ზღაპრებისაკითხავი

პირველი სიყვარული

ყველაზე დაუვიწყარი და ყველაზე ლამაზი,რა თქმა უნდა ისევ მოგზაურობა წარსულში როგორც ჩემი წინა პოსტი

რა იყო ადრე?ადრე იყო საბავშო ბაღი და უამრავი სათამშო,ალბათ ყველას გვაქ გავლილი ეს პერიოდი,ალბათ ყველას გვახსოვს ხის პატარა კუბიკები,ბეტმენის სათამაშო კაცუნა და სპაიდერმენის სათამაშო რომელიც ხელებსაც ვერ ამოძრავებდა,ყველას ჩვენი სათამაშო მიგვქონდა ბაღში და იქაც უამრავი სათამაშო გვხვდებოდა,სამწუხაროდ ამ უამრავ სათამშოს ვერ ვიყოფდით,რაც ერთს ეჭირა ის ყველას უნდოდა..მახსოვს მუსიკის გაკვეთილები როცა ყველანი ერთად ვმღეროდით,უფრო სწორედ ვჭყიპინებდით და ცეკვის გაკვეთილებიც ალბათ ყველას უყვარდა,რატომღაც ბევრი მორცხვობდა და ერიდებოდა გოგსთან ცეკვას,მე კი სულ ვოცნებობდი ცეკვის გაკვეთილებზე რადგან,ჩემი წყვილი მიყვარდა და ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო იყო მასთან ცეკვა,მას ერქვა სალომე და ლამაზი თვალები ჰქონდა,ალაბთ ვერცერთი ადამიანი ვერ დაივიწყებს თავისი პირველი შეყვარებულის თვალებს…

შემდეგ გავიდა წლები,გავიზარდეთ და დადგა ჩვენ ცხოვრებაში ახალი და უფრო რთული ეტაპი,ეს იყო სკოლა..სკოლას ჩვენ ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უკავია,ეს არის ადგილი სადაც გავიზარდეთ და სადაც ჩამოვყალიბდით,კლასში უფრო მეტ დროს ვატარებდით ვიდრე საკუთარ ოთახში..ვერ ვიტყვი რომ ძალიან კარგად მახსოვს პირველი კლასი თქო მაგრამ ვეცდები გავიხსენო,1999 წელს შევედი სკოლაში,პირველი 3 საფეხური ავიარე და დერეფანში რომ გავედი მეცა „მასტიკის“ სუნი,კუთხეებში ნახერხი ეყარა და კარის ქალი როგორც ყოველთვის ძალით იღიმოდა რომელიც არ უხდებოდა..მოკლედ შევედით ბავშვები კლასში და ვერც ვხვდებით სად ვართ,რამოდენიმე ბავშვი ტიროდა,ფოტოგრაფი კი ყველას უღებდა სურათებს,დაირეკა პირველი ზარი და მშობლები წავიდნენ,დამრიგებელი გველაპარაკებოდა რაღაცას მაგრამ ჩვენი ფიქრები მშობლებისკენ იყო მიმართული..და აი დადგა იმის დრო რომ ვისწავლოთ წერა-კითხვა,მახსოვს ძვლივს-ძვლიობით რომ ვკითხულობდი „აი ია“-ს,იმ დროს ეს ყევლაზე რთული მეჩვენებოდა,რას ვიფიქრებდი რომ 8 წლის მერე აი იას კი არა ვეფხისტყაოსანს დამაზეპირებინებდნენ თორემ კითხვას სულ არ ვისწავლიდი..გავიდა 2 წელი და ისევ გაჩნდა სიყვარული,ესეც ბავშური და ისეთივე ლამაზი როგორიც წინა,ბავშვები წერას ალბათ იმიტომ უფრო სწავლობდნენ რომ სასიყვარულო წერილები დაეწერათ,წერილი მზად იყო და ეხლა მხოლოდ 1 რამ აკლდა – ჩანთაში ჩაგდება..ბევრჯერ ეს ისე ხდებოდა ვერავინ ამჩნევდა,იყო შემთხვევები როცა მასწავლებელი წაგასწრებდა და წერილს მთელი კლასის წინ კითხულობდა,ამ დროს ძალიან ვბრაზდებოდი და ჭარხალივით ვწითლდებოდი,ვიფიცებოდი მე არ დამიწერია თქო და ხელზე ნიჩვრიტს ვიკეთებდი.ალაბთ ყველას გახსოვთ ნიჩვრიტი,ეს იყო ტყუილი ფიცის დაცვა ანუ ვითომ რომ არ ასრულდეს რადგან ყველა ბავშვს სწამდა რომ დედას ტყუილზე თუ დაიფიცებდა დედა მოუკვდებოდა..მახსოვს სკოლის ბუფეტი,რა გემრიელი პონჩიკები და ღვეზელები იყიდებოდა,ჩვენი ბუფეტის ქალს ნაზიკო ერქვა და პურისგან ისეთ კატლეტებს აკეთებდა ბავშვები სახლიდან მოტანილ ხორციან კატლეტებში ვცვლიდით,შემდეგ ნაზიკო დეიდა გარდაიცვალა,ბუფეტიც ისე ხალისიანი ვეღარ იყო და ღვეზელიც სხვანაირი იყო,აღარავინ ცვლიდა სახლიდან მოტანილ ხორციან კატლეტებს პურის კატლეტში,მოკლედ ნაზიკო დეიდას გარდაცვალებამ თითქოს დიდი სიხარული მოგვაკლო ბავშვებს,დიდები კი აღარ ამბობდნენ „თუ გინდა იყო ათლეტი,ჭამე ნაზიკოს კატლეტი“ რადგან ნაზიკოს კატლეტი აღარ იყო..გავიდა რამოდენიმე წელი და ეხლა უკვე შეყვარებულზე ფიქრის თავი არავის არ ჰქონდა,ყველა დავალებებს ამზადებდა და ეზოში თამაშის დროც არ გვქონდა,მძულდა დავალებები და ეზოში მინდოდა მაგრამ ეზოში აღარავინ აღარ იყო,ეზო რომელიც სულ ხმაურიანი იყო უცბად გაჩუმდა,თითქოს ბავშვები არც არსებობდნენ..როცა მეოთხე კლასში ვიყავი დაბადების დღეზე ჩემებმა სონი 1 მიყიდეს და მხოლოდ ერთი თამაში მოყვა – თევზაობა..მთელი დღე ვთევზაობდი,აღარც ეზო მაინტერესებდა აღარც გაკვეთილები,ჩემი მისია იყო დიდი და ბევრი თევზი დამეჭირა..

გავიდა 5 წელი,ეხლა უკვე მეცხრე კლასში ვიყავი,მქონდა ბევრი წიგნი წაკითხული,უფრო მეტად რომანებს ვკითხულობდი,ბედნიერ და ტრაგიკულ სიყვარულზე,რა ვიცოდი რომ ასეთი რამ მეც მომივიდოდა..გამოჩნდა ადამიანი რომელიც სულ სხვანაირად შემიყვრადა,არა ისე როგორც საბავშო ბაღის დროინდელი შეყვარებული ან მეამე კლასის,უფრო სხვანაირად,მისი ყოველი შეხება მსიამოვნებდა,მინდოდა ჩავხუტებოდი და ეს სურვილიც ამისრულდა,გული ლამის ნეკნებს ამტვრევდა,ჩახუტებულები რომ ვიყავით მის გულისცემას ვგრძნობდი და სწორედ ამ დროს მოხდა ის რაც დაუვიწყარია,ეს იყო პირველი კოცნა..არ ვიცი როგორ აღვწერო ეს გრძნობა,ეს იყო ყველაზე დაუვიწყარი დღე ჩემ ცხოვრებაში და ამვე დროს ყველაზე ლამაზიც..ყოველკვირა ვხვდებოდით ერთმანეთს და ვსეირნობდით,ვსეირნობდით მთელი დღე,ესე გაგრძელდა რამოდენიმე თვე და მერე არ ვიცი რა მოხდა,უცბად ეს ყველაფერი ძლიერმა ტკივილმა შეცვალა,ტკივილმა რომელიც პირველად განვიცადე..უბრალოდ ერთად აღარ ვიყავით და მხოლოდ მოგონებები დარჩა,მოგონებები რომელიც არასდროს მოკვდება და რომელიც ყველა ჩვენთაგანისთვის ძვირფასია..მეორე და მესამე სიყვარული კი ისე ლამაზი ვერ არის,მეორე სიყვარულს ისეთი ძლიერი მოგონებები არ მოყვება რადგან თითქმის ყველაფერი უკვე ნაგრნძნობი გაქვს,და ახალს ვერაფერს ამჩნევ…
თუნდაც ბავშურ სიყვარულს აქვს რაღაც ხიბლი,წერ წერილებს და ელოდები წერილზე პასუხს,საბავშო ბაღში როცა წერა არ იცი ჩუქნი სათამაშოებს ან დაჭერობანას ეთამაშები..ხანდახან მინდა ისევ საბავშო ბაღს დავუბრუნდე და მხიარული თამაშები ვითამაშო,მინდა ისევ ვიგრძნო ყელაზე დაუვიწყარი გრძნობა – პირველი სიყვარული…

 

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close