არქივი

მოლი კული_პირველი ქალი კაპიტანი ჩრდილოეთ ამერიკაში

539w
მშობლიური კანადის პროვინციაში, ნიუ ბრანსუიკში, კული მთელი ცხოვრება ცნობილი იყო როგორც კაპიტანი მოლი. მან კაპიტნის წოდება 23 წლის ასაკში მიიღო და მომდევნო 5 წლის განმავლობაში მართავდა სამხედრო გემს Jean K, რომელიც მამამისმა, პოლ კულმა ააგო. კანადის მთავრობამ 2006 წელს ის ოფიციალურად აღიარა როგორც პირველი ქალი კაპიტანი ჩრდილოეთ ამერიკაში.

ტვირთის გადაზიდვისას, ფანდის  სანაპიროს ხან ერთ და ხან მეორე მხარეს, მოლი აწყდებოდა წვიმასა და ნისლს, ცეცხლსა და ყინულს და მძვინვარე მოქცევას რითიც ეს სანაპირო ყოველთვის გამოირჩეოდა. მას ჰქონდა ბევრი ურწმუნო წუთი, აბუჩად აგდება ,უყურადღებობა და საბოლოოდ დაიმსახურა  პატივისცემა მისი უხეში მამრობითი კოლეგებისგან.

ერთ-ერთი საინფორმაციო გადაცემა ასე აღწერდა მოლის: ,,მისი წარბები ქმნიან თაღებს,მისი ტუჩები ოდნავ შეღებილია,მის ქერა თმას ნაზი ქალური კულულები ამშვენებს.._ აი ასეთია მის მოლი კული ნაპირზე, მაგრამ თავის ბარჟაზე… მან არ  იცის რა არის შიში.. და თუ ის გათხოვდება როდისმე, ის იქნება ოჯახში მბრძანებელი, ქმარს კი მხოლოდ მეუღლის იარლიყი ექნება.”

დაბადებული 1916 წელს, მის კული იყო პირველი ფემინისტი ნიუ ბრანსუიკში, მაგრამ 1939 წელს,როდესაც მან კაპიტნის წოდება მიიღო, ის ნაკლებად ფიქრობდა ისტორიაში შესვლაზე ,მას უბრალოდ სურდა ოკეანეში ყოფილიყო.

მარტილ კულმა, რომელიც პატარა მეთევზეთა სოფელ ალმაში დაიბადა, ოფიციალურად გადაიკეთა  სახელი 1940 წელს და დაირქვა მოლი.

ზღვა მისი სისხლი იყო, მამამისი პოლი, ჰოლანდიელი მეზღვაური იყო რომელიც ნიუ ბრანსუიკში დასახლდა და თავისი Jean K -ს მეთაურად უფროსი ქალიშვილი დაასახელა. მოლი მეორე იყო ხუთი შვილიდან, მან ბავშვობა გემის შალანდაზე გაატარა, რომელსაც გადაჰქონდა ტვირთი ფანდის სანაპიროსგან მოშორებით ღუზაჩაშვებული გემებიდან.

იმ იმედით, რომ გახდებოდა მამის პირველი თანაშემწე, მოლიმ მიმართა საზღვაო სავაჭრო სკოლას სანტ ჯონში, უარი მიიღო, მაგრამ თავისი გაიტანა და აიღო თანაშემწის სერტიფიკატი 1937 წელს. ორი წლის შემდეგ, საღვაო უნივერსიტეტში მან მიიღო სავაჭრო გემის კაპიტნის ხარისხი და სანაპირო ზოლზე გემის მართვის უფლება. მაშინ უკვე მოლის მამამ გადასცა Jean K,რომელსაც ის მომდევნო 5 წელი მართავდა.

მის კული პრაგმატული ქალი იყო, იყო შემთხვევა, როდესაც Jean K ხშირი ნისლის დროს შეეჯახა ერთ-ერთ გემს და მოლი წყალში გადააგდო, ის ძლივს გადაურჩა საჰაერო ხრახნში ჩათრევას, ჩაეჭიდა ფიცრის ნაგლეჯს და დაუყვირა გემის მგზავრებს რომლებიც ისროდნენ ნივთებს წყალში მის გადასარჩენად; ,,მე უკვე მოვცურავ, შეწყვიტეთ უსარგებლო ნივთების სროლა ჩემთვის და გამოუშვით ნავი!”

1944 წელს, გაზის აფეთქებამ და გაჩენილმა ხანძარმა გაანადგურა Jean K -ს უდიდესი ნაწილი.მოლი გეგმავდა ისევ წყალში დაბრუნებას მას შემდეგ რაც შეაკეთა გემი, მაგრამ ერთი წლის მერე ის ცოლად გაჰყვა რეი ბლაისდელს და გადავიდა მასთან საცხოვრებლად მაინში და აღმოაჩინა, რომ ხმელეთზეც მშვენივრად ატარებდა ცხოვრებას, ის მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა საკერავი მანქანების გამყიდველად.

60-იანი წლების დასაწყისში მოლი დაქვრივდა და რამდენიმე წლის შემდეგ მან ოჯახი ჯონ კარნეისთან შექმნა. მოლი კული, რომელიც 1930-40იან წლებში სერავდა ფანდის  სანაპიროს, როგორც პირველი ქალი კაპიტანი ჩრ. ამერიკაში, გარდაიცვალა თავის სახლში, ბანგორში, თავის 93-ე დაბადების დღემდე ორი დღით ადრე, 2009 წლის 25 თებერვალს.


obit molly kool 2009 3 6 20 41

image phpამჟამად განიხილება მოლი კულის ბავშვობისდროინდელი სახლის ეროვნული ფონდისთვის გადაცემა .ეს ისტორიული ადგილია, რადგან მოლი იყო პიონერი თავის საქმეში და მისი ცხოვრება საინტერესოა იმ კუთხითაც რომ ეს იყო პირველი მდედრობითი სქესის შეჭრა მამაკაცთა სამფლობელოში, მოლი მეორე ქალი კაპიტანი იყო მსოფლიო მასშტაბით (პირველი რუსი ქალბატონი იყო,რომელმაც კაპიტნის წოდება მოლიზე რამდენიმე თვით ადრე მიიღო).

თუმცა მოლიმ ბევრი შრომა გასწია და დიდი ხარკიც გაიღო, მაგრამ ალბათ საერთო ჯამში, მისი ცხოვრებისეული მიღწევა ყველაზე კარგად მისი სიტყვებიდან ჩანს. 1939წელს, მას შემდეგ რაც მან ჩააბარა სამ საათიანი სამაგისტრო გამოცდა, ის დაუკავშირდა თავის ოჯახს ალმაში:

,,თქვენ ახლა უკვე შეგიძლიათ მომმართოთ როგორც კაპიტანს’’_იუწყებოდა ტელეგრამა.

 

მსგავსი ამბები

Back to top button