უცნაური

“სისხლიანი მერი”

mucfo

მერი I (ინგლ. Mary I) იგივე სისხლიანი მერი (ინგლ. Bloody Mary; დ. 18 თებერვალი, 1516, გრინვიჩი – გ. 17 ნოემბერი 1558, სენტ ჯეიმსის სასახლე, ლონდონი) – ტიუდორთა დინასტიის ინგლისისა და ირლანდიის დედოფალი 1553-1558 წლებში.
იყო ჰენრი VIII უფროსის, ხოლო კატერინა არაგონის ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი ქალიშვილი. ის ცნობილია, როგორც ინგლისის კათოლიკური ელესიის აღმდგენი, რაც მან მოახერხა მისი ნახევარძმის ედუარდ VI ტახტის დასაკუთრების შემდეგ (ძმის ადრეულად გარდაცვლის გამო). იმ დროს, როცა 300 რელიგიურ სექტაზე მეტი არსებობდა, მან ცეცხლში დაწვა განსხვავებული აზრის მქონე პირები, რომლებიც რელიგიის რეფორმებს ეწინააღმდეგებოდნენ. ამ მოქმედებამ, მას დაუმკვიდრა სახელი “სისხლიანი მერი”.
არსებობს “სისხლიანი მერი”_ს ყველაზე გავრცეებული 2ისტორია:
1. მერი ვორტინგტონი ახალგაზრდა და ლამაზი გოგო იყო, ცხოვრობდა დიდი ხნის წინ ბედნიერად და უშფოთველად. ძალიან უყვარდა სარკეში თავისი თავის თვალიერება და სილამაზით დატკბობა, საათობით იჯდა თავის საძინებელში და სარკეში იყურებოდა.

ერთ დღეს მას საშინელი ინციდენტი მოუხდა, რის შედეგადაც სახე ძალიან დაუმახინჯდა. ყველა თავს არიდებდა მისი სახის გამო.

ერთი ღამეს, როცა გარეთ საშინელი ჭექა-ქუხილი იყო, მერი ჩუმად ადგა, სანთელი აანთო და დიდ სარკესთან მივიდა. თავისი დამახინჯებული სახე რომ დაინახა, მისმა კივილმა მთელი სახლი შეძრა. სარკე დაიმტვრა, თვითონ კი სარკეში გადავიდა. ლეგენდა იმასაც ამბობს, რომ იქამდე მერის მშობლები საშინელი სიკვდილით დაიხოცნენ და მათი გვამები ნაწამები იპოვნეს მეორე დღეს, მერი კი გაქრა.

ამის მერე, როცა სარკის წინ რამდენიმე ადამიანი ერთად გაიმეორებს “bloody mary i see you” ან “I believe in Mary Worth, I believe in Mary Worth,” მერი სარკიდან მის წასაყვანად გადმოვა.

ძალიან ბევრი ადამიანი წერს ამ რიტუალის შესახებ, მაგალითად ერთმა გოგონამ დაწერა, რომ მისი მეგობრის დაბადების დღეზე აბაზანაში ჩაიკეტნენ, სანთლები დაანთეს და სამჯერ გაიმეორეს ეს სიტყვები. ამ დროს სარკეში საშინელი გამოსახულება გამოჩნდა და ერთ-ერთ მათგანს სწვდა. მათ ყვირილი დაიწყეს და როცა მშობლები შემოვარდნენ, ამ გოგოს ლოყაზე ფრჩხილების ნაკვალევი ეტყობოდა.
2. ამ წყაროს მიხედვით მერი ფსიქიურად იყო შეშლილი, ბავშვობაში მშობლების დახოცვის გამო ახლა ის კლინიკაში იყო გამოკეტილი. მას დაცვის წევრისთან ბავშვი ეყოლა, მაგრამ რადგან არ ჰქონდა მისი გაზრდის უფლება, კლინიკის თანამშრომლებმა გააშვილეს. მერიმ ეს ძალიან განიცადა და მეორე დღეს თავი ჩამოიხრჩო. ამის მერე, როცა სარკესთან ვინმე იტყვის რამდენჯერმე “mary worth i killed your baby” მას მერის შურისძიება დაატყდება თავზე.

მერის დამახასიათებელი გარეგნობაა წინ ჩამოშლილი გრძელი შავი თმები, სისხლიანი და დაკაწრული ხელები.

წყარო: http://qameleoni.wordpress.com

9ogzy

მსგავსი ამბები

Back to top button