომ დარჩენილიყო არც ინერვიულებდა,ისე კი მოუხდებოდა 2 დღე იქ დარჩენა,გახდებოდა და ცოტა მოქნილი იქნებოდა..3 თვე დავდიოდით კარატეზე,მერე მასწავლებელი სხვაგან გადავიდა და იქ უკვე ვეღარ დავდიოდით რადგან შორს იყო..ეს წელიც წარმატებით დავასრულეთ და ეხლა დადგა მეოთხე წელი რომელიც უფრო რთული აღმოჩნდა ვიდრე გვეგონა..
მეოთხე კლასში მეც მომიწია სკოლის შეცვლა,შევედი ახალ სკოლაში მაგრამ იგივე სიტუაცია დამხვდა,იგივე სუნი და იგივე მერხები..უკვე 9 წლის ვიყავი და ასე თუ ისე რაღაცეები გამეგებოდა..2002 წელს მთავრობა ისე ძალიან აღარ უჭერდა ამ ხალხს,ხალხსაც მეტი რა უნდოა და ეხლა ერთმანეთს დაუწყეს მოჭერა,დაიწყო ფონდის ფულის აგროვება და ასევე შეშის ფულიც უნდა დაგვედო რადგან გათბობა გვქონოდა,სინამდვილეში კი გათბობისთვის არ ვიხდით,ეს ფული იმისთვის იდებოდა რომ მასწავლებლებს შემწვარი წიწილები ეჭამათ,ვითომ სიტუაცია ისეთი მძიმე აღარ იყო და ანარქიაც არ სუფევდა მაგრამ ეს მხოლოდ ტელევიზორში მოსმენილი სიტყვები იყო..ზამთარში მაინც ვიყინებოდით ბავშვები და სკოლა რომელიც სახელმწიფო დაფინანსებიდან ფულს ტეხავდა სულ არ ადარდებდათ გაყინული კლასები..მეოთხე კლასში დაგვემატა რუსულის გაკვეთილი რომელსაც კარგად ვფლობდი,ერთადერთი რაზეც გული მწყდებოდა ის იყო რომ გვანცა ჩემს გვერძე აღარ იჯდა…

გავიდა 6 წელი და დადგა 2008 წელი..ამას მოყვა აგვისტოს ომი და სკოლებში შესახლებული ლტოლვილები,თითქოს საქართველო ამ 6 წლის მანძილზე არც შეცვლილა..ისევ ახალ სკოლაში შევედი და ისევ ახალი მეგობრები გავიჩინე,თავიდან რომ შევედი ბავშვებმა ძალიან კარგად მიმიღეს,ალბათ ყველას გაქვთ ნაგრძნობი ის როცა არავის არ იცნობ და ახალი ხარ კლასში..სულ არ მიგრძვნია რომ უცხო ვარ,ბავშვებმა პირველივე დღესვე თბილად მიმიღეს,გამაცნეს სკოლა,მასწავლებლები და 20 წუთში ყველა მასწავლებლის ბიოგრაფია ვიცოდი,ვინ იყო დამპალი და ვინ კარგი,ვინ გვაწვალებდა ნიშნებზე და ვინ არა..მოკლედ დაიწყო პირველი გაკვეთილი,ქართველ ცნობისმოყვარე მასწავლებლებს არ ვიცნობდი და რას ვიფიქრებდი რომ მთელი გაკვეთილი ჩემი ბიოგრაფიით დაინტერესდებოდა ყველა..მეათე კლასის დამთავრებაში დიდად დამეხმარა მათემატიკის მასწავლებელი რომელსაც “ჰიტლერა ლიას” ეძახდა ყველა..

მეთერტმეტე კლასის გატარება ისევ სხვა სკოლაში მომიწია,ამ სკოლაში მართლა ვნახე განსხვავება ოღონდ არა სკოლის კონსტრუქციაზე არამედ ბავშვებზე,რას ვიფიქრებდი რომ ამდენი აგრესია ექნებოდათ გულში და მთელი აგრესიის გადატანა ახალ კლასელს მოუწევდა,მოკლედ უსიამოვნებები და საქმის გარჩევები წავიდა,ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ რომ კლასში ახალი ხარ და ყველას შენ კისერზე დაჯდომა უნდა..აგრესიას აგრესიით უნდა უპასუხო და ეს ჭრის კიდეც,მოკლედ კლასმა არ მიმიღო და მომიწია მეთორმეტე კლასში ისევ სხვა სკოლაში გადავსულიყავი..იქ კი…

იქაც იგივე სიტუაცია დამხვდა,თავიდან ბავშვები გავიცანი,ვითომ ასე,ვითომ ისე მაგრამ იგივე განმეორდა,დაცინვა,აგრესია,”კაი ბიჭობა”,სკოლის ტუალეტებში სიგარეტის მოწევა და წამალზე ლაპარაკი “მოდი ბანკეტზე გავიჩხიროთ”..მოკლედ ეს იყო განუვითარებელი და ბნელი თაობის სკოლა,სხვა გზა არ მქონდა და ისევ იმ სკოლაში დავბრუნდი რომელშიც 2008 წელს მივედი..აქ არც წამალზე ლაპარაკობდნენ,არც კარტს თამაშობნენ მაგრამ “კაი ბიჭობის” ტენდენცია აქაც იყო,აქაც მთელი დღე ლაინეიჯზე,ვოვზე და ქაუნთერზე ლაპარაკობნენ (17-18 წლის ადამიანი მუს და ქაუნთერს რომ ითამაშებს იმას წიგნს ვერასოდეს შეაყვარებ,აზრიც არ აქვს წიგნი უხსენო,წიგნის ფორმაც კი არ იციან რანაირია),ვიყავით ვაზიანში და იარაღები დაგვაჭერინეს,ტანკში ჩავჯექით და როცა ბეტეერის ლულა დავატრიალეთ ჩვენზე ბედნიერი არავინ იყო..

დაგა ბოლო ზარი,თეთრი პერანგები,უკან ნახატი და 4-5 მარკერით გატენილი ჯიბეები,ყველა გვილოცავდა,აბსოლიტურად ყველა,თითქოს ადამიანებში აგრესია გაქრა,თითქოს აგრესია არ არსებობდა,მანდატურები რომლებიც მკაცრ იმიჯს იქმნიდნენ აქეთ გვეხვეწებოდნენ მოდი დაგაწერო პერანგზეო,ეს იყო ერთადერთი დღე როცა მასწავლებლებს და ბავშვებს შორის ბარიერი არ არსებობდა,ეს იყო დღე როცა ყველა ბავშვს ერთმანეთი უყვარდა,ყველა ერთმანეთს აწერდა პერანგებზე და ეს უბრალო წარწერა არ იყო,ეს იყო წარწერა რომელიც სამუდამოდ დაგამახსოვრებდა იმ ადამიანს..ქუჩაში რომ გავედით პატრულმაც მოგვილოცა,ხალხი ავტობუსში ადგილს გვითმობდა..ეს იყო დღე როდესაც არანაირი ზიზღი და არანაირი აგრესია არ არსებობდა..

დადგა გამოცდების დღე,23 მაისი,პირველი გამოცდა ქართულში იყო და ხალხი ისე ნერვიულობდა 2 საათი იჯდა და კითხვებზე იბნეოდნენ,ყველას ერთი სული ჰქონდა როდის მორჩებოდა ეს “დამპალი” გამოცდები,მე რაზეც ნერვები მეშლებოდა ის იყო რომ ბარიერი არ ვიცოდი.ალბათ ეს ყველას აფიქრებდა და ყველა ნერვიულობდა ბარიერზე..პირველ ივნისს მორჩა გამოცდა,მათემატიკა ბოლო იყო და ორში ბარიერი გავიგეთ,სოციალური ქსელები სავსე იყო სტატუსებით “ჩავაბარეეეეეეეე”,”ატესტატი ავიღეეეეეე”..ეს მთელი 12 წლის მანძილზე უბედნიერესი დღე იყო

სკოლის დამთავრება გამიხარდა,გამიხარდა ის რომ მასწავლებლების საყვედურებს არ მოვისმენდი,შუადღემდე ვიძინებდი და ვიქნებოდი თავისუფალი..გავიდა ერთი თვე და მომენატრა სკოლა,მომენატრა თუნდაც ის მკაცრი მანდატური,მკაცრი მასწავლებელი რომელიც გეუბნებოდა “ნიშანს არ გაღირსებ,”ნიშნის მონავ!” და რავიცი კიდე რას არ იტყოდნენ გაბრაზებული მასწავლებლები,მომენატრა კლასელები ოღონდ არა ისინი ვისაც გული აგრესიით ჰქონდა სავსე,მომენატრნენ ისინი ვინც მთელი წლის მანძილზე საკონტროლოს მაწერინებდა და მისი დამსახურებით ვიღებდი ნიშნებს..მომენატრა “მასტიკის” სუნი..ერთადერთი რაც არ მომენატრა ბუფეტის ლობიანია რომელიც ყველას ჰქონდა ნაჭამი და ყველა მოიწამლა..

ვისაც სექტემბერს სკოლაში მისვლა უწევს მინდა გითხრათ რომ სკოლა ჯოჯოხეთი არაა,არც ციხეა,მანდატურები მართალია მკაცრები იყვნენ მაგრამ სკოლაში ეხლა ბევრად უკეთესი მგომარეობაა ვიდრე ადრე იყო,გათბობაც დროზე ირთვება და რაც მთავარია მანდატურები მასწავლებლებსაც “ზღუდავენ”,აღარ იდება ფონდის ფული,არც შეშის ფული,სამაგიეროდ ეხლა იდება სკოლის რემონტის ფული,ფარდის ფული ან საათის ფული..ეს ყველაფერი ტყუილია,არც საათის ფული დადოთ არც ბოქლომის ფული,სახელმწიფო სკოლას აფინანსებს და დირექტორი ვალდებულია ყველა კლასში იყოს რუქა,საათი,ფარდა,ბოქლომი და კიდე ათასი წვრილმანი..სკოლა არის ის ადგილი სადაც მთელი თქვენი ბავშობის მოგონებები იქნება და რაც მთავარია შემოდის საგანი რომელშიც ყველას 10 გეყოლებათ,ალაბთ მიხვდით რაზეც ვსაუბრობ,დიახ ეს არის სექსუალური განათლება..

პ.ს. ცოტა დიდი პოსტი გამომივიდა მაგრამ იმედია წაიკითხეთ და მოგეწონათ :) ვეცადე ყველაფერი ზუსტად გამეხსენებინა და ემოციები ნათლად გადმომეცა..მადლობთ ვინც წაიკითხეთ

Luka Japaridze | Create Your Badge
100001108967378.1923.875278685

მსგავსი ამბები

Back to top button