საკითხავი

ახალი და ძველი თაობა

ამ პოსტში მინდა განვიხილო პრობლემები უფროსებს და ახალგაზრდებს შორის,ალბათ ბევრ რამეში დამეთანხმებით..ნუ ვნახოთ

წელს მოვრჩი სკოლას და უკვე იმის დროა რომ ვიმუშავო და ცალკე ვიცხოვრო მაგრამ ესეთი რამ ჩვენ “ევროპულ” ქვეყანაში შეუძლებელია..ბევრი ჩემი თანატოლი იგივე მდგომარეობაშია მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს?გვიწევს მშობლებთან ერთად ცხოვრება მათ კისერზე ჯდომა..თითქოს ჩვენი ბრალია რომ 17-18 წლის ადამიანები რომლებიც ეხლა იწყებენ ცხოვრებას ისევ დედიკოებთან და მამიკოებთან არიან,ისევ ელოდებიან როდის ეტყვის დედიკო “აბა პირი გააღე და კარგა დაღეჭე საჭმელი,არ გადაგცდეს”..ეს ამ ხალხის გაგებაა,უბრალოდ ვერ ეგუებიან იმას რომ გაიზარდა უკვე თავიანთი ბავშვი და აღარ სჭირდება ამდენი მშობლის ყურადღება,მშობლის ყურადღებას რა სჯობია მაგრამ უკვე მოსაბეზრებელია ყოველდღე ერთი და იგივე ფრაზები “სახლში მალე ამოდი”,”ნუ ეწევი”,”მაგასთან ნუ მეგობრობ” და კიდე ათასი რამ რაც არ მოსწონთ..თან მშობელს რომ არ დაუჯერო მერე სახლში 2 საათი ლექციების კითხვა იქნება “ჩემთვის მამაჩემს რო ეთქვა და არ წავსულიყავი ყურებს ამაგლეჯდა”,ამიტომ იძულებული ხარ რომ ამ ჯუჯღუნს აცდე და წახვიდე მაღაზიაში,ის უნდა გაითვალისწინო რომ შენი მოსაწონი კი არა მშობლის მოსაწონი უნდა იყიდო,თითქოს მარტო იმან უნდა მიირთვას,შენ მოსაწონს იყიდი რამე ნამცხვარს ან ტკბილეულს და იგივე შინაარსის ფრაზა დაგხვდება სახლში მისულს ოღონდ სხვა სიტყვები “ჩემთვის მამაჩემს რომ ეთქვა და ისეთი არ მიმეტანა როგორიც მას უნდოდა ყურებს ამაგლეჯდა”..

ეს ყველაფერი ნამდვილად მოსაბეზრებელია,პატარა ბავშვივით გიყურებენ და შენ ასაკს არც ითვალისწინებენ,ვერ ხვდებიან იმას რომ შვილი უკვე გაიზარდა და სულ სხვა მოთხოვნილებები აქვს,უკვე იწყებს ცხოვრებას ოღონდ მას არ უნდა მშობლებთან ცხოვრება რადგან გაუგებრობები ხდება..აი მაგალითად დღეს,ვიყიდე 2 წიგნი და 10 ლარი გადავიხადე,(მაჩუქეს ფული ანუ ჩემი იყო და თუ მინდოდა გადავგდებდი) ერთი წიგნია მარკესის “მარტოობის 100 წელიწადი” და მეორე რაღაც ფსიქოლგიური “როგორ მოვახდინოთ ადამიანებზე ზემოქმედება”..მოკლედ მოვედი სახლში და კმაყოფილი ვარ რომ ის ვიყიდე რაც მინდოდა მაგრამ 5 წუთის არ იყო გასული რომ კინაღამ უკან დავაბრუნე,დაიქოქნენ და აღარ მორჩნენ “ეს წიგნი 8 ლარი არ ღირდა,მოგატყუა,ეს ვაბშე რა წიგნია ფსიქოლოგიასთან რა საერთო აქვს” და რავიცი არც ვუსმენდი..თითონ ყოველ კვირას საყიდლებზე რომ გადიან წონაში ტყუვდებიან მაგრამ განა ამბობენ “ეს რა სულელურად მოვიქეცით,წონაში მოგვატყუეს და არც დავაკვირდით”..იმას გვთხოვენ რაც თითონ სურთ,ჩვენი სურვილები მხოლოდ დაბადების დღეებზე და ახალ წელზე ახსენდებათ..ნუ ეს ყველაფერიც არ კმარა,დღეს ამ “ბედნიერებას” კიდე ერთი დაემატა და კომპიუტერი გაფუჭდა და ისე ამიშალეს ნერვები რომ გადავწყვიტე ეს პოსტს დამეწერა..თითქოს ავდექი და ძალით გავაფუჭე,განა იტყვიან “კარგი შვილო არაუშავს,ცოტა ხანს გაგვიჭირდება მაგრამ ვიზრუნებთ რომ კომპიუტერი გიყიდოთ”..არამგონია ესეთი მდგომარეობა მარტო ჩემთან იყოს,ჩემი ხნის ბავშვებისგან გამიგია რომ უნდათ მშობლებისგან შორს იყვნენ და თვითონ მართონ თავიანთი ცხოვრება,არ ვამბობ რომ მშობლები ვაბშე დავივიწყოთ თქო,მე ყოველკვირა ვინახულებდი ჩემებს და არანაირი უსიამოვნება აღარ იქნებოდა,მაღაზიაშიც თითონ ივლიდნენ და რაც მოუნდებოდათ იმას იყიდნენ,მე კი რაც მომინდებოდა იმას ვიყიდდი და სულ არ მივაქცევდი ყურადღებას იმას რომ წიგნში 8 ლარი მივეცი რადგან წიგნის მუღამი თუ გაქ 8 ლარი არაფერია..ხო წიგნზე გამახსენდა,ნახევარი წელია წიგნს აქტიურად ვუზივარ,ეხლა გავუგე გემო და ჩემ ბევრ მეგობარზეც ვიქონიე გავლენა,ჩემი პირველი წიგნი “მარტინ იდენი” იყო და აშკარად შევიცვალე..ჩემ მეგობრებთანაც უფრო მსიამოვნებს ურთიერთობა რადგან ეხლა უფრო უკეთესი ოცნებები გვაქვს,ესიგი ადრე წიგნს რომ არ ვეკარებოდი სულ მეუბნებოდნენ “ერთი წიგნით ხელში დაგინახო,მე წიგნებზე მაქ გათენებული ღამეები” (თან განა ღამე არამედ ღამეები,ამ ფრაზას ყველა უფროსი ამბობს,ნუ გასაკვირი არაფერია ჩვენც ესე ვეტყვით ჩვენ შვილებს),ხოდა რადგან ის ურჩვენია მამულსა რომ შვილი ჯობდეს მამასა ავდექი და მეც დავაპირე წიგნზე გათენება ოღონდ ვაღიარებ რომ ეს სურვილი არ იყო,უფრო ექსპერიმენტი იყო,ჰოდა ექსპერიმენტმა გაამართლა,ღამის 2 საათი იყო და ოთახიდან ხმა გავიგე “მაგ წიგნს ხვალ ვერ წაიკითხავ?შუქი გვაწუხებს”..

არ ვუკარგავ მშობლებს ამაგს მაგრამ მინდა რომ ჩემი ცხოვრება მქონდეს სადაც თავისუფლად ვიქნები,უკვე დროა რომ ჩემით ვმართო ეს ცხოვრება,სულ იმას მიხსენებენ ავით აღმაშენებელი 16 წლის მართავდა საქართველოსო და შენ სახლშიც ვერაფერს აკეთებო,რა გავაკეთო როცა არაფერია გასაკეთებელი?არ ვიცი ან ვერ ვუგებ ამათ ან ესენი ვერ მიგებენ..ჩემი მეგობრებისგანაც გამიგია,აი მაგალითად ერთი ჩემი მეგობარი გოგო 18ის არის და შეყვარებული ყავს,დედამისმა რომ გაიგო მთელ სამეზობლოს უთხრა და მეზობლებიც დედამისის მხარეს იჭერენ “ეგ ბიჭი შენი შესაფერისი არაა”,ეს სიტყვები კი პირველი დედამ თქვა,დედის რა საქმეა?დედას უწევს იმ ბიჭთან ყოფნა თუ ამ გოგოს?ბოლოს და ბოლოს სრულწლოვანია..უბრალოდ ამდენი ლექციის კითხვა მოსაბეზრებელია,თურმე სიძეც დედამ უნდა აარჩიოს,ეს ყველაფერი ჩემი თაობის თავისუფლებას ზღუდავს და წარმომიდგენია ის ხალხი რა დღეშია ვინც 23-24 წლის ჯერ კიდევ მშობლებთან არის იმიტომ რომ არ აქვთ იმის საშუალება მარტო იცხოვრონ და იმუშაონ..ამდენი შენიშვნა და ჯუჯღუნი აკომპლექსებს ბავშვებს და ეს საშინელებაა..ეს დიდები ყველაფრის წინააღმდეგები არიან,ალბათ უნდათ რომ მათსავით ჩვენც “კუბიკ-რუბიკით” გავერთოთ,ვერ ხვდებიან რომ ისინი სხვა პერიოდში იზრდებოდნენ და ჩვენ სხვაში,ჩვენ მათ უფრო მეტად შეგვიძლია გავუგოთ ვიდრე მათ ჩვენ..უბრალოდ ისაა ცუდი რომ სადაც არ გინდა იქ ხარ..სულ რომ არ იყოს გაუგებრობა ოჯახში მე მაინც მომინდებოდა წასვლა,ალბათ ბევრი დარჩებოდა მშობლებთან მაგ შემთხვევაში მაგრამ მე მაინც წავიდოდი რადგან მინდა ჩემით შევქმნა რაღაც,ჩემით შექმნილს და ნაშრომს არავინ დამაყვედრის,არავინ დამიწყებს იმის გამო ჩხუბს რომ ჩემი ფულით ნაყიდი კომპიუტერი გამიფუჭდა,არავის ექნება პრობლემა ჩემ გემოზე არჩეულ ტკბილეულზე..მე უბრალოდ ერთი რამ მინდა,ჩემი შვილი გავზარდო ისე როგორც ჩემებმა გამზარდეს,უბრალოდ ამდენს რა ვიჯუჯღუნებ რადგან როცა სკოლას დაამთავრებს შევუქმნი იმის საშუალებას რომ მარტო იცხოვროს,მინდა რომ ჩემი თაობა იყოს მშობლებისგან დამოუკიდბელი იმოტმ რომ სხვის შეცდომაზე ჭკუას ხანადახან გენიოსებიც ვერ სწავლობენ,ადამიანები მხოლოდ თავიანთ შეცდომაზე სწავლობენ ჭკუას რადგან იმ შეცდომას ხანდახან ისეთი ტკივილი მოსდევს რომ არ გინდა იგივე იგრძნო,სხვისი შეცდომით კი სხვას ტკივა და არა შენ,ამიტომ ძნელია სხვის შეცდომებზე ისწავლო ჭკუა..

ეს პოსტი იმიტომ დავწერე რომ ემოციებისგან გავთავისუფლდე და ამისთვის კარგი საშუალებაა სხვას გრძნობები გაუზიარო..ეს ყველაფერი ჩემი ტკივილია და როცა გტკივა ყვირიხარ,ეს პოსტი ჩემი ყვირილია და ამიტომაც ჩემი ცხოვრების რაღაც ნაწილი აქ მაქვს ჩადებული…

Luka Japaridze | Create Your Badge

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close