საკითხავისასარგებლოუცნაური

“შურისძიება” მძარცველზე


ბევრი ადამიანი დამეთანხმება, რომ ძარცვის დროს შუბლზე მიდებული იარაღი არც ისე სასიამოვნო შეგრძნებაა,
მაგრამ ჯოსი ბარნსისთვის ასეთმა შემთხვევამ მთელი ცხოვრება შეცვალა…

ჯოსი ბარნსი ბრიტანეთიდან მუშაობს ერთ-ერთ ღამის პაბში(PUB) სწორედ ამ პაბში გადაიტანა ტრავმა, რომელიც მთელი ცხოვრების მაძილზე არ დაავიწყდება.
ერთ დღეს როდესაც ჯოსი ჩვეულებისამებრ მუშაობდა მის პაბში მოხდა ძარცვა, იმის შემდეგ რაც მძარცველი იარაღის შუბლზე მიდებით და სიკვდილით დაემუქრა, მან ეს არ იკმარა და დამცირებით “მსუქანი ძროხა” უწოდა. იმ დროს ჯოსი 115 კილოგრამს იწონიდა და ამ შემთხვევის შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა, უკეთესობისაკენ… მან ამ შემთხვევის შემდეგ დაიკლო 50 კილო, დღეს იგი 65 კილოს იწონის და 54 ზომის ტანსაცმელის ნაცვლად 40 ზომას იცვამს.

მეგონა მოვკვდებოდი

2006 წლის დეკემბერს ბარნსი წავიდა ესექსის ადგილობრივ პაბში სადაც ის თავის დასთან ერთად მუშაობს, “დავინახე ადამიანები ჩრდილში რომლებიც ჩემსკენ მოემართებოდნენ” იხსენებს ჯოსი, თავიდან მეგონა რომ ესენი იყვნენ ჩემი თანამშრომლები, რომლებიც ჩემს შეშინებას ცდილობდნენ, მაგრამ როდასაც მათი შენიღბული სახეები და იარაღი დავინახე მივხვდი რომ საქმე უფრო სერიოზულად იყო. “ჩემი და ვიკი ჩავარდა ისტერიკაში და ყვირილი დაიწყო”. მათ თქვეს რომ თუ არ გაჩუმდებოდა მოკლავდნენ, მძარცველებმა ორივე დააბეს და ძირს დაყარეს, რის შემდეგაც 1,700 დოლარი აიღეს სალაროდან და გაიქცნენ. “ძალიან შემეშინდა, მეგონა მომკლავდნენ, როცა ძირს ვეგდე ხელშეკრული ძალიან დამცირებულად ვიგრძენი თავი როდესაც ერთ-ერთმა მძარცველმა შემომხედა და დამამცირებლად “მსუქანი ძროხა” მიწოდა”. ცოტა ხნის შემდეგ ჯოსიმ მოახერხა თავის გათავისუფლება და პოლიციაში დარეკვა, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
“ამის შემდეგ ძალიან მიჭირდა სამსახურში დაბრუნება და შიშისგან 1 წლის განმავლობაში ანთებული შუქით მეძინა” იხსენებს ჯოსი. “სკოლაში ყოველთვის დამცინოდნენ ჩემი ჭარბი წონის გამო და ათას დამამცირებელ სიტყვებს მეუბნებოდნენ და პაბში მომხდარმა როცა მძარცველმა მსუქანი მიწოდა უკან ბავშვობაში დამაბრუნა”, შემდეგი 2 თვის მანძილზე ჯოსი სახლიდან ვერ გადიოდა და წონაში კიდევ მოიმატა როცა ის საკუთარ თავს შოკოლადებით და ნაყინებით იწყნარებდა. მაგრამ ერთ დღეს ჯოსიმ საკუთარი თავის ხელში აყვანა გადაწყვიტა და დაიწყო დიეტა.

ჯოსი ბარნსი დღეს…

ზაფხულზე თეთრ კაბას ჩაიცმევს

ბარნსმა გადაწყვიტა დაემარცხებინა ყველა ის ხალხი ვინც მას დასცინოდა და პიველ რიგში ის მძარცველი პაბიდან და ერთ დღესაც ჩაეწერა წონის დაკლების სპეციალურ ცენტრში, “თავიდან ძალიან მრცხვენოდა ყველას თანდასწრებით სასწორზე დადგომა” იხსენებს ჯოსი. მან შეწყვიტა ტკბილეულობის ჭამა და მხოლოდ პურსა და სალათებს ჭამდა.
ნახევარი წლის შემდეგ განახევრებული :) ჯოსი ჩავიდა თურქეთში დასასვენებლად, სადაც მან ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნო თავის ცხენზე ამხედრებული პრინცი:) ბარნსი და მისი 26 წლის მეორე ნახევარი ზაფხულში აპირებენ ჯვრის დაწერას.
“სამი წლის წინ ვინმეს ეთქვა ჩემთვის რომ ვიპოვიდი ჩემს მეორე ნახევარს და 40 ზომა საქორწილო კაბას ჩავიცმევდი, არც კი დავიჯერებდი” იძახის ჯოსი. ის დღეს ამაყობს საკუთარი მიღწევით და ძალიან ახარებს გარშემომყოფების გაკვირვება მისი ახალი გარეგნობის მიმართ.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close